3.3. საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობათა სუბიექტები და მათი ინტერესების დაცვა

 

  


·        სამართლებრივი  ურთიერთობები „ოჯახის წევრებს’’ შორის წარმოიშობა „პირადი’’ ან „ქონებრივი სიკეთეების’’ თაობაზე და   მათ შორის „კონკრეტული უფლებებისა და მოვალეობების“ „ განაწილებას ‘’ გულისხმობს.

·        საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობათა სუბიექტებად მხოლოდ „ფიზიკური პირები’’ გამოდიან.

·        „იურიდიული პირები’’,“სახელლმწიფო ან მუნიციპალური ორგანოები’’ ,“სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციები’’ საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობათა „სუბიექტებად’’ არ  ითვლებიან[!]

·        მარტალია,მათი მონაწილეობით ხდება ზოგიერთი „საოჯახო-სამარ\თლებრივი  უფლების და მოვალეობის’’ განხორციელება  ,მაგალითად:

a.      „სალიმენტო თანხის დაკავება ხელფასიდან სამუშაო ადგილის მიხედვით’’

b.      „ქორწინების რეგისტრაცია’’

c.      „შვილად აყვანის გაფორმება’’

d.     და სხვა

მაგრამ ასეთ შემტხვევებში წარმოიშობა არა“საოჯახ-სამარტლებრივი’’,არამედ „“ადმინისტრაციულ სამართლებრივი’’ ან „სამოქალაქო-პროცესუალურ-სამარტლებრივი’’ ურთიერთობები

ყურადღება:

·        „საოჯახო სამართლებრივი ურთიერთობების’’   „სუბიექტებს’’ წარმოადგენენ: მეუღლეები,მშობლები,შვილები,მეურვეები,მზრუნველები,მშვილებლები,და-ძმები, და სხვა.

·        ზოგიერთი ეს ‘სპეციალური სუბიექტი’’ შეიძლება რამდენიმე  სახის საოჯახო-სამართლებრივი ურთიერტობის მონაწილე იყოს.[ამ გაგებით „საოჯახო სამარტლებრივი ურტიერთობები’’ უნიკალურია]

·        „საოჯახო სამართლებრივი ურთიერთობების’’ „სუბიექტებს’’  „სპეციფიკური’’ „უფლებაუნარიანობა’’ და „ქმედუნარიანობა’’ გააჩნიათ

 

ა) „საოჯახო უფლებაუნარიანობა’’

 

·        „საოჯახო უფლებაუნარიანობა’’ - დაბადების მომენტიდან „წარმოეშობა“ „ფიზიკურ პირს’’,შემდეგ კი“ასაკისა’’ და „ფიზიკური მდგომარეობის’’ გატვალისწინებით უვითარდება[„ეცვლება’’]  „სამარტლებრივ შესაძლებლობათა’’ [უფლებათა ] სფერო და ბოლოს  გარდაცვალებით „წყდება’’

·        მაგ.“ფიზიკური პირი’’ მხოლოდ განსაზღვრული ასაკის მიღწევის შემდეგ იძენს უფლებას „დაქორწინდეს’’

ასევე, „ფიზიკური პირი’’ უნდა იყოს „სრული ქმედუნარიანი’’,რომ შეძლოს ბავშვის „შვილად აყვანა’’ და სხვა

·        პირის „საოჯახო უფლებაუნარიანობა’’ შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ კანონიტ გატვალისწინებულ შემთხვევებში[!][მაგ. კანონით არ შეიძლება „ერტი სქესის პირების მიერ ბავშვის შვილება’’,“არ შეიძლება „მშობლის უფლებაჩამორთმეული პირი’’ „შვილის’’ „მემკვიდრე’’ იყოს. და სხვ]

 

ა) „საოჯახო ქმედაუნარიანობა’’

 

·       „ფიზიკური პირის’’ „საოჯახო ქმედაუნარიანობა’’ სრული მოცულობით 18 წლის ასაკიდან’’ წარმოიშობა[!]

·       თუმცა ,“საოჯახო უფლება-მოვალეობების’’ განხორციელების შესაძლებლობა ამ ასაკის მიღწევამდეც „სრულად ექმნებოდა’  ადრინდელი საოჯახო კანონმდებლობის შესაბამისად დაქორწინებულ  „არასრულწლოვნებს’’

·       ასევე, „10 წლიდან’’ აუცილებელია „გასაშვილებელი პირის ‘’  „თანხმობა’’

·       14 წლიდან არასრულწლოვანს უფლება აქვს დამოუკიდებლად მიმართოს სასამართლოს მშობლების მხრივ თავიანთი მოვალეობების შეუსრულებლობის შემთხვევაში[!]

·       სხვა მდგომარეობაამაშინ,როცა პირს „ეზღუდება სამოქალაქო ქმედუნარიანობა’’

 

იგულისხმება,რომ ასეთ შემთხვევებში პირს ენიშნება „მზრუნველი’’ და „მისი მეშვეობით“ იგი სრულად ახორციელებს თავის უფლებებს

 

მაგრამ“საოჯახო სამართალში’’ ასეთ პირს „საერთოდ არა აქვს’’ უფლებამოსილება თუნდაც „მზრუნველის დახმარებით’’ მოიპოვოს,მაგალითად“შვილად აყვანასთან ’’  დაკავშირებული სამარტლებრივი შესაძლებლობა.

 

თუმცა სხვა შემთხვევებში ასეთ პირს [ანუ „ქმედუნარიანობა შეზღუდულ პირს“] „მზრუნველის თანხმობით’’ შეუძლია  ა)„საქორწინო ხელშეკრულების დადება’’“ალიმენტის გადახდის’’ ან ბ)„ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის’’ შესახებ „შეთანხმებებში’’ მონაწილეობის მიღება

 

ანუ ასეთი შემთხვევების დროს[ „ქორწინების’’ ,“ალიმენტის’’ ]  სახეზეა „საოჯახო ქმედუნარიანობის’’ არა სრული „შეწყვეტა’’[როგორც“შვილაის აყვანისას’’] , არამედ „შეზღუდვა’’.

 

ყურადღება:

„საოჯახო სამართალში’’ გათვალისწინებულია „მშობლის უფლების ‘’ შეზღუდვის „სპეციფიკური საფუძველი’’

 

„შესაძლებელია „მშობლის უფლების’’ შეზღუდვა ,თუ პირის „ფსიქოფიზიკური მდგომარება’’ ცუდ ზეგავლენას ახდენს ბავშვის აღზრდაზე.’’

 

ასეთ შემთხვევაში სასამარტლოს გადაწყვეტილებით  მშობელს’’ ჩამოაცილებენ „ბავშვის აღზრდის’’ პროცესს  მშობლის უფლების ჩამორტმევის გარეშე.

 

ასეთი  მდგომარეობა შეიძლება“საოჯახო უფლებაუნარიანობის’’ და „საოჯახო ქმედუნარიანობის’’ ერთდროულ „შეზღუდვად ‘’ ჩაითვალოს[!]

 

 [შენიშვნა : ხშირად მცირეწლოვანი  „ბავშვის აღზრდის“ პროცესს ყოფილი ცოლები ყოფილ ქმრებს „სასამართლო გადაწყვეტილების  გარეშე’’ „ფაქტობრივად’’ ჩამოაშორებენ ხოლმე,“შურისძიების ‘’ მოტივით,რაც  ზოგჯერ  მძიმე შედეგებთ[მათ შორის ყოფილი ცოლის და ყოფილი სიდედრის მკვლელობითაც  სრულდება]

 

 

„საოჯახო სამართლებრივი ურთიერთობების ‘’  შინაარსი

 

·        „საოჯახო სამართლებრივი ურთიერთობების’’ „შინაარსში’’ იგულისხმება ის კონკრეტული „უფლება- მოვალეობები’’,რომლებიც გააჩნიათ   ამ ურთიერთობის „სუბიექტებს’’

 

ა)  სუბიექტის „უფლება’’ - „საოჯახო სამართალში’’

 

·        „უფლება’’ არის „საოჯახო სამარტლის სუბიექტის’„შესაძლებელი  ქცევის’’ საზომი .

 

„საოჯახო სამარტლის სუბიექტის „შესაძლებელ ქცევაში’’ იგულისხმება ის „აქტიური მოქმედებანი“,რომელთა მეშვეობითაც ხდება ამ „სუბიექტის’’ “პირადი’’ და“ქონებრივი’’  კანონიერი ინტერესების დაკმაყოფილება.

 

მაგ. „დაქორწინება’’ ან „შვილად აყვანა’’ წარმოადგენს მოქლაქეთა მიერ თავიანთი მოქმედებებით „იმ შესაძლებლობათა[უფლებათა]  რეალიზებას,რაც მათ კანონით აქვთ მინიჭებული

·        სუბიექტის „სხვა სახის’’  „უფლებებში’’ კი ყურადღება მახვილდება „ვალდებული პირისგან კონკრეტულ მოქმედებათა შესრულების მოთხოვნის შესაძლბლობაზე’’[ მაგ. „ალიმენტის მოთხოვნის უფლება’’]

·        ყურადღება:  უმეტეს „საოჯახო უფლებებსი’’ სუბიექტის „აქტიური მოქმედება’’ შერწყმულია“კონკრეტული მოქმედების შესრულების მოთხოვნის შესაძლებლობასთან’’[მაგ.“შვილის აღზრდის პროცესში რეალიზებადი უფლებები’’ სწორედ ასეთი კომპონენტების შერწყმით ხასიათდება ]

 

 

ბ)  სუბიექტის „ვალდებულება ‘’- „საოჯახო სამართალში’’

 

 

·        „საოჯახო-სამართლებრივი’’ „ვალდებულება’’ ნიშნავს „უფლებანოსილი პირის მოთხოვნის’’ ან „კანონის’’  საფუძველზე რაიმე „მოქმედების შესრულების აუცილებლობას’’ „ვალდებული პირის მიერ’’

·        ასეთი „ვალდებულებები’’ უმრავლეს შემთხვევებში კანონითაა განსაზღვრული და „მაშინვე’’ წარმოიშობა,როგორც კი შესაბამისი „იურიდიული ფაქტის’’ არსებობა რეალობა გახდება[ მაგ.   კანონისმიერი ვალდებულებების წარმომშობი „იურიდიული ფაქტებია’’: „ქორწინება’’,“ბავშვის დაბადება’’,“სვილად აყვანა და სხვა]

·        სუბიექტს შეუძლია „ნებაყოფლობით’’ თავის თავზე აიღოს „დამატებითი’’ „საოჯახო-სამარტლებრივი’’ „ვალდებულებებიც’’[მაგ. „ივალდებულოს’’ „საქორწინო ხელშეკრულების’’ დადება’, „ალიმენტის გადახდის ტაობაზე შეთანხმების ‘’ დადება და სხვა]

 

·         „საოჯახო-სამარტლებრივი უფლებები და მოვალეობები’’ უმეტესად „ერთდროულად’’ წარმოიშობა.

·        ერთი სახის“ საოჯახო სამარტლებრივ ურთიერტობაში’’ წარმოსობილი „უფლება’,მეორე სახის „საოჯახო სამართლებრივ უეთიერთობაში’’ შეიძლება „ვალდებულების ‘’ სახით არსებობდეს.

·        მაგ. მშობლები არამარტო უფლემოსილნი არიან იზრუნონ შვილების სულიერ,გონებრივ, და ფიზიკურ აღზრდაზე,არამედ „ვალდებულნიც’’ არან გააკეტონ ეს შვილების ინტერესებიდან გამომდინარე

·        „საოჯახო-სამარტლებრივი უფლებები და მოვალეობების’’ დიდი ნაწილი უშუალოდ არის დაკავშირებული კონკრეტულ სუბიექტებტან,მიუხედავად ამისა, გამონაკლის შემთხვევაში შესაძლებელია მათი „სხვა პირებისთვის’’ „გადაცემა’’[მაგ.“შვილების აღზრდაში ნატთესავების,ძიძების,შინამოსამსახურეების ჩაბმა და სხვა]

·        „საოჯახო-სამართლებრივი უფლებები და მოვალეობების’’ მნიშვნელოვანი ნაწილი ,მათი „ხამგრძლივი ხასიათიდან’’ გამომდინარე,დროთა განმავლობაში სახეცვლილებას განიცდის[!]

·        „საოჯახო უფლებათა განხორციელება’’  ნიშნავს მათ რეალიზაქციას „კანონის და „ზნეობრივი ნორმების’’ შესაბამისად.[!]

 

·        არშეიძლებასაოჯახო უფლებათა’’ გამოყენება მათი დანიშნულების საწინააღმდეგოდ[ანუ „ბოროტად’’]

·        „საოჯახო უფლებატა’’ ერთი ნაწილის განხორციელება შესაძლებელია „ცალკეულ სუბიექტთა შესაბამისი ნების გამოვლენის საფუძველზე’’  და ამასთან მათი განხორციელება „სავალდებულო ხასიათს არ ატარებს[მაგ“შვილისგან ალიმენტის მიღების უფლება მშობელმა შეიძლება არ გამოიყენოს და გააგრძელოს „მომჭირნედ’’ ცხოვრება]

·        „საოჯახო უფლებატა’’ მე-2 ნაწილის განხორციელებას კი  „კანონი ‘’ სავალდებულოდ მიიჩნევს.[ესენი ისეთი „უფლებებია’’,რომლებიც იმადროულად „ვალდებულებებსაც ‘’ წარმოადგენს]

·        მაგ.მეურვის მიერ მცირეწლოვანი ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებული  უფლება-მოვალეობების განუხორციელებლობა „საოჯახო კანონმდებლობის’’  დარღვევას წარმოადგენს და ამისტვის შესაბამისი სანქციებიცაა გატვალისწინებული

·       

·        „საოჯახო უფლებატა’’ მე-3 ნაწილის  რეალიზაცია დაკავშირებულია „მეურვეობის და მზრუნველობის ორგანოების’’ „“საკონტროლო ფუნქციებთან’’ და მატი განხორციელება ხდება ამ ორგანოების ნებართვით[!]

·        არ შეიძლება,მაგალიტად,“მეურვეობაში მყოფი პირის“ სახელით ისეთი გარიგებების დადება,რომლებშიც მისი ინტერესების დარღვევის რისკი არსებობს,თუ არ იქნება „მეურვეობის და მზრუნველობის ორგანოს“ წინასწარი თანხმობა.[!] მაგ. ასეთი თანხმობის გარეშე არ შეიძლება მეურვეობაში მყოფი პირის“ სახელით ა)„სესხის აღება’’,ბ)“ბინის გაცვლა’’ და სხვა]

·        ასევე არ შეიძლება „მზრუნველმა’’ თანხმობა მისცეს „არასრულწლოვანს’’  მსგავსი გარიგებების დადებაზე,თუ ამის წინააღმდეგია „მეურვეობის და მზრუნველობის ორგანო’’

·        „საოჯახო უფლბათა განხორციელების პროცესში’’ ერთი სუბიექტის „უფლების რეალიზაცია’’ არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს „მეირე სუბიექტის’’ ინტერესებს.

·        მაგ,. თუ „ანქორწინების“ შემდეგ ბავშვი ერთ მშობელტან ცხოვრობს,მეორესაც უნდა ჰქონდეს მასთან ურთიერთობის „თანაბარი შესაძლებლობა’’

·        „საოჯახო უფლბათა განხორციელების პროცესში „ზნეობრივი ნორმების’’ დაცვის მოთხოვნა  არ გულისხმობს ამ „ზნეობრივი ნორმებით’’ „სამართლებრივი ნორმების’’ შეცვლას.

·        მთავარია  ე“ზნეობრივი’’ და „სამართლებრივი’’  „ნორმები’’ კონფლიქტში არ შედიოდნენ ერთმანეთთან.  და ასევე  ყოველთვის გათვალისწინებული უნა იყოს „კონკრეტული  უფლების’’ დანიშნულება[!]

·        მაგ. „ზნეობრივად ‘’ გაუმართლებელია ცოლმა ალიმენტი მოსტხოვოს ქმარს,რომელთანაც ერთად ზრდის ბავშვს ,ამ ბავშვის მატერიალური უზრუნველყოფისთვის ,მხოლოდ იმიტომ  ,რომ-შემცირდეს ალიმენტის ოდენობა იმ ბავშვისტვის,რომელიც მის ქმარს ჰყავს ყოფილ ცოლთან.

·        ასევე,„ზნეობრივად ‘’ გაუმართლებელია „ალიმენტვალდებული პირის’’ სპეციალურად გადასვლა ნ“ნაკლებადანაზღაურებად სამუშაოზე’’ მხოლოდ იმ მიზნით,რომ შემცირდეს გადასახდელი ალიმენტის ოდენობა[ალიმენტი შემოსავლის ოდენობიდან იანგარიშება გარკვეული %-ის სახით]

·        მსგავს შემტხვევებში,სასამარტლომ,„ზნეობრივად ‘’ გაუმართლებელი  „სარჩელი’’ არ უნდა დააკმაყოფილოს[!]

„საოჯახო უფლების’’ – „ბოროტად გამოყენება’’

·        „სუბიექტის’’ მიერ თავისი „საოჯახო უფლებების’’ „არადანიშნულებისამებრ’’ განხორციელება,ანუ მათი გამოყენება “სხვისი’’ [„ოჯახის სხვა წევრის’’ ]ინტერესის საწინააღმდეფოდ ,ითვლება ამ უფლებატთა „ბოროტად გამოყენებად’’ და აქედან გამომფინარე -სერიოზულ სამართალდარრვევად,რასაც მოჰყვება შესაბამისი პასუხისმგებლობა[!]

 

ხხხხხხ

„საოჯახო უფლების’’ – „დაცვის’’ უფლება

·        „საოჯახო უფლებათა’’ დარღვევის შემტხვევაში წარმოიშობა მათი „დაცვის’’ უფლება

·        „საოჯახო უფლების’’  “ დაცვის უფლების’’ სუბიექტებს  წამოადგენენ  „საოჯახო სამარტლებრივ ურტიერთობატა მონაწილენი’’

·        „საოჯახო უფლებათა დაცვის შესაძლებლობა[უფლება]’’ მათი [სუბიექტთა]  „საოჯახო უფლებაუნარიანობის’’ [იხ. ზემოთ] განუყოფელი ელემენტია.

·        ამ „აბსტრაქტული’’ „საოჯახო უფლებათა დაცვის  შესაძლებლობის’’  კონკრეტულ „დაცვის უფლებად’’ გარდაქმნა მაშინ ხდება,როდესაც „სახეზეა’„საოჯახო უფლებათა’’ „დარღვევის’’  შემთხვევები’’[!]

·        „საოჯახო უფლების დაცვის უფლების“ გამოყენება ,ძირითადად’’  საოჯახო-სამარტლებრივ ურთიერთობათა  სუბიექტების ‘’ ნება-სურვილით[!]  ხდება.

·        ამასთან ,რადგან „საოჯახო ურთიერთობებში’’ „ქმედუუნარო პირებიც’’ მონაწილეობენ,მათი „საოჯახო უფლებების’’ „დაცვა’’ ხდება „სხვა პირების’’ მიერ[!]

·        მაგ.“მშობლები თავიანთი შვილების „კანონიერი წარმომადგენლები’’ არიან სპეციალური დანიშვნის გარეშეც.მათ“ვალდებულებას’’ წარმოადგენს თავიანთი შვილების „საოჯახო უფლებების’’ სრულად დაცვა[!],ხოლო 10 წლიდან- მათი „სურვილების’’ გათვალისწინებითაც.

·        14 წლიდან „არასრულწლოვან პირს’’ დამოუკიდებლად წუძლია მიმართოს სასამართლოს მისი“კანონიერი წარმომადგენლის’’ მიერ ცადენილი „სამართალდარღვევის აღმოსაფხვრელად.

·        „მცირეწლოვანი’’ და „არასრულწლოვანი’’ პირების,აგრეთვე „სრულწლოვანი                     შეზღუდულწმედუნარიანი’’ პირების“საოჯახო უფლებების დაცვა’’ [კანონიტ განსაზღვრულ შემტხვევებში]] „მეურვეობის და მზრუნველობის ორგანოებსაც’’ ევალებათ[!]

·        „საოჯახო უფლების’’ “დაცვის ობიექტი არის:  „სუბიექტის’’ „კონკრეტული საოჯახო უფლება’’

·        განსაკუტრებული ყურადღება ექცევა  „კანონიერი ინტერესების’’[ კანონით გათვალისწინებული ინტერესების]  დაცვას’’

·        მაგ. სასამარტლო „ვალდებულია’’ „მშობლის უფლებებში პირის აღდგენის’’ საკითხის გადაწყვეტისას გაითვალისწინოს „შეესაბამება თუ არა ეს შვილის აღზრდის ინტერესებს’’ ანდა [სხვა მაგალითი]„საქორწინო ასაკამდე პირის დაქორწინებისას, „ქორწინების  გაბათილება’’ სასამარტლოს მიერ არ შეიძლება,თუ ეს „ეწინააღმდეგება არასრულწლოვანი მეუღლის ინტერესებს’

 

„საოჯახო უფლებების’’  „დაცვის’’ ფორმები

 

·        საოჯახო-სამარტლებრივ ურთიერთობათა სუბიექტების საოჯახო უფლებების „დაცვა’’  ძირიტადად ხხორციელდება „იურისდიქციული’’ ფორმით[!]

·        არსებობს „საოჯახო უფლებების’’  დაცვის ა) სასამართლო წესი ბ)ადმინისტრაციული წესი და გ)სანოტარო მედიაცია

 

 

ა)  „საოჯახო უფლებების’’  დაცვის- „სასამართლო წესი“

 

·        საოჯახო უფლებატა დაცვის „სასამართლო წესი’’ ძირითადია და იგი გამოიყენება  „ყოველთვის’’,როცა კანონში სპეციალურად არ არის მითითებული „უფლებათა დაცვის სხვა კონკრეტულ წესზე’’[ანუ ადმიმისტრაციულ წესზე ან სანოტარო მედიაციაზე]

·        „საოჯახო უფლებატთა’’ „დაცვა’’ ხდება „საერთო იურისდიქციის სასამართლოების ‘’ მიერ.

·        „საოჯახო უფლების’’ „დაცვის საშუალებაა’’  ასეთი სასამართლოსადმი „სარჩელით’’ მიმართვა.

·        ამ დროს ხდბა სასამართლოსადმი მიმართვა“მართლმსაჯულების განხორციელების’’ პროცესუალური მოთხოვნით და „მოპასუხისთვის’’ „მატერიალურ-სამართლებრივი მოთხოვნის წაყენება’’ ამა თუ იმ „ვალდებულების შესრულების’’ ან „კონკრეტულ მოქმედებათა შესრულებისაგან თავის შეკავების’’   შესახებ[!]

·        „საოჯახო უფლებების’’ „დაცვა’’  „სასამართლოში’’ ხდება“უდავო წესით’’ საქმეთა განხილვის დროსაც[!]

·        ასეთ შემტხვევაში  „საოჯახო უფლების’’ „დაცვის საშუალებას’’ წარმოადგენს სასამართლოსადმი „განცხადებით’’[და არა „სარჩელით’’] მიმარტვა[!]

·        „უდავო წესით’ განიხილება: მაგ. „ბავშვის მიტოვებულად აღიარება’’, „შვილად აყვანა’’ და სხვა

·        საოჯახო უფლებატა დაცვის „სასამართლო წესის’’ დამახასიათებელ თავისებურებას წარმოადგენს ის,რომ საოჯახო სამარტლებრივ „დავათა’’ მნიშვნელოვანი ნაწილი სასამართლში განიხილება „მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოების’’ მონაწილეობით

·        „მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოების’’ მონაწილეობით განიხილება: „შვილის აღზრდასთან’’ დაკავშირებული დავები,“სვილად აყვანის’’  და „შვილად აყვანის გაუქმების’’,“მშობლის უფლების ჩამორტმევის’’ ან „მშობლის უფლების აღდგენის ‘’ საკითხები.

 

ბ)   „საოჯახო უფლებების’’  დაცვის- ადმინისტრაციული  წესი

 

·         „საოჯახო უფლებების’’  დაცვის-ასმინისტრაციული  წესი ძირიტადად გამოიენება „მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოების’’ მიერ „საოჯახო დავების’’ გადაწყვეტის დროს[!]

·        მაგ. „ცალკე მცხოვრებ მშობელს’’[მაგ.გაყრილ მამას]  შეუძლია განცხადებიტ მიმარტოს „მეურვეობისა დამზრუნველობის ორგანოს’’ და მოითხოვოს ბავშვთან მცხოვრები მშობლისაგან[ყოფილი ცოლისგან]  იმ წინააღმდეგობის აღმოფხვრა,რაც ხელს უშლის  „ბავშვტან ურთიერთობაში’’

·        „მეურვეობისა დამზრუნველობის ორგანოს’’  მიერ მიღებული „გადაწყვეტილება’’ შეიძლება სასამართოში’ „გასაჩივრდეს’’

·        „ზოგიერთი ორგანოს’’ მოქმედება[რომელიც დაკავსირებულია „საოჯახო უფლების’’ დარღვევასტან,ან „პირადი’’ ან „ქონებრივი’’ ინტერესების სელახვასთან[მაგ.“სარეგისტრაციო ორგანოს უსაფუძვლო უარი  ქორწინების რეგისტრაციაზე’’,ან „განქორწინების რეგისტრაციის ვადების დარღვევა’’ და სხვა] შეიძლება უშუალოდ სასამარტლოში „გასაჩივრდეს’’

 

გ)„საოჯახო უფლებების’’  დაცვა- „სანოტარო მედიაციით’’

 

·        „სანოტარო მედიაციის’’ არსი იმაში მდგომარეობს,რომ „ნოტარიუსი’’ შეიძლება იყოს „მედიატორი’საოჯახო,სამემკვიდრეო,სამეზობლო და სხვა დავებზე[!]

·        ყურადღება: „ნოტარიუსი ‘’ არ შეიძლება იყოს „მედიატორი’’ [„შვილად აყვანისას’’,“შვილად აყვანის ბათილად ცნობისას’’,“მშობლის უფლების  შეზღუდვისას ან ჩამორთმევისას’]

·        ნოტარიუსი’’ შეიძლება იყოს „მედიატორი’სამემკვიდრეო,სამეზობლო და სხვა დავებზე[!]

