სიძულვილის ენა
ადამიანი სოციალური არსებაა,ცხოვრობს სხვა ადამიანების გარემოცვაში და აქვს მათთან მუდმივი ურთიერთობა. ნებისმიერი პიროვნება საზოგადოების ნაწილია და საზოგადოებაში ადგილის დამკვიდრება მის ბუნებრივ მოთხოვნილებას წარმოადგენს. ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ,თუ რამდენად ახერხებს ადამიანი საკუთარი აზრის გამოთქმას,ინფორმაციის მიღებას და გაცემას,საზოგადოებაში საკუთარი ადგილის დამკვიდრებას. ხ სიტყვის,აზრის და გამოხატვის თავისუფლება წარმოაგენს ადამიანის ბუნების განუყოფელ ნაწილს. ხ აზრის თავისუფლება გულისხმობს ადამიანის მიერ საკუთარი აზრის საჯაროდ დაფიქსირების თავისუფლებას. ნებისმიერ პიროვნებას აქვს უფლება გამოთქვას საკუთარი შეხედულება და არ დაისაჯოს ამისთვის. ხ სიტყვის თავისუფლება მოიცავს მასობრივი ინფორმაციის საშუალებების თავისუფლებას.დემოკრატიული საზოგადოებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს თავისუფალი მედიის(!) არსებობას. თავისუფალი მედია( ! ) არის ერთგვარი გარანტი იმისა,რომ საზოგადოებას ყოვე...