3. საოჯახო სამართალი და მისი ადგილი სამართლის სისტემაში

 


·        ახალი სამოქალაქო კოდექსის მიღებით გაუქმებული იქნა 1970 წლის  „საქარტველოს საქორწინო და საოჯახო კოდექსი’’

·        „საოჯახო ურთიერთობათა“ სამართლებრივი რეგულირება შევიდ„სამოქალაქო კოდექსის’’ ფუნქციებში.

·        „საოჯახო სამართლის’’ ნორმების ერთობლიობა მოთავსდა 1997 წლის „სამოქალაქო კოდექსის’’ მე-5 წიგნში.

·        სამოქალაქო  კოდექსის 1-ელ მუხლში აღნიშნულია,რომ ეს კოდექსი აწესრიგებს „პირთა თანასწორობაზე დამყარებულ კერძო ხასიათის ქონებრივ,საოჯახო და პირად ურტიერთობებს’’

·        ამით გაცხადდა რომ „საოჯახო ურთიერთობები’’ „სამოქალაქო ურთიერთობათა’’ ნაირსახეობას წარმოადგენს.

„საოჯახო სამართლის’’   საგანი

 

·        ტრადიციული  განმარტებით,“საოჯახო სამარტალი არეგულირებს „ოჯახის წევრთა’’ შორის წარმოშობილ პირად და ქონებრივ ურთიერთობებს’’[!]

·        „ოჯახის წევრობა’’ და “ კერძო ხასიატის  პირადი და ქონებრივი ურთიერთობები’’ ეს კრიტერიუმები „საოჯახო სამარტლის’’ საგნის დასადგენად საკმარისი არ არის.

·        რადგან „ოჯახის წევრებს’’ შორის შეიძლება „ კერძო ხასიატის პირადი და ქონებრივი ურთიერთობების გარდა’’ შეიძლება სხვა ხასიატის ურტიერთობებიც შეიძლება წარმოიშვას[მაგ. ერთ ორგანიზაციაში მომუშავე ცოლ-ქმარს შორის შეიძლება არსებობდეს“შრომითი ურთიერთობა’’,რომელიც რეგულირდება „შრომის სამართლით’’ და არა „საოჯახო სამართლით’’]

·        ასევე, „ოჯახის წევრებს შორის წარმოშობილი „კერძო ხასიატის პირადი და ქონებრივი ურთიერთობები“ შეიძლება არც იყოს „საოჯახო სამარტლის’’ რეგულირების სფერო[მაგ. ერთი ოჯახის წევრ და-ძმას შორის „სასესხო ურთიერთობა’’ რეგულირდება „სახელშეკრულებო სამართლის’’ ნორმებით  და არა „საოჯახო სამარტლით’’ ][მაგ.“შვილის ჯანმრტელობისატვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება’’ კი დადგენილია „დელიქტური სამართლიტ’’ და არა „საოჯახო სამარტლიტ]

·        ამრიგად,„ოჯახის წევრობა’’ და “ კერძო ხასიატის  პირადი და ქონებრივი ურთიერთობები’’ არ იძლევა იმის სრულ შესაძლებლობას,რომ მოხდეს“საოჯახო ურთიერთობების’’ მკაფიო გამიჯვნა სამარტლის სხვა დარგების ნორმებით რეგულირებული „მსგავსი ურთიერთობებისგან“.

·        საჭიროა „დამატებითი’’ კრიტერიუმები.

·        ერტ-ერთი ასეთი „დამატებითი’’ კრიტერიუმია „ოჯახის წევრთა’’ შორის „კერძო ხასიატის  პირადი და ქონებრივი ურთიერთობების’’ წარმოშობის  „საფუძვლები’’

·        „ოჯახის წევრთა’’ შორის „კერძო ხასიატის  პირადი და ქონებრივი ურთიერთობები’’ წარმოიშობიან  :“ქორწინების’’,“ნატესაობის’’,“შვილად აყვანის’’,“აღსაზრდელად ბავშვის მიღების’’,“მეურვეობის’’ ,“მზრუნველობის და მხარდაჭერის დაწესების’’  საფუძველზე“[!]

·        „საოჯახო სამართლით’’ რეგულირებული „საოჯახო  ურთიერთობები’’ განსხვავდება სამოქალაქო სამართლის სხვა ინსტიტუტებით რეგულირებული „მსგავსი’’ ურთიერთობებისგან.

·        „წმინდა სამოქალაქო ქონებრივი ურტიერთობები’’,ძირიტადად მხარეთა ეკონომიკურ მოთხოვნილებებზეა დაფუძნებული,ხოლო „საოჯახოურთიერთობები’’ - ოჯახის წევრთა  „ფიზიკური მოთხოვნილებებისა და ზნეობრივი გრძნობების ერთობაზე’’

·        „საოჯახო  ურთიერთობები’’ უმეტესად ისეთი „უფლებების“ წარმოშობას ედება საფუძვლად,რომელებიც ოჯახის ერთი წევრის „პირად დამოკიდებულებას’’ განსაზღვრავს მეორის მიმართ,მაშინ როცა“სხვა სახის ქონებრივი ურთიერთობები ‘’ კონკრეტულ ქონებასთან დამოკიდებულებით არის განპირობებული.[ასეთი „ქონებრივი უფლებების’’ ოდენობა და ფარგლები ადვილი დასადგენია,მაშინ როცა „საოჯახო ურთიერთობებში’’ ეს გაძნელებულია მათი[„საოჯახო ურთიერთობების]  უფრომეტად „ზნეობრივი’’,ვიდრე „იურიდიული ‘’ ხასიათის გამო]

·        გარდა ამისა,“საოჯახო ურთიერთობებისთვის’’ დამახასიატებელია ის ,რომ: ამ ურტიერტობების წარმოშობ ამხოლოდ გამონალკლის შემთხვევაშია დამოკიდებული ურთიერთობის  მონაწილე პირების ნებაზე[მაგ. ესეთი  გამონაკლისია -„ქორწინება’’],უმეტეს შემტხვევაში „საოჯახო ურთიერთობები’’ ურთიერთობის  მონაწილე პირების ნების საწინააღმდეგოდ წარმოიშობიან[მაგ. მშობლების და შვილების ურთიერთობის წარმოშობა არაა მათ ნებაზე დამოკიდებული]

·        ასევე,საოჯახო ურთიერთობების „შეწყვეტა’’ ძირითადად ამ ურთიერთობის მონაწილეების ნების საწინააღმდეგოდ ხდება.

·        „საოჯახო უფლებების’’ სხვაზე გადაცემა „დაუშვებელია’’ .ისინი კონკრეტულ პირებთან არის დაკავშირებული.

·        შეუძლებელია „საოჯახო უფლებებსა და მოვალეობებზე’’ უარის ტქმა[!]

·        საოჯახო უფლებები და მოვალეობები მხოლოდ ფიზიკურ პირებს აქვთ,

·        საოჯახო უფლებების და მოვალეობების დროის განსაზღვრული მონაკვეტით შემოფარგვლა დაუშვებელია.

·        ამრიგად, ტთუ „სხვა სახის ქონებრივ და პირად ურთიერთობებში’’ „კერძო ავტონომიას’’ და“პირად ტავისუფლებას’’ განმსაზღვრელი მნიშვნელობა ენიჭება, „საოჯახო ქონებრივ და პირად ურტიერტობებს’’ უმეტესად  „აბსოლუტური’’ ხასიათი გააჩნიატ და მათი[საოჯახო ურტიერტობების] მონაწილეების „ნება’’ გადამწყვეტი იურიდიული მნიშვნელობის არ არის.

·        აქედან გამომდინარე,“საოჯახო სამართალი’’ უფრო საჯარო ხასიატისაა,ვიდრე„სხვა სახის ქონებრივ და პირად ურთიერთობათა’’  მარეგულირებელი ნორმები.

·        ამრიგად,“საოჯახო სამართალი ‘’ არეგულირებს  ან „ქორწინების’’,ან „ნატესაობის’’ ,ან „შვილად აყვანის’’ ,ან „ბავშვის არსაზრდელად მიღების’’,ან „მეურვეობის’’ ,ან „მზრუნველობის დაწესების’’  -საფუძველზე[!]  „ოჯახის წევრებს’’ შორის ,აგრეთვე „ოჯახის წევრებსა“ და „სხვა პირებს’’ შორის  წარმოშობილ  „პირად ‘’ და „ქონებრივ’’ ურთიერთობებს [ეს არის „საოჯახო სასამართლის’’ საგანი - საზეპირო.]

 

ა)“ოჯახის წევრებს’  შორის „პირადი ურთიერთობები’’

·        „ოჯახის წევრებს’’ შორის სხვადდასხვა „პირადი,“ქონებრივი’’ და „არაქონებრივი’’ ხასიათის ურთიერთობები წარმოიშობა.

·        „ოჯახის წევრებს’’ შორის „პირადი ურთიერთობების’’  საფუძველი უნდა იყოს სიყვარული,ერთგულება,ურთიერთპატივისცემა,მეგობრობა,თანასწორობა და სხვა.

·        „ოჯახის წევრებს’’ შორის „პირადი ურთიერთობების’’  უმეტესობა არ ექვემდებარება სამარტლებრივ ზემოქმედებას და არ წარმოადგენს არამცთუ „საოჯახო სამარტლის’’,არამედ არც ერთი  სხვა სამართლებრივი ინსტიტუტის რეგულირების საგანს.

·        „ოჯახის წევრებს’’ შორის „პირადი ურთიერთობები’’ ძირითადად  „ზნეობრივი ნორმების’’ რეგულირების სფეროს განეკუტვნებიან.

·        „პირად ურთიერთობებში’’ სამართლებრივი რეგულაციების შეტანა დადებით ეფექტს ვერ აღწევს და უმეტეს შემთხვევაში ამ „პირადი ურთიერთობების’’ გარტულებასაც იწვევს.

·        „პირად ურთიერთობათა’’ მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილი [რომლებსაც“საზოგადოებრივი’’ და „სახელმწიფოებრივი’’ მნიშვნელობაც გააჩნია] წარმოადგენს სამართლებრივი რეგულირების სფეროს.

·        სწორედ ამიტომაა,რომ „საოჯახო სამართალში’’ სულ რამოდენიმე მუხლი ეთმობა  მეუღლეთა შორის:  „გვარის’’,“საცხოვრებელი ადგილის’’,“პროფესიის’’ და „შვილების აღზრდის’’ საკითხებს.

·        „ოჯახის სხვა წევრების’’ შ ურტიერთობებშიც მცირეა“პირადი’’ხასიათის  სამარტლებრივი კავშირი.

·        მიუხედავად ამისა, სწორედ „პირადი არაქონებრივი ურთიერთობები’’ წარმოადგენს „ოჯახის შექმნის’’ და „არსებობის’’ ძირითად წინაპირობას და ამიტომ, მნიშვნელობის მიხედვით „ოჯახის წევრებს შორის პირად ურთიერტობებს’’ პირველხარისხოვანი მნიშვნელობა ენიჭება.

 

ბ)“ოჯახის წევრებს’  შორის „ქონებრივი  ურთიერთობები’’

·        ოჯახის წევრებს შორის წარმოშობილი „ქონებრივი ურთიერთობების’’ სამართლებრივი რეგულირება განპრობებიულია მათი „საზოგადოებრივი’’ და „ეკონომიკური’’ მნიშვნელობით.

·        „ოჯახი’’[როგორც სოციალური ფენომენი] უნდა ატარებდეს“სტაბილურ ‘’ ხასიატს,არ უნდა იყოს  დამოკიდებული „მეუღლეთა ‘’ აგრეთვე „ოჯახის სხვა წევრთა’’  ემოციებზე.

·        „მეუღლეთა ‘’ აგრეთვე „ოჯახის სხვა წევრთა’’   „ქონებრივი უფლება -მოვალეობები’’ „საზოგადოების’’ და „სახელმწიფოს’’ ინტერესებსაც ეხება[!]

„მეუღლეწების ურთიერთრჩენის ვალდებულება’’,“მშობლებსა და შვილებს შორის საალიმენტო ურტიერტობები’’,“ოჯახის წევრტა ქონებრივი სტაუსის განსაზღვრა’’ -სწორედ ამიტომ ექცევა „სამართლებრივი რეგულირების’’ სფეროში.

·        წინააღმდეგ შემთხვევაში  საზოგადოებას უნდა ეკისრა მთლიანად „ოჯახში’’ წარმოქმნილი ქონებრივი პრობლემების მოგვარება.

·        უკანასკნელ პერიოდში,სულ უფრო იზრდება „საოჯახო ქონებრივი ურტიერთობების ‘’  სამარტლებრივი რეგულირების მნიშვნელობა.

·        მკვიდრდება ისეტი მექანიზმები,რომლებიც მეუღლეტა ქონების სტაბილურობის ეკონომიკურ-სახელშეკრულებო გარანტიებს უზრუნველყოფენ,ოჯახის წევრტა ქონებრივი დამოუკიდებლობის მეტი შესაძლებლობები იქმნება

·        მაგრამოჯახის სიმტკიცე და დანიშნულება,მხოლოდ „პირად ურტიერთობათა’’ სიწრფელეზეა დამოკიდებული.

 

საოჯახო სამართლის ადგილი სამოქალაქო სამართლის სისტემაში.

 

·        „საოჯახო ურტიერთობატა“ შინაარსის ანალიზი ,მატი სამართლებრივი რეგულირების თავისებურებანი იმაზე მეტყველებს ,რომ „საოჯახო სამართალი’’ არასდროს ყოფილა „სამარტლის დამოუკიდებელი დარგი’’

·        „საოჯახო სამარტლის’’ მიერ დარეგულირებული „ურთიერთობები’’ „სამოქალაქო ურთიერთობატა’’ ნაირსახებაა.

·        „საოჯახო სამართალი’’ უნდა ჩაითვალოს „სამოქალაქო სამარტლის’’ დამოუკიდებელ ინსტიტუტად.

·        „საოჯახო სამართალი’’ თავის მხრივ მოიცავს რამდენიმე ერთმანეთის განმაპირობებელ მცირე ინსტიტუტს:

a.      ქორწინება

b.      განქორწინება

c.      ოჯახი

d.     მეურვეობა

e.      მზრუნველობა

f.       მხარდაჭერა

·        „საოჯახო ურთიერთობები’’ სამოქალაქო სამარტლის რეგულირების სფეროს წარმოადგენს ,ამიტომ „რეგულირების მეტოდიც’’ საერთოა სამოქალაქო სამარტლის ყველა ინსტიტუტისა და მატ შორის“საოჯახო სამართლისტვისაც’’

·        „მხარეთა’’ „იურიდიული თანასწორობა’’ მაშინაც კი სახეზეა,როცა მშობლები თავიანთი არასრულწლოვანი შვილების მიმარტ გარკვეული“ძალაუფლებითი ელემენტების’’ გამოყენებით სარგებლობენ.ანუ ასეთი  ურთიერთობაც კი არ ხელყოფს მშობლებისა და შვილების სამართლებრივ  თანასწორობას.

·        „საოჯახო ურთიერთობათა’’ სამართლებრივი რეგულირების მეთოდების შინაარსში არსებითი ხასიათის ცვლილებები არ შეაქვს „სხვა სახის ინსტიტუციონალური კომპონენტების წინა პლანზე წამოწევასაც’’

·        მაგ. „სამოქალაქო სამართლის საერთო პრინციპების ‘’ პარალელურად „საოჯახო სამართლისთვის’’ დამახასიათებელი პრინციპების [„ქორწინების სახელმწიფო რეგისტრაცია“,“ქორწინების და განქორწინების თავისუფლება“,“ერთქორწინების განმტკიცება’’,“ ოჯახის წევრთა უფლებების თანაბარმნიშვნელოვნად დაცვა და სხვა]

 

 

განხორციელება მაინც „სამოქალაქო-სამართლებრივი რეგულირების საერთო ჩარჩოში მიმდინარეობს .

·        ამიტომ,“საოჯახო სამარტლის ‘’ აღიარება „სამოქალაქო სამართლის ერტ-ერთ მნიშვნელოვან შემადგენელ ნაწილად და „სპეციფიკურ ინსტიტუტად’’,ლოგიკურ კანონზომიერებას წარმოადგენს.

 


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები