2. საოჯახო ურთიერთობათა განვითარების ძირითადი ეტაპები

 

·        საზოგადოების განვიტარების ადრეულ საფეხურზე ადამიანები „ჯოგებად’’ ცხოვრობდნენ.

·        მათ არ ჰქონდათ მუდმივი საცხოვრებელი ადგილი,სამეტყველო ენა და საკუთრება

·        ჯოგური ცხოვრება მატი ტავდაცვის საშუალებას წარმოადგენდა.

·        ისინი ქმნიდნენ შრომის უმარტივეს იარაღებს,რომლებსაც საკვების მოსაპოვებლად იყენებდნენ

·        გარკვეულ  ეტაპზე ადამიანებმა მოახერხეს ზოოლოგიურიდან საზოგადოებრივ მდგომარეობაში გადასვლა.

·        მიუხედავად ამისა,მათ შორის ადგილი ჰქონდა მოუწესრიგებელ სქესობრივ ურთიერთობებს,არ იყო ჩამოყალიბებული „ქორწინების’’ და „ოჯახის’’ საწყისი ფორმებიც კი

·        ჯოგის ყველა ქალი ყველა მამაკაცს ეკუთვნოდა.სქესტა შორის ურთიერტობა არავიტარ შეზღუდვას არ ცნობდა.

·        შრომის და საბრძოლო იარაღების სრულყოფას მოჰყვა  ფუნქციების დანაწილება სქესისა და ასაკის მიხედვიტ.

·        მამაკაცები ძირიტადად ნადირობდნენ,ქალები მცენარეულ საკვებს მოიპოვებდნენ და საშინაო საქმეებს წარმართავდნენ.

·        ცვალებადი  და ერტმანეთთან სუსტად დაკავშირებული ჯოგების ნაცვლად წარმოიშვა  „გვარები’’ [ „სისხლით ნათესავთა ’’ გაერთიანებები ]  , „თემები ’’ [  „გვართა’’ გაერტიანებები] ,“ტომები’’[ „ტთემთა  ‘’ გაერთიანებები]

·        პირველყოფილტა შორის სქესობრივი ურთიერტობა გამორიცხული იყო მხოლოდ მშობლებსა და შვილებს შორის,წინაპრებს და შთამომავლებს შორის.

·        ცოლქმრული ჯგუფები თაობების[ასაკის]  მიხედვით იქმნებოდა;  ანუ  არსებოდა ხანაზმულთა  ცოლქმრული ჯგუფი   , შუახნის თაობის ცოქმრული ჯგუფი,ახალგაზრდა თაობის ცოლქმრილი ჯგუფი.ამ ჯგუფების წევრები ერთმანეთის ცოლ-ქმარს წარმოადგენდნენ;  ჯგუფფის წევრები -ძმები დები,დეიდაშვილები,ბიძაშვილები ერთმანეთის ცოლ-ქმარი იყვნენ;

·        ოჯახის შემდგომ განვიტარებაში მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო და-ძმებს შორის ცოლქმრული ურტიერტობის აკრძალვა

·        ეს შესაძლებელი გახდა „თემის’’  ახლებური წესით შექმნის საფუძველზე.

ერთი ან რამდენიმე წყება დებისა „ახალი თემის’’ ძირითადი ბირტვი ხდებოდა.

ხოლო მათო ძმები-სხვა „თემისა ’’

·        ახლა ასეთ „თემებში ’’ ჰყავდათ „საერთო ქმრები’’[დებს] და „საერთო ცოლები’’[ძმებს]

·        „საერთო ცოლების’’ ერთობა და „საერთო ქმრების’’  არსებობა „თემური   ოჯახების“ ნიშანდობლივ თავისებურებად გადაიქცა

·        ასეთ“ თემურ ოჯახებში’’ უკვე აღარ შედიოდნენ ქმრების დები და ცოლების ძმები.

·        „საერტრო ცოლებს და „საერთო ქმრებს’’ ერთმანეთი „კომპანიონებად’’ მიაჩნდათ.

·        „ცოლების’’ ან „ქმრების’’  „სისხლით ნათესაობა’’  თემში მათი „გვარის’’ დამკვიდრებისათვის ხელსაყრელ პირობებს ქმნიდა.

·        თუმცა,“საერტო ქმრების’’ არსებობისას შეუძლებელი იყო ბავშვის მამის დაგენა

·        ამიტომ, ბავშვის წარმოშობა დედის მეშვებით განისაზღვრებოდა. ბავშვიც დედის „გვარს’’ მიეკუთვნებოდა.

·        მართალია საერთო „თემურ [ჯგუფურ] ოჯახში’’ ყველა ბავშვი ნებისმიერ ცოლს თავის შვილად მიაჩნდა,თუმცა ,ამავე დროს თითოეულ მატგანს თავისი ღვიძლი შვილების სხვებისგან განსხვავებაც შეეძლო.

·       

·        „თემურ ოჯახში’’  „საერთო ცოლების’’ განსაკუტრებულმა მდგომარეობამ შვილების აღზრდის და საოჯახო მეურნეობის წარმარტვის სფეროში,ქმრებთან შედარებით მათმა ფუნქციონალურმა პრიორიტეტმა განსაზღვრა „ჯგუფური ოჯახის’’ საწყის ეტაპზე-„მატრიარქატის’’ არსებობა.

·        მატრიარქატი განვითარებამ საფუძველი დაუდო „ჯგუფური ოჯახიდან’’ „წყვილად ოჯახებზე’’ გადასვლის პროცესს.

·        „დაქორწინების’’ ინიციატორი გახდა ქლი. მან დაიწყო მამაკაცის- ქმრის არჩევა.

·        გაჩნდა პრიმიტიული საქორწინო ცერემონიალის ფორმებიც.

·        ქალის ასეთი აქტიურობა სრულებითაც არ ნიშნავდა მისი თავისუფლებისა და უპირატესობის აღიარებას. უბრალოდ,პირველყოფილი ადამიანი დაბეცავებული იყო არსებობის სიძნელით და ამ სიძნელის დაძლევაში ქალს მეტი ჯაფა და ტვირთი ეკისრებოდა.

·        „წყვილად ქორწინებაზე’’ გადასვლა ჯერ კიდევ არ ნიშნავდა „ინდივიდუალური ოჯახების’’ შექმნას ეს მოგვიანებით მოხდა.

·        „წყვილადი ქორწინების’’ დამკვიდრების პარალელურად კვლავ რჩებოდა „ჯგუფური ქორწინებების’’ გადმონაშთები: „მრავალქმეიანობა’’[პოლიანდრია] ,“ერთი მამაკაცის რამდენიმე დაზე დაქორწინება’’[სორორატი],“ქვრივი ქალის დაქორწინება გარდაცვლილი ქმრის ძმაზე’’[ლევირატი] „ცოლიანი მამაკაცის სქესობრივი კავშირის თავისუფლება უქმრო ქალებთან[„ჰეტერიზმი’’]

·        მიუხედავად ამისა,პირველყოფილთა საზოგადოებაში სულ უფრო მკვიდრდებოდა „წყვილად ქორწინებაზე’’ გადასვლის აუცილებლობა.

·        „ჯგუფური ქორწინება’’[პოლიგამია] ადგილს უთმობდა „ერთ[თან]ქორწინებას’’[მონოგამიას]

·        „წყვილად ქორწინებაზე’’ გადასვლამ ხელი შეუწყო „ინდივიდუალური ოჯახების’’ მომრავლებას.

·        „მცირე ოჯახებმა’’ აქტიურად შეუწყო ხელი „გვაროვნული თემის ‘’ შიგნით არსებული „საერთო ინტერესების’’ ნგრევას.

·        „თემური მეურნეობა’’ თანდატან კარგავდა მნიშვნელობას.

·        „მცირე ოჯახების’’ მიერ საარსებო საშუალებების საჭიროზე მეტი ოდენობით მოპოვებამ და მოპოვებულის სხვატაგან დაცვის აუცილებლობამ,მიწატმოქმედების და მესაქონლეობის განვიტარებამ თანდატან გამოიწვია ქალის როლის დაკნინება ოჯახისა და მეურნეობის წარმარტვაში.

·        გაუქმდა დედის ხაზით შვილების დადგენის წესი[!]

·        მამაკაცი ხდება ჯერ „გვაროვნული თემის’’  და შემდეგ „ინდივიდუალური ოჯახის’’ მეთაური[!]

·        მამაკაცის „შრომა’’ უფრო „ეფექტური’’ და „მნიშვნელოვანი’’ გახდა.

·        ქალის ძირითადი ფუნქვია „ბავშვის  შობა და მოვლა’’ გახდა.

·        ასე მიმდინარეობადა „პატრიარქალურ ოჯახზე’’ გადასვლა’’

·        მამაკაცის ეკონომიკური მდგომარეობის გაძლიერებას მოჰყვა მისი გაბატონება „პატრიარქალურ ოჯახებში’’. ქალი ქმრის „მსახურად’’ და მისი „ნების’’ შემსრულებლად გადაიქცა.

·        „ინდივიდუალური ოჯახები’’  წარმატებით ზრდიდნენ თავიანთ  ქონებას და ამ მიზნით იყენებდნენ „სხვის შრომას’’

·        ამ პროცესის შედეგი გახდა „კერძო საკუტრების და „მონობის’’  დამკვიდრება

·        ადამიანების „წყვილად ქორწინების’’  არტახებში   მოქცევამ და მატ შორი ქონებრივმა უთანასწორობამ წარმოშვა - „პროსტიტუცია’’

·        ჩვეულებები და წერილობითი სამართლებრივი აქტები  მამის/ქმრის  საკუტრების უფლებას დაგაბატონებულ მდგომარეობას განამტკიცებდნენ[ მაგ. რომის სამართალი]

·        მონაც საკუთრებად მიიჩნეოდა.იგი სამართლის სუბიექტი კი არა,ობიექტი[ნივთი] იყო.

·        მას არანაირი უფლება არ გააჩნდა,მატ შორის, არც „დაქორწინების უფლება’’.

·        „მონოგამიურ ოჯახზე’’ გადასვლა პროგრესს წარმოადგენდა,მაგრამ“კერძო საკუთრების’’ და „მონობის’’ არსებობის პირობებში იგი ფიქციად იქცეოდა.

·        ქმარს/მამას  ყოველტვის ჰქონდა „ქორწინების პრინციპების’’ დარღვევის უფლება.

·        მამაკაცს შეეძლო „ეყიდა საცოლე’’, „გაექირავებინა’’ ან „გაეყიდა’’ ოჯახის ნებისმიერი წევრი.

·        ცოლი და შვილები მამაკაცის ხელისუფლების ქვეშ იმყოფებოდნენ.

·        ქმრის და მამის დესპოტური უფლებების ფონზე არარაობად ჩანდა დედის და შვილების ის უმნიშვნელო უფლებები,რომლებიც ფორმალურად იყო აღიარებული.

·        მონათმფლობელობიდან მოყოლებული საუკუნეების მანძილზე ხდებოდა „მონოგამიური  ოჯახის’’ განვითარება.

·        უმეტესად „მონოგამიური ოჯახი’’ მამაკაცის უფლებების გაფარტოების და ქალის უფლებების შეზღუდვის ასპარეზი იყო.

·        ფეოდალიზმის დროს „მონების სრულ უუფლებობას’’ და „ოჯახის შექმნის აკრძალვას’’ ჩაენაცვლა ფეოდალისგან [ბატონისგან] „ქორწინებაზე ნებართვის გაცემა’’ და „პირველი ღამის უფლება’’ [ ილია ჭვჭავაძე „გლახის ნაამბობი’’ მოტხრობა- წაიკითხე]

·        მხოლოდ უკანასკნელ პერიოდში შეიქმნა „მონოგამიური ოჯახის’’ განმტკიცების და უმაღლეს ფორმამდე აყვანის შესაძლებლობა.


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები