Сообщения

ადამიანი ზოგჯერ დაუცველი მაშინ ხდება, როცა სხვა ადამიანებს ენდობა-2026 წ. მე-3 ვარიანტი

  სარჩევი: მოცემული ტექსტი : 1 სამსჯელო საკითხი : 3 ესე . 3 1- ლი აბზაცი . 3 მე -2 აბზაცი . 5 მე -3 აბზაცი . 6 მე -4 აბზაცი . 6 მე -5 აბზაცი . 8 მე -6 აბზაცი . 9       მოცემული ტექსტი : 1918 წელს, მაშინ, როცა საქართველო დამოუკიდებელი იყო, ბოლშევიკები კუთხე-კუთხე დაძრწოდნენ და ცდილობდნენ აჯანყებები მოეწყოთ, არ გვინდა ბურჟუების მმართველობაო. ჩვენს კუთხესაც მოაწიეს და ამ ჩვენს ქალაქსაც, სადაც მაშინ ერობის თავმჯდომარედ სწორედ ტიმოთე ყოფილიყო. ამ აჯანყების მთელ ამბავს ახლა ნამდვილად ვერ მოვყვები, მაგრამ ის კი ვიცი, რომ აჯანყება დამარცხდა და ბოლშევიკები გაიქცნენ. მთავრობამ, როგორც ადამიანურ მთავრობათა წესია, ჯერ მოლაპარაკება სცადა. ადგნენ და ლევან დადეშქელიანს სთხოვეს, ჩადი და დააწყნარეო . ლევან დადეშქელიანი იყო სვანეთის მთავარი, დიდებული კაცი, ადამიანი და არა ნადირი და იქცეოდა ადამიანივით. რუსეთის იმპერატორები წერილს რომ მოსწერდნენ, ასე მიმართავდნენ: „ბიძავ და დამრიგებელო ჩვენო ლევან!“ მაგრამ არ იყო ჩამოკიდებული ამ თავის მთავრობ...