თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის [თსსუ] აბიტურიენტების მოსამზადებელი ცენტრი
თსსუ - ის მოსამზადებელი ცენტრი ფუნქციონირებს 2005 წლიდან და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტრუქტურული ქვედანაყოფია , რომელიც თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით და ცენტრის დებულებით . ცენტრის ძირითადი მიზანი და ამოცანებია : 1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შესაბამის საგამოცდო საგნებში ა) მოსამზადებელი პირისათვის ( აბიტურიენტისათვის ) სრულფასოვანი ცოდნის მიცემა , ბ) მომზადება ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის და გ) მომავალი სტუდენტების საუნივერსიტეტო სწავლებასთან ადაპტაციის უზრუნველყოფა . მსმენელის სურვილით , მისი ან მშობლის ( მეურვის ) მიერ საქართველოს მოსახლეობის სოციალური მდგომარეობისა და გადახდისუნარიანობის გათვალისწინებით , სწავლების სათანადო საფასურის გადახდის საფუძველზე ; 2. საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის ზოგად უნარებში მსმ...