2.2.იურიდიული ფაქტები-საოჯახო -სამართლებრივ ურთიერთობებში

 

  

·        საოჯახო -სამართლებრივ ურთიერთობები წარმოიშობა არა „ხელსაეკრულებების’’,ან „დელიქტების’’ საფუძველზე,არამედ „იურიდიული ფაქტების’’ საფუძველზე

·        „იურიდიული ფაქტები’’-საოჯახო -სამართლებრივ ურთიერთობებში იყობა „მოქმედებებად’ და „ხდომილებებად’[შენიშვნა:  „მოქმედებები’’ დაკავშირებულია ურთიერშობაში  მყოფი „სუბიექტების’’ „ნებასთან’’,“ხდომილებები’’ კი -არ არის დაკავსირებული მატ „ნებასტან’’]

·        „მოქმედებები’’ თავის მხრივ იყოფა : ა) „საოჯახო -სამართლებრივ აქტებად’’ და ბ)“საოჯახო-სამარტლებრივ  ქცევებად’’

 

„მოქმედებები’’

 

ა) „საოჯახო -სამართლებრივ აქტები’’

·        „საოჯახო -სამართლებრივ აქტები’’  ისეთი „მოქმედებებია’’,რომლებიც სპეციალურადაა მიმარტული კონკრეტული „სამართლებრივი შედეგების’’ მისაღწეად.

·        „საოჯახო -სამართლებრივ აქტებს’’ მიეკუთვნება:  ა)“ქორწინება’’ ბ)“მამობის აღიარება’’, გ)“საქორწინო ხელშეკრულების დადება’’ დასხვა

·        ზოგიერთი „მოქმედება’’ დამოუკიდებლად არ იწვევს „სამართლებრივ სედეგ’’,მაგრამ ხელს უწყობს ამ „შედეგის’’ დადგომას[მაგ. „მეუღლის თანხმობის გამოხატვა მეორე მეუღლის მიერ ბავშვის შვილად აყვანისას].ამიტომ,ასეთი „ხელსემწყობი მოქმედებებიც’’ უნდა ჩავთვალოთ „საოჯახო -სამართლებრივ აქტებად’’

·        „საოჯახო -სამართლებრივ აქტები’’    სამოქალაქო-სამარტლებრივი „გარიგებებია’’,მაგრამ მათ  „თავისებურებები’’ ახასიათებთ

 

„საოჯახო -სამართლებრივ აქტების’’    [როგორც სამოქალაქო-სამარტლებრივი „გარიგებების’  ]თავისებურებები:

 

a.   „საოჯახო სამართალში’’ „გარიგებების უმეტესობა „ცალმხრივი’’ ხასიათისაა. სამოქალაქო-სამარტლებრივი „გარიგებების’’  უმრავლესობა კი „ორმხრივ გარიგებებს’’ –„ხელსეკრულებებს’’ ეფუძნება.“ხელშეკრულებები’’ „საოჯახო სამარტალშიც ‘’ გვხვდება და ზოგჯერ „წმიმდა სამოქალაქ-სამარტლებრივი ‘’ ფორმით[მაგ.“საქორწინო ხელსეკრულება’’ .ან „შეთანხმება ალიმენტის გადახდის თაობაზე’’,მაგრამ მათში გამოხატულია“საოჯახო ურთიერთობების მონაწილეების’’ „ერთიანი[საერთო]  მიზნისკენ სწრაფვა’’ [მაგ. „მეუღლეთა მიერ საცხოვრებელი ადგილის არჩევა’’[საქორწინო ხელსეკრულებაში] ,“ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებული საკიტხების ურთიერთშეთანხმებით გადაწყვეტა’’[საქორწინო ხელშეკრულებაში] ; სამოქალაქო-სამარტლებრივი ხელშეკრულებები კი უმეტესად მათ მონაწილეთა“სხვადასხვა ინტერესისკენ’’ მიმართული „ურთიერთშეთანხმებულ ნებათა გამოვლენაა’’

b.  საოჯახო -სამართლებრივი   გარიგებების უმეტესობისთვის დამახასიატებელია „სპეციფიკური ფორმა]’’[ მხოლოდ“საქორწიმო ხელშეკრულებაშია’’ „კლასიკური სახით’’ „სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულების ნიშნები]; საოჯახო -სამართლებრივი   გარიგებების ერთი ნაწილი იდება“სახელმწიფო სარეგისტრაციო ორგანოებში’’[მაგ. აუცილებელია „ქორწინების’’,“შვილად აყვანის’’,“მამობის აღიარების’’ და  „ საოჯახო-სამართლებრივ გარიგებათა’’ -რეგისტრაცია[!] , „სხვა’’   „ საოჯახო-სამართლებრივ გარიგებები’’ კი შეიძლება „სამოქალაქო სამართალში’’ ცნობილი „ნებისმიერი ფორმით’’ იქნეს დადებული[!]

c.   საოჯახო -სამართლებრივი   გარიგებების უმეტესობა „პირად არაქონებრივ ურთიერთობებს’’ ეხება.მაშინ როცა“სამოქალაქო -სამარტლებრივი ხასიატი’’ „სხვა გარიგებები’’ ძირითადად „ქონებრივ-სამართლებრივი ურთიერთობების’’ წარმოშობას ედება საფუძვლად.[შენიშვნა: „საოჯახო სამართალში’’“პირად არაქონებრივ ურთიერტობებს’’ სტაბილური ხასიატი არ გააჩნია და უმეტესად „ქონებრივ ურტიერტობებთამ’’ ერტად წარმოიშობა ]

 

ბ)“საოჯახო-სამართლებრივ  ქცევები’’

 

·        როგორც უკვე აღვნიშნეთ, მართლზომიერი „მოქმედების’’ მე-2 „სახეს’’ წარმოადგენს“საოჯახო-სამართლებრივი  ქცევა’’

·        „საოჯახო-სამართლებრივი  ქცევაც’’  „ნებელობითი ‘’ ხასიატისაა,მაგრამ  „გარიგებისგან’’ განსხვავებიტ არ არის  „სპეციალურად’’ მიმართული „საოჯახო-სამართლებრივი ურთიერთობის’’  ა) წარმოშობის ,ბ)შეცვლის ან გ) შეწყვეტისაკენ,თუმცა გარკვეულ „სამართლებრივ შედეგებთან’’ მაინც არის დაკავშირებული.

·        „საოჯახო-სამართლებრივი  ქცევა’’ [ანუ „იურიდიული მნიშვნელობის მქონე ქცევა’’] შეიძლება იყოს „ერთჯერადი’’ ,ან „სისტემატური’’

·        „ერთჯერადი’’ „საოჯახო-სამართლებრივი  ქცევის’’ მაგალითია,როცა „ერთი მეუღლე’’ მნიშვნელოვან სახსრებს გაიღებს „მეორე მეუღლის’’ საკუტრებაში არსებული ქონების კაპიტალური შეკეტებისტვის,რაც შეიძლება ამ ქონებაზე „მეუღლეტა ტანაზიარი საკუტრების’’ უფლების წარმოშობის „ საოჯახო სამართლებრივი საფუძველი ‘’ გახდეს

·        „ერთჯერადი’’ „საოჯახო-სამართლებრივი  ქცევა’’  იშვიათია უმეტესად „საოჯახო სამართლის სუბიექტებ’’ „„საოჯახო-სამართლებრივი  ქცევებს’’   „სისტემატურად’’ ახორციელებემ[!]

·        სისტემატური’’ „საოჯახო-სამართლებრივი  ქცევის’’ მაგალითია  „ფაქტობრივი აღმზრდელების’’ [ბებიის, დედინაცვლის,მამინაცვლის] მოქმედებანი „ბავშვის აღზრდასთან“ დაკავშირებით,რაც „მათი აღზრდილთაგან „სარჩოს“ მიღების უფლებას წარმოშბს’’

·      სისტემატური’’ „საოჯახო-სამართლებრივი  ქცევად’’ ითვლება: ა)  „ერთად ცხოვრება და საოჯახო მეურნეობის წარმოება’’  და ბ)““ბავშვის აღზრდაში ან რცენაში მონაწილეობის მიღეება’’

·      ეს „საოჯახო სამართლებრივი ქცევებიც’’ „იურიდიული მნიშვნელობის მქონეა და იწვევს სათანადო „სამარტლებრივშ’’

 

 

ხხხხხ

 

„ხდომილებები’’

 

·        „საოჯახო სამართლებრივ ურთიერთობათა’’ ა)წარმოშობა ,ბ) შეცვლა, ან გ) შეწყვეტა   „მოქმედებებიის’’ გარდა შეიძლება დაკავშირებული იყოს „ხდომილებებთანაც’’

·        ხდომილებები-,“საოჯახო სამართლის სუბიექტების’’ „ნებისგან’’ დამოუკიდებელი „ფაქტობრივი გარემოებებია’’ .[„იურიდიული ფაქტებია’’]  ისინი მნიშვნელოვან როლს ასრულებენ[!]

·        მაგ. მხოლოდ „სიკვდილი’’ [„ხდომილება’’  ანუ  „იურიდიული ფაქტი’’]  წარმოადგენს სისხლით ნატესავებს შორის“საოჯახო სამარტლებრივი ურთიერთობების ‘’ „შეწყვეტის’’    იურიდიულ საფუძველს[!]

·        „ხდომილებებიდან’’[ანუ „იურიდიული ფაქტებიდან’’ ] გამომდინარე „უფლებების და მოვალეობების’’ „ შეწყვეტა’’  არაა დამოკიდებული „სამარტთლებრივ ურთიერთობათა სუბიექტების ‘’ „ნებაზე’’

·        სწორედ, ამიტომ „არავითარი იურიდიული მნიშვნელობა არ აქვს მშობლების „შეთანხმებას’’ „ალიმენტის გადახდაზე უარის თქმის შესახებ’’,რადგან „საალიმენტო სამართლებრივი ურთიერთობა’’ „წყდება’’ მხოლოდ ბავშვის მიერ კანონით დადგენილი ასაკის 18 წელი] მიღწევის მომენტიდან [!]

„ვადები’’

·        „ხდომილებათა’’ ნაირსახეობად მიჩნეულია „ვადები’’

·        „ვადებთამ’’,[როგორც „იურიდიულ ფაქტებთან’’] ხსირად დაკავშირებულია „სამარტლებრივი შედეგები’’[!]

·        უმეტესად  ეს „სამარტლებრივი შედეგები’’ ატარებენ „იმპერატიულ’’[სავალდებულო] ხასიათს და „საოჯახო -სამართლებრივი ურთიერთობის  მონაწილეტა[სუბიექტთა] ‘’ „შეთანხმებიტ’’ შეუძლებელია  ამ „სამართლებრივი შედეგების’’ შეცვლა.

·        „საოჯახო სამართალში’’ მნიშვნელოვანია :

a.      „ხანდაზმულობის ვადები’’

b.      „საოჯაო-სამართლებრივ  უფლება-მოვალეობატა წარმოშობის ვადები[მაგ.“პირის გარდაცვალებიდან 10 თვის ვადაში ბავშვის დაბადებისას,ამ პირის მამად აღიარების პრეზუმფცია’’]

c.      „საოჯაო-სამართლებრივ  უფლება-მოვალეობათა  შეწყვეტის ხელისშემშლელი ვადები’’[მაგ.“ცოლის ორსულობის პერიოდსში და ბავშვის გაჩენიდან ერთი წლის განმავლობაში ქმრისტვის „განქორწინების შესახებ’’ სარჩელის სასამართლოში წარდგენის შეუძლებლობა’’]

d.     და სხხვა „ვადები’’

 

ხხხხხხხხხხხხხხ

„იურიდიული ფაქტების’’  კლასიფიკაცია „სამართლებრივი შედეგების’’ მიხედვით

 

·        „იურიდიული ფაქტები’’ „სამარტლებრივი შედეგების’’ მიხედვით[რომლებსაც  ისინი იწვევენ]  შეიძლება იყოს: ა)“უფლებაწარმომშობი’’, ბ)“უფლებააღმდგენი გ)“უფლებაშემცვლელი’’ და დ)“უფლებაშემწყვეტი’’

 

ა) „უფლებაწარმომშობი’’ –„იურიდიული ფაქტები’’[ანუ „ფაქტობრივი გარემოებები’’]

·        „უფლებაწარმომშობია’’ ისეთი „ფაქტები’’ ,რომლებთანაც დაკავშირებულია „საოჯახო სამართლებრივ ურთიერთობათა ‘’ „წარმოშობა’’[მაგ. „ქორწინება’’,“ბავშვის დაბადება’’,“შვილად აყვანა’’]

) „უფლებაღმდგენი’’ –„იურიდიული ფაქტები’’[ანუ „ფაქტობრივი გარემოებები’’]

·        „უფლებააღმდგენია’’ ისეტი „ფაქტები’’ ,რომლებიც „საფუძვლად ედება’’  ადრე არსებული უფლებების აღდგენას[მაგ. „მშობლის უფლებების აღდგენა’’ ან “მშობლის უფლებების შეზღუდვის გაუქმება’’]

 

) „უფლებაშემცვლელი’’ –„იურიდიული ფაქტები’’[ანუ „ფაქტობრივი გარემოებები’’]

 

·        „უფლებაშემცვლელია ’’ „საოჯახო სამარტლის სუბიექტის’’ ან  „ამ სუბიექტის ქონების სამარტლებრივი მდგომარეობის’’ „შეცვლის’’ ფაქტები[მაგ. „მცირეწლოვანი ბავშვის „მეურვეობიდან ‘’ „მზრუნველობაში გადასვლა’’ ,ან „ქონებისთვის მეურვის დანიშვნა’’,ან „მშობლის უფლების ჩამორთმევა’’]

 

) „უფლებაშემწყვეტი’’ –„იურიდიული ფაქტები’’[ანუ „ფაქტობრივი გარემოებები’’]

 

·        „უფლებაშემწყვეტი’’ –„იურიდიული ფაქტების’’ „საფუძველზე ‘’ ხდებაკონკრეტული საოჯახო სამართლებრივი ურღიერტობების „შეყვეტა’’[მაგ „უფლებაშემწყვეტი’’ იურიდიული ფაქტებია: „განქორწინება’’, „საოჯახო ურტიერტობატა სუბიექტის გარდაცვალება’’,“შვილად აყვანის გაუქმება’’]

·        ერტთი და იგივე „იურიდიული ფაქტები’’ შეიძლება „საფუძვლად’’ დაედოს „ერთი სახის სამართლებრივი ურთიერთობის’’  „ წარმოშობას’’ , „მეორე  სახის სამართლებრივი ურთიერთობის’’   „შეცვლას’’ და „„მე-3 სახის  სახის სამართლებრივი ურთიერთობის’’  შ“შეწყვეტას’’

·        მაგ.“შვილად აყვანის’’ დროს,“მშვილებელსა’’ და „ნაშვილებს’’ შორის  ა)„წარმოიშობა“ მშობლიურთან გატანაბრებული უფლება-მოვალეობები,ბ)“იცვლება’’  „ნაშვილების სახელი და გვარი,დაბადების ტარიღი და ადგილი, გ)“წყდება’’ სამართლებრივი ურთიერთობანი „გაშვილებულსა’’ და „ბიოლოგიურ მშობლებს’’ შორის

 

 

ხხხ

 

„საოჯახო სამარტლებრივი ურთიერთობის ‘’ „სუბიექტის’’ „თვისებრივი მდგომარეობა’’

 

·        „იურიდიული ფაქტების’’ მსგავსად  საოჯახო „სამართლებრივ შედეგებთან’’ შეიძლება დაკავშირებული იყოს „სუბიექტის მდგომარეობა’’[რომელიც „გარკვეული პერიოდის განმავლობაში’’ ან „მუდმივად’’ განსაზღვრავს „სუბიექტის  ცხოვრებისეულ გარემოებებს’’]

·        „სუბიექტის მდგომარეობა’’ ზოგჯერ უშუალოდ არის დაკავშირებული „საოჯახო სამარტლებრივი ურთიერტობის’’ წარმოშობასთან,შეცვლასტან ,ან შეწყვეტასთან

·        „სუბიექტის მდგომარეობას’’   „ხდომილებათა’’  ნაირსახეობად მიიჩნევენ

·        მაგ. „ბავშვის დაბადება’’ – „მოკლევადიანი’’ ხდომილებაა

·        „ორსულობა’’,“შრომისუუნარობა’’ ,“არსრულწლოვანება’’ ,“ნათესაობა’’ და სხვა - „გძელვადიანი’’ ხდომილებებია.

·        დაიმახსოვრე: „გრძელვადიან ხდომილებებს’’ -„სუბიექტის თვისებრივი მდგომარეობა’’ ეწოდება’’

·        სუბიექტთან დაკავშირებული ახლო მდგომი „ფაქტების ერთობლიობა’’ ,ხშირად კრებსითი სახელითაც აღინიშნება. ასეთი კრებსითი  ტერმინებია მაგ.  სუბიექტის „ოჯახური მდგომარეობა’’ ან სუბიექტის „მატერიალური მდგომარეობა’’

·        „ოჯახური მდგომარეობა’’ ასახავს იმ კონკრეტულ „ფაქტებს’’ ,რომელებიც  პირის „ოჯახურ პირობებს’’ განსაზღვრავს[მაგ. ვინ არიან  მისი ოჯახის წევრები,მათი ასაკი ,  და სხვა]

·        „მატერიალური მდგომარეობა’’  ასახავს კონკრეტულ „ფაქტებს’’ , რომელებიც  პირის „მატერიალურ  პირობებს’’ განსაზღვრავს[ მაგ. რა ქონებას ფლობს,რა შემოსავალი აქვს,დასაქმებულია თუ უმუშევარი  ]

·        აქედან გამომდინარე ,სასამარტლო,“საალიმენტო ვალდებულების დაკისრებისას’’  ამ გარემოებებზე[ ანუ „ოჯახური მდგომარეობაზე’’  და „მატერიალური მდგომარეობაზე’’] დაყრდნობით იღებს „გადაწყვეტილებებს“.

·        „ოჯახური’’ ან „მატერიალური ‘’ ‘მდგომარეობების’’ „შეცვლა’’[ „ოჯახის წევრის გარდაცვალება“,ან პირის „მატერიალური მდგომარეობის გაუარესება“] შეიძლება „საფუძვლად დაედოს „სალიმენტო ვალდებულების’’  „შეცვლას’’ [მაგ. შეცირებას]  ან „მოსპობას’’

·        “სუბიექტის თვისებრივი მდგომარეობის’’ [„გრძელვადიანი ხდომილებების’’] ამსახველი  ცალკეული ფაქტებ „კონკრეტული უფლების’’ წარმოშობაზე „წინააღმდეგობრივ’’[ანუ [ხელისშემშლელ][დამაბრკოლებელ] ზემოქმედებას ახდენს ;

·        მაგ. „დაქორწინების’’ ფაქტი ,დაქორწინებული პირისთვის ადრინდელთან შედარებით[როცა დაქორწინებული არ იყო] განსხვავებულ „ოჯახურ მდგომარეობას’’ გულისხმობს და  ეს „ფაქტი’’ „სხვასთანქორწინებისატვის’’ – „დამაბრკოლებელ გარემოებად’’ ითვლება.

·        „დამაბრკოლებელი გარემოებების’’ სხვა მაგალითები: ა) „არ შეიძლება არასრულწლოვანი პირი იყოს მშვილებელი’’ ,ბ)“ქმარს არ შეუძლია განქორწინება მოთხოვოს ცოლს ორსულობის პერიოდში’ მისი თანხმობის გარეშე’’ და სხვა

·        დაიმახსოვრე:   “სუბიექტის თვისებრივი მდგომარეობათა’’   უმეტესობა   მხოლოდ „სხვა“ფაქტობრივ გარემოებებთან’’ ერთობლიობაში ავლენს თავის „სამართლებრივ’’ მნიშვნელობას და ამით ხელს უწყობს ამა თუ იმ „სამართლებრივი შედეგის’’ დადგომას.

·        ანუ ესა თუ ის  “სუბიექტის თვისებრივი მდგომარეობა’’  „დამოუკიდებლად’’ არ/ან ვერ წარმოშობს ამა თუ იმ კონკრეტულ  „სამართლებრივ შედეგს’’ ,არამედ  მხოლოდ გამოხატავს  „ოჯახის წევრთა’’ შორის არსებულ „საზოგადოებრივ  ურთიერთობას’’

 

 

„ნათესაობა’’ და „მოყვრობა’’

 

·        საოჯახო-სამარტლებრივი ურთიერთობების „სუბიექტის თვისებრივი მდგომარეობის’’   მკაფიო გამოხატულებსა წარმოადგენენ „ნათესაობა’’ და „მოყვრობა’

„ნათესაობა’’- ცნება

 

·        „ნათესაობა’’ არის სისხლით კავშირი იმ პირებს შორის,რომლებიც „ერთმანეთისგან’’ ან  „ერთი წინაპრისგან’’ არიან წარმოშობილი[ცნება-საზეპიროდ]

·        განასხვავებენ „ნათესაობის ხაზს’’ და „ნათესაობის ხარისხს’’

 

ა) „ნათესაობის ხაზი’’

·        „ნათესაობა’’-„პირდაპირი ხაზისაა’’ ,როცა პირები ერთმანეტისგან არიან წარმოშობილი.

·        „პირდაპირი ნათესაობა’’ –„აღმავალია’’,როცა იგი „შთამომავლობიდან’’ „წინაპრისკენ’’ მიემართება.მაგ  „ნათესაობის პირდაპირი  აღმავალი  ხაზია’’: შვილიშვილი-შსვილი-მამა- პაპადა ა.შ.

·        „პირდაპირი ნათესაობა’’-„დაღმავალია’’თუ ხაზი წინაპიდან შტამომავლობისკენ მიემართება. მაგ.“ნათესაობის პირდაპირი  დაღმავალი  ხაზია’’: პაპა-მამა-შვილი-შვილიშვილი

·        „ნატესაობა’’-„გვერდითი შტოსია’’ ანუ „გვერდითი ხაზისაა’’,როცა „საერთო’’ წინაპრისგან მომდინარეობს

·        მაგ. „ნათესაობის გვერდითი  ხაზია’’: ძმები,დები,ბიძაშვილები,დეიდაშვილები,

მამიდაშვილები და ა.შ.

·        ამასთან,არა აქვს მნიშვნელობა დებსა და ძმებს ორივე მშობელი ჰყავთ საერთო თუ -ერთი.მათი „სამართლებრივი მდგომარეობა’’ ერთნაირია [!]

ბ) „ნათესაობის ხარისხი’’

·        „ნათესაობის სიახლოვე’’ იზომება „ნათესაობის ხარისხით’’

·        პირთა „ნათესაობის ხარისხი’’   „დაბადებათა იმ რაოდენობით’’ განისაზღვრება,რომლებიც ამ პირებს ერთმანეთტან აკავშირებთ.

·        „ნათესაობის ხარისხის’’ ეს „რომაული სისტემა’’ ტავის დროზე „განიალურ აღმოჩენად იქნა მიჩნეული

·        „ნათესაობის ხარისხის’’ განსაზღვრის დროს „წინაპრის დაბადება’’ მხედველობაში არ მიიღება[!]

·        მაგ,“მამა და შვილი’’ „პირველი ხარისხის’’  „ნათესავები’’ არიან. ასეთი „ნათესაობის’’ წარმოსაშობად საკმარისია „ერთი  დაბადება“.[შვილისა][მამის დაბადება მხედველობაში არ მიიღება]

·        „პაპა და შვილიშვილი’’ „მეორე ხარისხის’’ ნათესავები არიან,რადგან მათ აკავშირებთ „ორი დაბადება’’- ჯერ შვილისა,შემდეგ კი- შვილიშვილისა.[თავად პაპის დაბადება მხედველობაში არ მიიღება]

·        „ბიოლოგიური და-ძმა’’ – „მეორე ხარისხის ‘’ „გვერდითი ნათესავები’’ არიან- მათი „ნათესაობისთვის ‘’ აუცილებელია „ორი დაბადება’’- დისა და ძმისა.[ და- ძმის მშობლების დაბადება მხედველობაში არ მიიღება]

·        „ბიძა და ძმისშვილი’’- „მესამე ხარისხის’’ „ნათესავები’’ არიან. მათი „ნათესაობისთვის ‘’ აუცილებელია „სამი  დაბადება’’ –„ბიძის’’ ,მისი „ძმის’’ და „ძმისშვილის’’ [„ბიძის’’ და მისი „ძმის’’ მშობლების დაბადება მხედველობაში არ მიიღება]

 

·        „ბიძაშვილები’’,“დეიდაშვილები’’ ,“მამიდაშვილები’’- „მეოთხე ხარისხის’’  „ნათესავები არიან’’,რადგან მათი „ნათესაობისთვის ‘’ აუცილებელია „ოთხი  დაბადება’’  და ა.შ.

 

 

·        „ნათესაობა’’ ბიოლოგიური ცნებაა.მასში გამოხატულებას პოულობს ადამიანის „ბუნებრივი’’ წარმოშობა

·        „ნათესაობა’’ –„სისხლით კავშირის’’ დადასტურებაა.

·        „ნათესაობას’’- როგორც „ბიოლოგიურ მოვლენას’’ სახელმწიფო „სამარტლებრივ ხასიათს’’ აძლევს

·        დაიმახსოვრე: „საოჯახო სამართალში’’ „იურიდიული ფაქტის’’ მნიშვნელობა გააჩნია- „ახლო ნათესაობას’’

„ახლო ნათესაობა’’

·        „ახლო ნათესავებად’’ ითვლებიან : „პირდაპირი ხაზის’’ „პირველი და მეორე ხარისხის’’ „ნათესავები’’ ,

·        ანუ„ახლო ნათესავებად’’ ითვლებიან  : ა) „მშობლები და შვილები’’[ „პირდაპირი ხაზის  პირველი ხარისხის ნათესავები] და ბ) „პაპა-ბებია და შვილიშვილები’’[„პირდაპირი ხაზის მე-2 ხარისხის ნათესავები]

·        „ნათესაობის ხარისხის’’[„მატესაობის სიახლოვის’’] მიხედვით განისაზღვრება „ბავშვის რჩენის ვალდებულების შესრულების რიგითობა’’[!]

დაიმახსოვრე: „ბავშვის რჩენის ვალდებულება’’  პირველ რიგში მის  „მშობლებს’’ ეკისრებათ,ხოლო მერე რიგში „პაპა-ბებიას’’ და მშობლების „და-ძმას’’  თუ მშობლებისგან „სარჩოს’’ მიღების შესაძლებლობა არ არსებობს.

·        „ახლო ნათესავებად’’ ითვლებიან    გ) „ბიოლოგიური დები და ძმები ‘’ [მათი „ახლო ნატესავებად’’ მიჩნევის სისწორე იმითაც დასტურდება,რომ მათშორის „ქორწინება’’ აკრძალულია]

·        საოჯახო სამართლებრივ ურთიერთობათა’’   „სუბიექტებს’’  არ წარმოადგენენ „სხვა ხარისხის’’[ანუ მე-3 ,მე-4 ხარისხის და ა.შ. ]  ნათესავები.

·        მაგ.“საოჯახო სამარტლის’’ ნორმებით არ რეგულირდება „ბიძაშვილებს’’ ან „დეიდაშვილებს’’ შორის წარმოშობილი ურთიერტობები.

·        მაგ.“საოჯახო სამარტლის’’ ნორმებით არ რეგულირდება „წინაპარსა’’ და „მე-3 ხარისხის’’ „შთამომავალს’’ შორის წარმოშობილი „ქონებრივი’’ ან „პირადი’’ ურთიერთობები.

·        გმონაკლისის სახით შესაძლებელია „საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობაში’’ მონაწილეობა მიიღოს „შორეულმა ნათესავმა’’[როცა იგი ობიექტური მიზეზების „საფუძველზე’’ დაინიშნება „მშობლის უფლებაჩამორთმეული პირის’’ შვილის „მეურვედ’’ ან „მზრუნველად]

·        მაგრამ ასეტ შემთხვევებს „ეპიზოდური ხასიათი’’ გააჩნიატ და ისინი განმსაზღვრელი არ არის „საოჯახო ურთიერთობებისთვის’’

 

„ჯიში’’ და „ჯილაგი’’

·        „ნათესაობა’’ ერთნაირად განისაზღვრება როგორც „მამის’’,ისე „დედის’’ ხაზით

·        „შვილისათვის’’ ერთნაირი „სამართლებრივი მნიშვნელობისაა’’ „მამის ხაზით ნათესავები’’ და“დედის ხაზით ნათესავები’’

·        „შვილის’’ ერთნაირი „უფლება-მოვალეობები’’ გააჩნია როგორც ერთი,ისე მეორე ხაზის ნათესავებტან ურთიერთობაში.

·        მათ შორის განსხვავება“ყოფაში ‘’ დამკვიდრებული კრიტერიუმებით განისაზღვრება.

·        „მამის ხაზით ნათესაობას’’ –„ჯიში’’ ეწოდება [!]

·        „“დედის ხაზით ნათესაობას’’- კი „ჯილაგი’’[!]

·        „შვილად აყვანისას’’ ,მართალია,“მშვილებელს’’ და „ნაშვილებს’’ ერთმანეთთან არ აკავშირებთ „სისხლით ნათესაობა’’,მაგრამ მატი ურთიერთობა კანონით გათანაბრებულია „პირველი ხარისხის ‘’ სიხლიტ ნატესაობასთან.

·        ეს იმითაც დასტურდება,რომ „ნაშვილებსა’’ და „მშვილებელის’’ ნატესავებს შორის მყარდება „საოჯახო სამარტლებრივი ურთიერთობა’’

 

ნათესაობის’’ დადგენა შესაძლებელია სასამართლო წესით

 

·        „ნატესაობის’’ დამადასტურებელი „დოკუენტების’’ არარსებობის  შემტხვევაში,შესაძლებელია „ნათესაობის’’ დადგენა სასამართლო წესით.

·        „ნათესაობის’’ და მისი „ხარისხის’’  დადგენას დიდი მნიშვნელობა აქვს „კერძო-სამართლებრივი ხასიათის’’  სხვა ინსტიტუტებისთვისაც[  როგორიცაა“დაზღვევა’’,“სოცუზრუნველყოფა’’ და სხვა.]

 

 

„მოყვრობა’’

·        „ნათესაობისგა’’ არსებითად განსხვავდება „მოყვრობის’’ ინსტიტუტი

·        „მოყვრობა’’ არის   ან ა)„ერთ-ერთი მეუღლის’’ ურთიერთობა „მეორე მეუღლის“  „ნათესავებთან“ ან ბ)ურთიერთობა „მეუღლეთა ნათესავებს შორის’’[ცნება-საზეპირო]

·        „მოყვრობა’’ არ ნიშნავს“სისხლით კავშირს’’ ურთიერთობის მონაწილეთა შორის.

·        მოყვრობის’’ წარმოშობის საფუძველს წარმოადგენს“ქორწინება’’[ „ქორწინება’’ ერთმანეთთან აკავშირებს არა მარტო მეუღლეებს ,არამედ მათ ნათესავებსაც][!].ამიტომ ,ზოგჯერ „მოყვრობას’’ „ქორწინებითი ნათესაობის’’  სახედ მიიჩნევენ.

·        მოყვრობა’’ „ქორწინების’’  თანმდევი შედეგია.

·        „მოყვრებს’’ შორის პირველ რიგში აღსანიშნავია: ა) „სიდედრი’’,ბ)“სიმამრი’’ ,გ)“დედამთილი’’,დ)“მამამთილი’’,ე)“სიძე’’,ვ)“რძალი’’, ზ)“მაზლი’’ თ)“მული’’ ი)ცოლისდა კ)ცოლისძმა და ა.შ.

·        „მოყვრობა’’  არ წარმოიშობა მაშინ,როცა არც ერთ მეუღლეს არ ჰყავს ნათესავები.

·        „მოყვრობის’’ „ზრდის’’ ან „შემცირების’’ საფუძველია „მეუღლის ნათესავის’’ „დაბადება’’ ან „გარდაცვალება’’

·        „მოყვრობა’’  არ წარმოადგენს „საოჯახო სამართლის’’ რეგუულირების სფეროს[!]

·        იშვიათ გამონაკლისს წარმოადგენს „დედინაცვალ-მამინაცვალს’’ და „გერებს’’ შორის წარმოშობილი ურთიერთობა.[მათ შორის არსებული „მოყვრობა’’, კანონით გათვალისწინებული პირობების არსებობის შემთხვევაში,“საფუძვლად’’ ედება  „საალიმენტო ურთიერთვალდებულებებს’’]

ყურადღება:

·        ქმარი და ცოლი ერთმანეთის არც „ნათესავები’’ არიან და არც „მოყვრები’’ ,ისინი ერთმანეთთან იმყოფებიან  „ქორწინებაში’’,რომლის საფუძველზეც წარმოიშობა განსაკუთრებული[!] და უნიკალური[!] ურთიერთობა-„მეუღლეობრივი სამართლებრივი ურთიერთობა’’.

 

 

 

 

 

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები