Сообщения

გალაკტიონ ტაბიძის ლექსი "მამული"-განწყობა

Изображение
  განწყობა არის განცდა,რომელიც წარმოიშობა ნაწარმოების კითხვის პროცესში. განწყობის შესაქმნელად პოეტი საგანგებოდ არჩევს სიტყვებს და დეტალებს. გალაკტიონ ტაბიძის ლექსში „მამული“    განწყობას ქმნიან საკვანძო სიტყვები :  „ და მელანდება “     „ მოხუცი მამა “     „ მასზე ოცნებას “   „ დავდივარ ... ვწუხვარ და მენანება “   „რაა მამული?!“   დეტალები :  „ სხვა ხალხის ისმის აქ ჟრიამული “ . “ წინაპართაგან წავიდა ყველა “  „ სასახლავით ხელში დადის ვენახში . “  „ ისევ აყვავდა მდელო და კორდი !.. “  „ ცვრიან ბალახზე თუ ფეხშიშველა   არ გავიარე “  "გაშალა ველი ნელმა ნიავმა “ „ თითო ლერწი და თითო ყლორტი “   სასვენი ნიშნები: ტირე ,მძიმე ,ძახილის ნიშანი,წერტილი. ხ ცვრიან ბალახზე თუ ფეხშიშველა   არ გავიარე - რაა მამული ?!   ტირე -აზრი არ დამთავრებულა .მცირე შეყოვნება ფეხისგულებით თუ არ შევეხე მშობლიური მიწის ცვრიან ბალახს,მაშინ როგორღა ვიგრძნო რაა მამული(ანუ მამისეული მიწა). წინაპართაგან წავიდა ყველა სხვა ხალხის ისმის აქ ჟრიამული .  

როგორია საზოგადოების დამოკიდებულება იმ ადამიანის მიმართ, რომელიც „სხვის საქმეში ერევა“.

Изображение
  „ ეს ხასიათი დასჩემდა გიორგისა , – თავისი იყო თუ სხვისა , – თუ ცუდი რამ იყო , გამოეკიდებოდა . ბევრს ამისათვის არ მოსწონდა გიორგი . კაცო , რა უნდა , სხვის საქმეში რად ერევაო ?.. ამ ხასიათმა ბევრი ხიფათი შეამთხვია ... ამას წინად – სულ ორი კვირა არ იქნება – კინაღამ სოფლის სასამართლომ გომურში არ ჩაამწყვდია . ერთი უცნაური და დაუჯერებელი ამბავი ჩაედინა .    გიორგი ტყეში ყოფილიყო ჭიგოს საჭრელად . ომარაანთ მოჯამაგირე ენახა ტყეში . თურმე ურემი გამოუტანებიათ შეშისათვის და ის კი ჩრდილში წამოწოლილიყო და ლაზათიანად ჰხვრინავდა . ეს კიდევ არაფერი . კამეჩები წნელით გამოება ურემზე . საცოდავი პირუტყვები იქავ ურმის თვალთან ეყარნენ და ზარმაცად იცოხნებოდნენ უილაჯობით . გიორგი თურმე ზედ მიადგა მოჯამაგირეს ... ფეხი წაჰკრა გასაღვიძებლად . – ადე , ძმობილო , აუშვი ე კამეჩები , ცოდონი არიან .   – შენ რა ჩემი ფეხები გინდა , – დაუყვირა მოჯამაგირემ , როცა თვალები წამოაჭყიტა . – თითონ რომ არ ვარგიხარ , შენი ფეხები