მაგრამ ამისთვის „აუცილებელია’’ „მოდავე მხარეთა თანხმობა’’

·        „მხარეთა შეთანხმების’’ შემტხვევაში „მორიგების აქტი’’ უნდა დადასტურდეს „სანოტარო წესით’’ და მისი „აღსრულება’’ [საჭიროების შემტხვევაში] „იძულებით მოხდება’’  ნოტარიუსის მიერ გაცემული „სააღსრულებო ფურცლის’’ საფუძველზე[!]

 

აოჯახო უფლებათა „დაცვის“ „არაიურისდიქციული’’ ფორმები

·        „არაიურისდიქციულ ფორმაში’’ იგულისხმება „სუბიექტების ‘’ მიერ „დამოუკიდებლად’’,“ოფიციალური ორგანოებისადმი მიმარტვის გარეშე’’   „თვითდაცვის ღონისძიებების’’ განხორციელება.

·        ამ ღონისძიებებს ზოგჯერ უფრო ეფექტური სედეგები მოაქვს,ვიდრე სასამარტლოს ან „მეურვეობის და მზრუნველობის ორგანოს’’  გადაწყვეტილებებს.

·        მაგ. „მეუღლეთა თანასწორუფლებიანიბა’’  ოჯახურ საქმეებსი და შვილების აღზრდასი შეიძლება რეალურად იქნეს განხორციელებული ,თუ მეუღლეები ტავიანთი „საოჯახიო უფლებების „დასაცავად’’ მიმარტავენ- „ფაქტობრივ მოქმედებებს’’[!]

·        იგულისხმება,რომ ეს „ფაქტობრივი მოქმედებები’’ „მართლზომიერების ფარგლებში ხორციელდება და გამორიცხულია „ურტიერტშეურაცხყოფა’’,“პირადი ხელშეუხებლობის დარღვევა’’ და „თვითნებობა’’

 

 

·        „საოჯახო უფლებატატა დაცვის’’ თავისებურება იმაშიც გამოიხატება,რომ „მოთხოვნათა’’ მნიშვნელოვან ნაწილზე,რომელთაც „პირადი არაქონებრივი’’  ხასიათი გააჩნიათ,“ხამდაზმულობის ვადების’’ მოქმედება არ ვრცელდება.

 

„საოჯახო უფლებათა’’  „დაცვის საშუალებები’’

 

·        „საოჯახო უფლებათა’’ „დაცვის საშუალებებს’’ წარმოადგენს  ის „იძულებითი ხასიათის’’ „მატერიალურ-სამართლებრივი ზემოქმედების ზომები’’,რომლთა მეშვეობითაც ხდება „დარღვეული უფლებების’’  „აღდგენა’’ და „სამართალდამრღვევების მიმართ’’ „კანონიტ განსაზღვრული სანქციის გამოყენება’’

·        „საოჯახო უფლებათა’’ „დაცვის საშუალებები’’  უმეტესად ემთხვევა „სხვა სახის დარღვეული სამოქალაქო უფლების დაცვისას გამოყენებულ ‘’’ „საშუალებებს’’,მაგრამ „საოჯახო სამარტალში’’ ამ „საშუალებებს’’ გარკვეული „სპეციფიკაც’’ ახასიათებთ[!]

·        ყურადღება: „დარღვეული საოჯახო უფლებების ‘’ „დაცვის საშუალებებიდან’’ რომელიმეს არჩევა „დამოკიდებული არ არის’’ „დაზარალებული პირის’’ ან“სამართალდამრღვევის’’  სურვილზე[!]

·        გამოყენებულ უნდა იქნეს „საოჯახო უფლების დაცვის’’ მხოლოდ ის „საშუალება’’,რომელიც  „საოჯახო კანონმდებლობით’’ არის განსაზღვრული[!];

·        მაგ.“პაპა-ბებიების შვილიშვილებთან ურთიერტობის უფლების“  ბავშების  მშობლების მიერ დარღვევისას, ეს „საოჯახო უფლება’’ დაცული უნდა იქნეს- „უფლების დამრღვევი მოქმედების აღკვეთით’’ [!]

·        იგივე ეხება „გაყრილი მშობლის შვილთან ურთიერთობის უფლების ‘’ მეორე მშობლის მიერ  დარღვევას [შვილთან   ურთიერთობაში ხელისშეშლისას].  „ცალკე მცხოვრები მშობლის უფლება  დაცული უნდა იქნეს სასამართლოს მიერ„უფლების დამრღვევი მოქმედების აღკვეთით’’ [!]][სხვა  საკითხია,ის რომ  სასამართლოს „ამ გადაყვეტილების იძულებით აღსრულება’’ ვერ  მოხდება თუ ბავშვი[10 წლის ზემოთ]  „ხელისშემშლელი მშობლის“[ვისთანაც ხოვრობს]  ჩაგონებით“ უარს განაცხადებს გაყრილ მშობელთან  ურთიერთობაზე]

ყურადღება:

·        „კანონის’’ მიერ  „საოჯახო უფლების’’ „დაცვის’’ რამდენიმე საშუალების გათვალისწინების შემთხვევაში,გამოიყენება დაზარალებულის მიერ „მოთხოვნილი’’ საშუალება[!]

·        საოჯახო უფლების „დაცვის საშუალებები’’ შეიძლება სხვადასხვა იყოს:

a.    „დარღვეული უფლების აღიარება’’

b.    „უფლების დარღვევამდე არსებული მდგომარეობის აღდგენა’’

c.    მზრუნველის ნებართვის გარეშე დადებული გარიგების  გაბატილება’’ და სხვა.

„საოჯახო უფლების ‘’ დამრღვევის მიმართ- „სანქციის“ დაწესება

·        „საოჯახო უფლებატა’’  „დაცვის  კონკრეტული საშუალების“ გამოყენებასთან ერტად,ზოგჯერ შესაძლებელია „სამარტალდამრღვევის’’ [ „საოჯახო უფლების ‘’ ხელმყოფის] მიმარტ  ამა თუ იმ სანქციის დაწესებაც[!]

·        ‘სანქციის’’ დასაწესებლად  “საოჯახო სამართალდარღვევის შემადგენლობაში’’ აუცილებელ ელემენტს წარმოადგენს „სამარტალდამრღვევის’„ბრალეული ქმედება’’ [განზრახვა,ან გაუფრთხილებლობა]

·        პასუხისმგებლობის „სახე და ზომა“ განისაღვრება „სამართალდარღვევის ხარისხის’’ მიხედვით[!]

·        მაგ.  ოჯახის წევრის „ქონებრივი უფლების’’ დარღვევისას შეიძლება გამოყენებულ იქნეს  სანქცია “არამართლზომიერი მოქმედებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება’’[მაგ. ალიმენტის დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში]

·        ამასთან დასაშვებია სანქციის სახით  „მორალური ზიანის ანაზრაურებაც’’[კეთილსინდისიერი[ანუ მოტყუებული] მეუღლის სარჩელით,როცა ქორწინების გაბათილება ხდება მეორე მეუღლის მიერ ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოების[მაგ. უკვე იმყოფება სხვასთან ქორწინებაში] შეგნებულად დამალვის გამო’’]

 

„საოჯახო სამართლებრივი“ – „ ურთიერთობის შეწყვეტა’’

 

·        „საოჯახო სამარტლებრივი ურთიერთობის’’ „შეწყვეტა’’ ან „შეცვლა’’ მიუხედავად მათი გამომწვევი საფუძვლებისა,შეიძლება მიჩნეულ იქნეს  როგორც „საოჯახო უფლების’’ „დაცვის საშუალებად’’ ,ისე „სამარტალდამრრღვევი’’ მიმართ „პასუხისმგებლობის ზომადაც’’[!]

·        მაგ. „მშობლის უფლების ჩამორტმევა’’,ერტი მხრივ წარმოადგენს“მშობლის უფლების’’ „ბოროტად გამოყენების აღკვეტის საშუალებას’’[!] დამეორე მხრივ-„პასუხისმგებლობის ზომას’’[სანქციას],რადგან „მშობლის უფლება ჩამორტმეულ პირს’’  უწყდება’’  შვილტან „ნათესაობაზე დამყარებული ყველა ურტიერთობა’’,გარდა შვილის“მატერიალური უზრუნველყოფის’’ ვალდებულებისა.

·        ხოლო „მშობლის უფლების შეზღუდვისას’’[მაგ, „დროებითი ფსიქიკური მოშლილობისას] ბავშვის ასეთ მშობელთან დატოვება საშიშია,მაგრამ რადგან მშობელს ამაში „ბრალი ‘’ არ მიუძღვის,ბავშვის აღზრდისაგან მისი ჩამოცილება ითვლება  მხოლოდ „ბავსვის უფლებების და ინტერესების’’ „დაცვის საშუალებად’’ და არა „პასუხისმგებლობის ზომად’’[!]

 

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები