საკანონმდებლო პროცესი პარლამენტში

 


საკანონმდებლო პროცესი პარლამენტში

საქართველოს პარლამენტი არის ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო. საკანონმდებლო პროცესი არის კანონპროექტის ,მომზადებისა და მიღების ერთიანი პროცედურა. [ცნება]

საკანონმდებლო პროცესის საწყის სტადიას წარმოადგენს საკანონმდებლო ინიციატივა -  ანუ საკანონმდებლო ინიციატივის უფლების მქონე სუბიექტების მიერ კანონპროექტის მომზადება და პარლამენტისთვის წარდგენა.

საკანონდმებლო ინიციატივის უფლება აქვთ: ა)საქართველოს მთავრობას,ბ) პარლამენტის წევრს,გ) საპარლამენტო ფრაქციას, დ)პარლამენტის კომიტეტს, ე)აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ვ)აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოებს, ე)არანაკლებ 30000 ამომრჩეველს.

საკანონმდებლო აქტის პროექტს[კანონპროექტს] ამზადებს ტავად საკანონმდებლო ინიციატივის უფლების მქონდე სუბიექტი.

ინიციატივის წესით წარდგენილი კანონპროექტი ეგზავნება  ა)პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტს, რომელიც თავის მხრივ კანონპროექტს გადასცემს ბ)პარლამენტის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს და გ)პარლამენტის საბიუჯეტო ოფისს დასკვნების მოსამზადებლად.

დასკვნის მირების შემდეგ საორგანიზაციო დეპარტამენტი კანონპროექტს გადასცემს დ)ბიუროს, რომელიც უახლოეს სხდომაზე იღებს გადაწყვეტილებას კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ და კანოპროექტს გადასცემს ე)წამყვან კომიტეტს, ვ)სხვა კომიტეტებს, ზ)ფრაქციებს, თ)უმრავლესობას, ი)უმცირესობას, კ)პარლამენტის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს  და ლ)საქართველოს მტავრობას.

კანონპროექტის მიღებიდან[  3 დღეში წამყვანი  კომიტეტი იწყებს კანონპროექტის განხილვას და არაუგვიანეს სამი კვირისა ვალდებულია დაასრულოს განხილვა, რის შედეგადაც, კანონპროექტი გადაეცემა კვლავ ბიუროს, პირველი მოსმენით განხილვისთვის უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში შესატანად.

პარლამენტი კანონის პროექტს განიხილვს სამი მოსმენით.

კანონპროექტის პირველი მოსმენისას პარლამენტის პლენარულს სხდომაზე განიხილება მისი ზოგადი პრინციპები და ძირითადი დებულებები. პირველი მოსმენით დასრულების შემდეგ  პარლამენტი კენჭისყრით იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა)კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღების შესახებ ან ბ)გამოთქმული  შენიშვნების გათვალისწინებით ახალი კანონპროექტის შემუშავების შესახებ.

პირველი მოსმენით მიღების შემდეგ, კანონპროექტი მასზე გამოთქმული შენიშვნების პროექტში ასახვისა და მეორე მოსმენით განხილვისათვის მოსამზადებლად გადაეცემა წამყვან კომიტეტს.

პირველი მოსმენისას არსებული შენიშვნების გათვალისწინებით გადამუშავებული კანონპროექტი პირველი მოსმენით მიღებიდან 3 კვირის ვადაში წერილობითი ფორმით წარედგინება საორგანიზაციო დეპარტამენტს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვისა და კენჭისყრისთვის.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენისას კანონპროექტი განიხილება ქვეპუნქტების, პუნქტების, მუხლების, თავების, კარების მიხედვით და კენჭი ეყრება ერთიანადმეორე მოსმენით დასრულების შემდეგ პარლამენტი კენჭისყრით იღებს გადაწყვეტილება: ა)კანონპროექტის მეორე მოსმენით მიღების შესახებ ან ბ) დამატებითი დამუშავებისთვის  კანონპროექტის წამყვან კომიტეტში დაბრუნების შესახებ.

კანონპროექტის მესამე მოსმენისას მასში შესაძლებელია მხოლოდ რედაქციული ცვლილებების შეტანა. მესამე მომსმენისას პარლამენტის წევრებს ურიგდებათ კანონპროექტის რედაქტირებული ვარიანტი, რომელშიც ასახულია მეორე მოსმენისას გათვალისწინებული შენიშვნები. მესამე მოსმენისას კანონპროექტის საბოლოო რედაქტირებულ ვარიანტს მთლიანად ეყრება კენჭი.

რაც შეეხება კანონპროექტის მისაღებად საჭირო კვორუმს, ორდინალური[ჩვეულებრივი] კანონი მიღებულად ითვლება  თუ მას მხარს დაუჭერს დამსწრეტა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ სრული შემადგენლობის 1/3-სა,

 ორგანული კნონი მიღებულად ითვლება სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ხოლო კონსტიტუციური კანონი სრული შეამდგენლობის 3/4-ის მხარდაჭერით.

 პარლამენტის მიერ მიღებული კანონი 7 დღის ვადაში ხელმოსაწერად გადაეცემა საქართველოს პრეზიდენტს.

პრეზიდენტი 10 დღის ვადაში ხელს აწერს კნონპროექტს და აქვეყნებს კანონს.

თუმცა პრეზინდენტი უფლებამოსილია დადგენილ ვადაში ხელი არ მოაწეროს კანონპროექტს და მოტივირებული შენიშვნებით (ჩამოყალიბებული კანონპროექტის სახით) დაუბრუნოს იგი პარლამენტს. [პრეზიდენტის ვეტო]

პარლამენტი განიხილავს შენიშვნებს და თუ მიიღებს პრეზინდეტის შენიშვნებს, კვლავ გადაეცემა პრეზინდეტს ხელის მოსაწერად და გამოსაქვეყნებლად. თუ პარლამენტი არ მიიღებს შენიშვნებს, კენჭი ეყრება კნონის პირვანდელ რედაქციას.

პრეზიდენტის ვეტოს დაძლევისთვის განსაზღვრულია შემდეგი კვრომი: ა)ორდინალური კანონის შემთხვევაში სიითი უმრავლესობის მხარდაჭერა, ბ)ორგანული კნონის შემტხვევაში სრული შემადგენლობის უმრავლესობა და გ)კონსტიტუციური კანონის შემთხვევაში არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის 3/4-სა.

თუ საქართველოს პრეზიდენტმა[ვეტოს დაძლევის შემდეგ] დადგენილ ვადაში არ გამოაქვეყნა კანონი, მას ხელს აწერს და 5 დღეში აქვეყბს პარლამენტის თავმჯდომარე.

კანონი ოფიციალურად ქვეყნდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებ-გვერდზე და ამოქმედდება გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს, თუ თავად ამ კანონით სხვა ვადა არ არის განსაზღვრული.

18 კანონპროექტის განხილვა დაჩქარებული და გამარტივებული წესით[სხვადასხვა წესებია]

კანონპროექტი შეიძლება განიხილოს და მიიღოს დაჩქარებული წესით, რაც კანონპროექტის სამივე მოსმენით  განხილვასა და მიღებას პლენარული სხდომების 1  კვირის განმავლობაში გულისხმობსპლენარული სხდომის ერთ დღეს კანონპროექტის ერთზე მეტი მოსმენით განხილვა და მიღება დასაშვებია მხოლოდ პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით.

დაჩქარებული წესით კანონპროექტი განიხილება იმ შემთხვევაში, თუ იგი ითვალისწინებს მხოლოდ კანონში ცვლილების შეტანას და არა ახალი კანონპროექტის მიღებას.

გამარტივებული წესით კანონის მიღება გულისხმობს პარლამენტის სხდომაზე კანონის მიღებასა და განხილვას გამარტივებული წესით -  ანუ ერთი მოსმენით.

 გამარტივებული წესით მაგ.  შეიძლება მიიღონ კანონპროექტი ა)საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ, აგრეთვე, ბ)იმ კანონში ისეთი ცვლილების შეტანის შესახებ, რომელიც შეეხება კანონით გათვალისწინებული თარიღის (ვადის) ან ტერმინოლოგიური ხასიათის ცვლილებას.

კანონპროექტის დაჩქარებული და გამარტივებული წესით განხილვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პარლამენტის ბიურო, კანონპროექტის ინიციატორის ან წამყვანი კომიტეტის წინანადადების საფუძველზე.

დაჩქარებული და გამარტივებული წესით დაუშვებელი საქართველოს კონსტიტუციისა და კონსტიტუციური კანონის პროექტის განხილვა და მიღება.

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები