1. ადმინისტრაციული საპროცესო სამართლის -ზოგადი დებულებები

 


აქ განხილულია საკითხები:

1)     „ადმინისტრაციული პროცესის’’[ანუ “ადმინისტრაციული სამართალ წარმოების’’ ცნება

2)     „ადმინისტრაციული საქმე’’- ცნება

3)     „ადმინისტრაციულსამართლებრივი ურთიერთობა’’ -ცნება

4)     „ადმინისტრაციული კანონმდებლობა’’ -ცნება

5)     „ადმინისტრაციული წარმოება’’-ცნება [ადმინისტრაციული საჩივარი]

6)     „სამოქალაქო საპროცესო კოდექსის“  გამოყენება „ადმინისტრაციულ პროცესში

7)     „ადმინისტრაციულ ორგანოთა“ საქმიანობაზე -სასამართლო კონტროლი[ადმინისტრაციული სარჩელი]

 

8)     „ადმინისტრაციულ საპროცესო სამართლის[სასკ-ის] კონსტიტუციურ სამართლებრივი საფუძვლები’’

 

a.      „სამართლებრივი სახელმწიფო’’

b.      „დემოკრატიული სახელმწიფო

c.      „ხელისუფლების დანაწილება’’

 

 

ა)„ადმინისტრაციული პროცესი’’ ცნება

 

·        „ადმინისტრაციული პროცესი’’ ესაა -საქმის განმხილველი სასამართლოს მიერ „ადმინისტრაციული სამართალწარმოების’’ წესით და შესბამისი „მატერიალურ სამართლებრივი ნორმების’’ შეფარდების გზით იმ სამარტლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებული  საქმეების[დავების] განხილვა-გადაწყვეტა,რომლებიც გამომდინარეობენ  „ადმინისტრაციული სამართლის’’ კანონმდებლობიდან [!]  [ცნება-საზეპირო]

·        „პროცესი’’ [ლათ.Procedere] განიმარტება როგორც „სასამართლოში დავის სასამარტლო განხილვის წესი’’ -ანუ „სამარტალწარმოება’’

·        შესაბამისად, ცნება “ადმინისტრაციული პროცესი’’ გულისხმობს არა „ადმინისტრაციულ ორგანოთა’’ მიერ განხორციელებულ  „ადმინისტრაციულ წარმოებას’’,არამედ „ადმინისტრაციული სამართლის’’ მიერ  „ადმინისტრაციული საქმეების[დავების]’’ „გამხილვის და გადაწყვეტის წესებს’’ [!] -ანუ უფრო მოკლედ  „ადმინისტრაციულ სამართალწარმოებას“

·        „ადმინისტრაციული პროცესი ‘’ ეს არის „მატერიალური სამართლის ნორმების’’ [ადმინისტრაციული სამართლის ნორმების ]  რეალიზაციის საშუალება

·        თუმცა,  „ადმინისტრაციული პროცესი’’ ყოველთვის არ არის დაკავშირებული „ორმების’’ შეფარდებასთან [მაგ. საქმის წარმოების „შეწყვეტისას’’]

·        „ადმინისტრაციული სამარტლის პროცესი’’ და „ზოგადი ადმინისტრაციული სამართალი’’ ერთად ქმნიან „ადმინისტრაციული სამართლის’’  მნიშვნელოვან ნაწილს[!]

ბ) „ადმინისტრაციული საქმე’’- ცნება

 

·        „საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი’’[ შემოკლებით სასკ-ი] განსაზღვრავს „საერთო სასამართლოს ‘’ მიერ „ადმინისტრაციული საქმეების’’ განხილვის და გადაწყვეტის წესებს[!]

 

   მუხლი 1. კოდექსის მოქმედების სფერო

 

1. ეს კოდექსი განსაზღვრავს საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული საქმეების განხილვისა და გადაწყვეტის საპროცესო წესებს.

 

·        ცნება „ადმინისტრაციული საქმე’’ ფართო მნიშვნელობისაა და მოიცავს:

 

a.      ადმინისტრაციული ორგანოების მიერ  ფუნქციების გახორციელებისას წამოჭრილ   „დავებს’’

b.      აგრეთვე  „ადმინისტრაციულ საქმეებს’’ ,რომლებსაც არა აქვთ „სამართალებრივი ურთიერთობიდან’’ წარმოშობილი დავის [ მხარეებს შორის კონფლიქტის] ხასიათი,მაგრამ გამომდინარეობს „ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან [მაგ.“ადმინისტრაციული წარმოება’’ -მეწარმის საქმიანობის სემოწმებასთან დაკავშირებით]

გ) „ადმინისტრაციულსამართლებრივი ურთიერთობა’’ -ცნება „ადმინისტრაციული კანონმდებლობა’’ -ცნება

·        „ადმინისტრაციულ -სამარტლებრივი ურთიერთობის’’ და „ადმინისტრაციული კანონმდებლობის’’  ცნებათა ლეგალურ დეფინიციებს მოქმედი კანონმდებლობა არ განსაზღვრავს 

·        „ადმინისტრაციულ -სამარტლებრივი ურთიერთობის’’ არსებობისთვის საკმარისი არ არის მხოლოდადმინისტრაციული ორგანოს’’  „დადგენა“[!]

·        რადგან „ადმინისტრაციული ორგანო’’ შეიძლება „კერძო სამართლებრივ ურტიერთობაშიც’’ მონაწილეობდეს[!]

·        „ურთიერთობა ადმინისტრაციულ-სამარტლებრივად’’  რომ მივიჩნიოტ ,ამისათვის საჭიროა სხვადასხვა „დამატებითი’’ კრიტერიუმების განხილვა;

·        ეს კრიტერიმები შეიძლება იყოს :  ა) „ადმინისტრაციული ორგანოს’’ დადგენა[სახეზეა თუ არა],ბ)“საჯარო საქმიანობის სფერო’’ ,გ)“საჯარო ამოცანები’’ ,დ)“საჯარო უფლებამოსილების განხორციელება’’ ე) „სტრუქტურა’’ ვ)“დაფინანსების წყარო’’ ვ)“თანამდებობის დაკავების წესი’’ ზ)“საქმიანობი საჯარო-სამართლებრივი ფორმა თ)“საჯარო სამსახურის განხორციელება“  ი) „ადნინისტრაციული კანონმდებლობა’’ და სხვა

·        იმისათვის რომ გაირკვეს კანომდებლობა არის თუ არა  „ადმინისტრაციული კანონმდებლობა’’ ყურადღება უნდა მიქცეს “სამარტლებრივ ურთიერთობათა მომწესრიგებელი წესის’’ ანუ „ნორმის’’  -ბუნებას[!] -არის თუ არა ის „ადმინისტრაციული’’

·        შესაბამისად,

“სამარტლებრივი ნორმები’’,რომლებიც აწესრიგებენ „ადმინისტრაციულ სამარტლებრივ ურთიერთობებს’ ,ქმნიან „ადმინისტრაციულ კანონმდებლობას’’ [ეს დაიმახსოვრე]

დ) „ადმინისტრაციული წარმოება’’-ცნება

 

·        „ადმინისტრაციული წარმოება’’ [ხორცილდება ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ] ხოლო  „ადმინისტრაციული სამართალწარმოება’’[ხორციელდება სასამართლოს მიერ] ,ორივე ,მიმართულია „დაინტერესებული პირის’’ „განცხადების წარდგენის საფუძველზე’’ რაიმე „საჯარო-სამართლებრივი საკიტხის’’ გადაწყვეტისკენ

·        ანუ   დაიმახსოვრე „ადმინისტრაციული საქმის[დავის]’’ „განხილვა’’ და „გადაწყვეტა’’ მხოლოდ „ადმინისტრაციული პროცესის’’ მეშვეობით არ ხდება[!]

·        „დაინტერესებულ პირსა’’ და „ადმინისტრაციულ ორგანოს’’ შორის კონფლიქტი ყოველთვის არ ნიშნავს  „ადმინისტრაციულ პროცესს’’ სასამართლოში და „ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის’’ დებულებების გამოყენებას

·        რადგან უფლებამოსილი,ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში „ადმინისტრაციული საჩივრის’’ წამრდგენი „დაინტერესებული პირი’’ ასევე იმედოვნებს მისი „დარღვეული უფლების’’ აღდგენას

·        ამრიგად, „ადმინისტრაციული წარმოებისას’’  „ადმინისტრაციულ საჩივარს’’ განიხილავს და გადაწყვეტილება გამოაქვს  უფლებამოსილ ,ზემდგომ „ადმინისტრაციულ ორგანოს’’ „საქართველოს ზოგად ადმინისტრაციული კოდექსით’’ [სზაკ-ით] განსაზღვრული „ადმინისტრაციულ საჩივართან’’ დაკავშირებული „ადმინისტრაციული წარმოების’’ წესების შესაბამისად[ეს დაიმახსოვრე]

 

 

ე) „სამოქალაქო საპროცესო კოდექსის“  გამოყენება „ადმინისტრაციულ პროცესში’’

 

·        „ადმინისტრაციულ სამართალწარმოებისას’’ სასამართლო „ საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსთან“[სასკ] ერთად იყენებს  „საქარტველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის[სსსკ-ს] ნორმებს

·        ყურადღება: მაგრამ მხოლოდ იმ შემტხვევაში,როცა „ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით’’  რაიმე საკიტხი მოწესრიგებული არ არის[!]

·        შესაბამისად,თუ ერთი და იგივე საკითხი ორივე კოდექსითაა მოწესრიგებული,მოსამარტლე იყენებს „ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის’’ ნორმას.

 

   მუხლი 1. კოდექსის მოქმედების სფერო

 

2. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.  

 

 

ვ) „ადმინისტრაციულ ორგანოთა“ საქმიანობაზე -სასამართლო კონტროლი

 

·        „ადმინისტრაციული მართლმსაჯულების’’ ორგანოები[ადმინისტრაციულ საქმეთა განმხილველ-გადამწყვეტი სასამართლოები] ვალდებულები არიან შეამოწმონ „ადმინისტრაციულ ორგანოთა’’ საქმიანობის კანონთან შესაბამისობა,

·        სასამართლო[იგულისხმება „ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით’’  საქმის განმხილველი სასამარტთლო] „ადმინისტრაციული სარჩელის’’ წარდგენის საფუძველზე „ადმინისტრაციულ-სამარტლებრივი დავების’’ „განხილვის’’ და „გადაწყვეტილების’’ გამოტანის გზით ახორციელებს „ადმინისტრაციულ ორგანოთა’’ საქმიანობაზესასამართლო კონტროლს’’[!]

·        სასამართლო,“ადმინისტრაციულ ორგანოთა’’ წინააღმდეგ შეტანილი „ადმინისტრაციული სარჩელების’’ განხილვა-გადაწყვეტის გზით,ახდენს „ადმინისტრაციულ ორგანოთა’’ მმართველობითი ფუნქციების განხორციელების პროცესში წარმოშობილი[შექმნილი][განხორციელებული] საქმიანობის სამართლებრივი ფორმების „კანონიერების’’ შემოწმებას და ამით ახორციელებს „ადმინისტრაციულ ორგანოთა საქმიანობაზე’’ „სასამართლო კონტროლს’’[!]

 

2. „ადმინისტრაციული საპროცესო სამართლის’’ კონსტიტუციურ-სამართლებრივი საფუძვლები

 

·        „კონსტიტუციური სამართალი’’ განსაზღვრავს იმ მიზნებს და ძირითად პრინციპებს,რომელსაც ეყრდნობა სამართლის სხვა დარგები,მათ შორის „ადმინისტრაციული საპროცესო სამართალი’’

·        ასეთ „ძირითად პრინციპებად’’ ითვლება : „სამარტლებრივი სახელმწიფოს’’,“კანონის უზენაესობის’’ , „დემოკრატიილი სახელმწიფოს’’ და“ხელისუფლების დანაწილების’’ პრინციპები

 

 

ა)„ სამართლებრივი სახელმწიფოს’’ პრინციპი

·       საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავში განმტკიცებული ადამიანის“ ძირითადი უფლებები და თავისუფლებები’’   „ადმინისტრაციული სამართლის’’ მბოჭავ ღირებულებებს უნდა წარმოადგენდეს,რომელზეც აიგება ამ სამართლის დებულებები[!]

·       „მმართველობის განხორციელების პროცესში,ადამიანის „ძირითადი უფლებების და თავისუფლებების’  შეზღუდვის შემთხვევაში ,“პირებს’’ გააჩნიათ შესაძლებლობა[უფლება] მიმართონ სასამართლოს და მოითხოვონ საკუთარი „უფლებების დაცვა’’ [!]

·       ეს მნიშვნელოვანი პრინციპი „სამართლებრივი სახელმწიფოს’’ დამახასიათებელი ნიშანია[!]

·       ეს პრინციპი განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციაში და ქვეყამაში მოქმედ კანონმდებლობაშიც.

 

 

 

·        „სამართლებრივი სახელმწიფოს’’  კონსტიტუციური პრინციპის გამოვლინება ხდება“ადმინისტრაციული სამართლის’’ სხვადასხვა პრინციპებში

·        მათ შორისაა „კანონიერების’’ პრინციპი ,რომელიც თავის თავში მოიცავს:

a.      „კანონის უზენაესობის’’ პრინციპს

b.      „კანონისმიერი დათქმის’’ პრინციპს

·        „სამართლებრივი სახელმწიფოს’’  კონსტიტუციური პრინციპი ასევე ვლინდება:“განჭვრეტადობის’’,“პროპორციულობის’’ და“თანაზომიერების’’ პრინციპებში

·        „სამართლებრივი სახელმწიფოსტვის’’ მნიშვნელოვან თითოეული ამ პრინციპის გვერდით,განიხილება „დამოუკიდებელი სასამართლოსადმი მიმართვის უფლება’’ [!!]

·        ყველა ამ პრინციპის განუხრელი დაცვა კი ერთობლიობაში ქმნის „სამარტლებრივი სახეკლმწიფოს’’ არსებობის წიმაპირობებს[!]

     

 ბ) „დემოკრატიული სახელმწიფო’’

 

·        საქართველოს კონსტიტუციის მე-3 მუხლის თანახმად საქართველოში სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი.არავის არ აქვს უფლება „მიითვისოს’’ ან „უკანონოდ მოიპოვოს’’ ხელისუფლება.

·        ამდენად ნებისმიერი „მოქმედება’’ და „გადაწყვეტილება“ მიღებული მმართველობის განხორციელებისას,მოითხოვს ლეგიტიმაციას და მხოლოდ „ლეგიტიმურ ხელისუფლებას’’ შეუძლია  განახორციელოს „მმარტველობა“ და მიიღოს შესაბამისი“ გადაწყვეტილებები’.

·        „ლეგიტიმაციის’’ მქონე უნდა იყოს არა მხოლოდ ხალხის მიერ უშუალოდ არჩეული „ხელისუფლების ორგანოები’’ ,არამედ ნებისმიერი „დამოუკიდებელი’’ და „კანონის’’ საფუძველზე სექმნილი დაწესებულება,რომლის თავდაპირველი „ლეგიტიმაციის წყარო’ არის ხალხი.

·        ასეთ „ორგანოებს’’ აქვტ უფლება მიიღონ  „გადაწყვეტილებები’’ და „იმოქმედონ’’ მხოლოდ საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში.

 

გ) „ხელისუფლების  დანაწილება’’

 

·        „კანონის უზენაესობის’’ პრინციპის მსგავსად,“ხელისუფლების დანაწილების’’ პრინციპიც მნიშვნელოვან კონტიტუციურ საფუძველს წარმოადგენს „ადმინისტრაციული პროცესისტვის’’[ „ადმინისტრაციული სამარრთალ წარმოებისთვის’’]

·        თავისი „არსით’’ „ხელისუფლების დანაწილების პრინციპი’’ წარმოადგენს კონცეფციას,რომელიც ადგენს და აწონასწორებს „ხელისუფლების შტოთა’’ შორის ბალანსს[!]

·        ასეტი „ბალანსი’’ არის უმნიშვნელოვანესი და გამოიხატება „ხელისუფლების სხვადასხვა შტოებს“ შორის დაბალანსებული კონტროლის მექანიზმების არსებობაშიც და არამხოლოდ „ხელისუფლების შტოებს“ შორის ხელოვნური მიჯნის გავლებასი

·        ტანამედროვე სახელმწოიფოს ფუნქციონირება „ხელისუფლების სხვადასხვა შტოებს“ შორის დაბალანსებული კონტროლის მექანიზმების არსებობის გარეშე წარმოუდგენელია..

 

 

 


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები