„უფლებამოსილების შესახებ’’ „დავის’’ - განხილვის უფლებამოსილება- მოკლედ

 

    

„უფლებამოსილების შესახებ’’ დავის’’ - განხილვის უფლებამოსილება[საკონსტიტუციო სასამართლოსი]

 

[ იხ.კონსტ. მე-60 მუხლის მე-4 ნაწილის „დ’’ პუნქტი და ორგანული კანონის მე-19 მუხლის 1-ლი ნაწილის „ბ’’ პუნქტი]

კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 ნაწილის „დ’’ პუნქტის შესაბამისად:

 

„ საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის, პარლამენტის, მთავრობის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, გენერალური პროკურორის, ეროვნული ბანკის საბჭოს, გენერალური აუდიტორის, სახალხო დამცველის ან ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ან აღმასრულებელი ორგანოს სარჩელის საფუძველზე იხილავს დავას შესაბამისი’’ ორგანოს უფლებამოსილების შესახებ.’’

 

 

„უფლებამოსილების შესახებ“ დავის -არსი

დავა უფლებამოსილების შესახებ, პირველ რიგში, ემსახურება „ხელისუფლების დანაწილების’’ პრინციპის უზრუნველყოფას.

 

 · ხელისუფლების სხვადასხვა შტოებს მიკუთვნებულ ორგანოებს ეძლევა საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით „მათი’’ „კონსტიტუციური კომპეტენციის’’[ანუ კონსტიტუციით გარანტირებული უფლებამოსილების] დაცვის შესაძლებლობა „სხვა სუბიექტების’’ მხრიდან ჩარევებისგან.

 

· ამასთან, „ორგანოებს’’ შორის დავას წყვეტს „პოლიტიკურად ნეიტრალური’’ სასამართლო ორგანო’[კერძოდ,საკონსტიტუციო სასამართლო]

 

 · რადგან ამ უფლებამოსილების განხორციელება რომელიმე „პოლიტიკური ორგანოსთვის’’ რომ იყოს მინდობილი, ამით ის სხვა სახელმწიფო ორგანოებზე მაღლა დადგებოდა, რაც „სახელისუფლებო ბალანსს“ შეუქმნიდა საფრთხეს. ხ ყურადღება:

 

· სახელმწიფო ორგანოთა შორის უფლებამოსილებასთან დაკავშირებით მიმდინარე „დავას“, როგორც წესი, დიდი პოლიტიკური დატვირთვა[მნიშვნელობა] აქვს.

 

საკონსტიტუციო სასამართლოს „პოლიტიკური დაპირისპირება’’ „სამართლებრივ კალაპოტში’’ გადაჰყავს და მას „სამართლებრივი’’ მასშტაბების საფუძველზე აგვარებს.

 

· ეს აძლიერებს „უმაღლესი სახელმწიფო ორგანოების’’ მიერ კონსტიტუციის უზენაესობის პატივისცემას და უზრუნველყოფს კონსტიტუციური წესრიგის დაცვას.

 

· საკონსტიტუციო სასამართლო „უფლებამოსილების შესახებ’’ დავების გადაწყვეტით ხელს უწყობს „პოლიტიკური და სამართლებრივი სტაბილურობის განმტკიცებას’’

 

 

· საკონსტიტუციო სასამართლოს ძირითადი ამოცანა [მისი „ამ  კომპეტენციის’’ განხორციელებისას] „სახელმწიფო ორგანოთა’’ შორის „უფლებამოსილებათა გამიჯვნა’’ და „უფლებამოსილებასთან’’ დაკავშირებული კონკრეტული დავის გადაწყვეტაა’’

 

· ამ პროცესში საკონსტიტუციო სასამართლო „ზოგადი კონსტიტუციურსამართლებრივი საკითხების გარკვევით’’ იმ დოზითაა დაკავებული, რაც აუცილებელია იმ კონსტიტუციური ნორმის განმარტებისთვის, რომლის საფუძველზეც უნდა გადაწყდეს დავა.

 

· „უფლებამოსილების შესახებ დავა’’ შეეხება არა პირის „სუბიექტურ უფლებებს’’, არამედ „ორგანოთა’’ „ობიექტურ უფლებამოსილებებს’’.

 

· „სუბიექტური უფლებებით’’ სარგებლობა ან უარი სარგებლობაზე მათი „მფლობელი სუბიექტის’’ [პირის] გადასაწყვეტია.

 

· რაც შეეხება „სახელმწიფო ორგანოთა (კონსტიტუციურ) უფლებამოსილებებს’’, მათი „გამოყენება- არ გამოყენება’’  არ შედის „შესაბამისი ორგანოს’’ „თავისუფალი მიხედულების სფეროში’’.

· „სახელმწიფო ორგანოთა (კონსტიტუციურ) უფლებამოსილები ქმნიან კომპეტენციათა მყარ წესრიგს,რომელიც „თანამედროვე სახელმწიფოს’’, [რომელშიც ხელისუფლება დანაწილებულია], ფუნქციონირებისა და ქმედითობის საფუძველია.

 

· მიუხედავად ამისა, „უფლებამოსილებების’’ სასამართლო წესით დაცვა მაინც იწვევს საკონსტიტუციოსამართლებრივი ურთიერთობების „გარკვეულ სუბიექტივიზაციას’’.

 

· „უფლებამოსილების შესახებ დავისას’’ „სუბიექტურად განსაზღვრული დავის საგანი’’ და ამ „კომპეტენციის ობიექტური ბუნება და მიზანი’’ ერთგვარად ავსებენ ერთმანეთ

 

„საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის უფლებით’’ სარგებლობს პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეხუთედი.

 

· ამდენად, „დავა უფლებამოსილების შესახებ’’ შეიძლება მოგვევლინოს „პოლიტიკური უმცირესობის’’

[ანუ„საპარლამენტო ოპოზიციის’’] დაცვის მექანიზმად.

 

· „საპარლამენტო ოპოზიციას’’ ეძლევა შანსი, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში იბრძოლოს: ა)არა მარტო თავისი პოლიტიკური ინტერესების, არამედ ბ)“კონსტიტუციის ნორმებისა და პრინციპების დასაცავად.’’

 

 

 

„მოსარჩელე’’- „უფლებამოსილების შესახებ დავის’’ ფარგლებშ

მოსარჩელეთა წრე’’ ნათლადაა განსაზღვრული.

 

 · „უფლებამოსილების შესახებ დავაზე’’ კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლებამოსილებით სარგებლობს ანუ მოსარჩელე შეიძლება იყოს:

1) პრეზიდენტი; 2) პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეხუთედი; 3) მთავრობა; 4) იუსტიციის უმაღლესი საბჭო; 5) გენერალური პროკურორი; 6) ეროვნული ბანკის საბჭო; 7) გენერალური აუდიტორი; 8) სახალხო დამცველი; 9) ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ან აღმასრულებელი ორგანო

 

მოსარჩელეს’’ მიერ საკონსტიტუციო სასამართლოსთვი„მიმართვის “ წინაპირობებ

საკონსტიტუციო სასამართლოსთვის „მიმართვა“ შესაძლებელია გარკვეული წინაპირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში

 

1) პირველ რიგში, საქმე უნდა შეეხებოდეს „კონსტიტუციური უფლებამოსილების’’ ფარგლების სავარაუდო დარღვევას[შენიშვნა: კონსტიტუციის გარდა, „სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილი უფლებამოსილებების“ ხელყოფის საკითხის განხილვა სცდება საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციის ფარგლებს.] და

 

 2) მოსარჩელეს დავა შეუძლია მხოლოდ „თავისი უშუალო კონსტიტუციური კომპეტენციის’’ დარღვევის გამო.

 

 [ მიმართვის ეს წინაპირობები დავიმახსოვროთ]

 

 

ამრიგად, უფლებამოსილების შესახებ დავის წარმოშობის  წინაპირობაა, რომ „მოსარჩელესა’’ და „მოპასუხეს’ შორის არსებობდეს „კონსტიტუციურსამართლებრივი ურთიერთობა’’. [1-ლი წინაპირობა]

 

ამგვარი ურთიერთობა კი არ არის სახეზე, თუ საქმე „უშუალოდ მოსარჩელის უფლებამოსილების’’ დარღვევას არ შეეხება.[მე-2 წინაპირობა]  

 

 

გარდა ამისა, საეჭვოა „სხვა ორგანოთა კომპეტენციაზე დავის’ფორმალური შესატყვისობაც კონსტიტუციასთან. რადგან უზენაეს კანონში[მე-60 მუხლის მე-4 ნაწილის „დ’’ პუნქტში] საუბარია დავაზე „შესაბამისი ორგანოს’’ უფლებამოსილების შესახებ, საიდანაც შეიძლება გამოვიტანოთ დასკვნა, რომ მოსარჩელეს შეუძლია „თავისი’’ და „არა სხვათა’’ კომპეტენციის დაცვა.

 

 

 

 

ყურადღება:

 

„სხვა ორგანოთა უფლებამოსილების ხელყოფასთან დაკავშირებით’’ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის უფლებამოსილებით სარგებლობს მხოლოდ პრეზიდენტი და პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთ მეხუთედი.

 

თუ პრეზიდენტს და პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთ მეხუთედს ექნება საკონსტიტუციო სასამართლოსთვის „სხვა ორგანოთა’’ კომპეტენციის დამდგენი კონსტიტუციური ნორმების შემოწმების თაობაზე მიმართვის “ნება’’[სურვილი], მათ მისი რეალიზება „აბსტრაქტული ნორმათკონტროლის ფარგლებშიც’’ შეუძლი

 

 

 

მოპასუხე’’ –„ უფლებამოსილების შესახებ’’ დავის ფარგლებშ

„უფლებამოსილების შესახებ’’ დავისას „მოპასუხეა’’ ის სახელმწიფო ორგანო, რომლის ნორმატიულმა აქტმაც, „მოსარჩელის“ აზრით, გამოიწვია მისი კონსტიტუციური უფლებამოსილების დარღვევ

 

კანონმდებლობა ითვალისწინებს საქსაქმეში „მოპასუხის ჩაბმის’’ ინსტიტუტს.

 

„კომპეტენციის შესახებ’’ კონსტიტუციური სარჩელის მიღებისთანავე საკონსტიტუციო სასამართლო მის ასლს უგზავნის პრეზიდენტს, მთავრობას, პარლამენტს და ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოებს.

 

ამ „სუბიექტებს’’ ეძლევა ასლის ჩაბარებიდან 15 დღის ვადა, განაცხადონ, რომ

 

„კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილება გამოიწვევს მათი „კომპეტენციის ფარგლების დარღვევას“.

 

თუ ისინი ამას „განაცხადებენ’’ , საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია[!], მაგრამ არა ვალდებული, რომ „განმცხადებელი’’მოპასუხედ ჩააბას’’ საქმეში.[ეს დაიმახსოვრე]

 

 

„დავის საგანი’’  უფლებამოსილების შესახებ დავის’’ ფარგლებშ

დავის საგანი უფლებამოსილების შესახებ დავის ფარგლებში ორნაწილიანია:

 

1)     „სადავო ნორმა’’; 2) „კონსტიტუციის ნორმა’’, რომელთან მიმართებაშიც მოწმდება სადავო ნორმის კონსტიტუციურობა’’

 

ა) „სადავო ნორმა’’[დავის საგნის 1-ლი ნაწილი]

·  „სადავო ნორნა’’ უნდა იყოს „ნორმატიული აქტი’’;

„ არანორმატიული აქტით სახელმწიფო ორგანოს კომპეტენციის დარღვევის შეფასება სცილდებოდა საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილების ფარგლებს’’.

ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლო არ განიხილავს „ინდივიდუალური სამართლებრივი აქტებით’’ კომპეტენციის დარღვევის’’ შემთხვევებ

·                დაცული უნდა იყოს ნორმატიული აქტის მომზადების, გამოქვეყნების, რეგისტრაციისა და ძალაში შესვლის წესები.

 

 · საკონსტიტუციო სასამართლოში შესაძლებელია მხოლოდ იმ   ნორმატიული აქტის გასაჩივრება, რომელიც : )ფაქტობრივად მოქმედებს და ბ)იწვევს სამართლებრივ შედეგებ და  მოსარჩელის აზრით, არღვევს „მის კონსტიტუციურ უფლებამოსილებას“

 

მოსარჩელე უფლებამოსილია, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს მხოლოდ მაშინ, თუ მისი კონსტიტუციური კომპეტენციის ფარგლები უკვე დარღვეულია.

· თუ ნორმა არ ამოქმედებულა, უფლებამოსილების დარღვევაც არ იქნება სახეზე.

· ანუ მოსარჩელე ჯერ უნდა დაელოდოს ნორმატიული აქტის  ძალაში შესვლას, მისი კომპეტენციის ხელყოფას და მერე შეიტანოს კონსტიტუციური სარჩელი.

·        „უფლებამოსილების შესახებ დავის’’ დროს საკონსტიტუციო სასამართლო  არ ამოწმებ იმ „ნორმატიულ აქტს’’ რომელიც „გამოქვეყნდა’’, მაგრამ „ჯერ ძალაში არ შესულა’

·       

·        „უფლებამოსილების შესახებ დავის’’ განხილვის პროცესში  სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას.

·        · ანუ ამ შემთხვევაზე არ ვრცელდება „სამართალწარმოების გაგრძელების’’ საგამონაკლისო წესი, რადგანაც ის მხოლოდ „ძირითად უფლებებს’’ შეეხება,

 

ბ)“კონსტიტუციის ნორმა’’, რომელთან მიმართებაშიც მოწმდება „სადავო ნორმის’’ კონსტიტუციურობა’’[დავის საგნის მე-2 ნაწილი]

 

დავის საგნის მეორე ნაწილია : „კონსტიტუციის ნორმა, რომელთან მიმართებაშიც მოწმდება „სადავო ნორმის’’ კონსტიტუციურობა’’.

· ის შემოიფარგლება „კონსტიტუციური დანაწესების’’ გარკვეული კატეგორიით,[ ეს გამომდინარეობს კომპეტენციის’’ სპეციფიკიდან].

 · სწორედ „კომპეტენციის ფარგლებში’’, მიმდინარეობს დავა კონსტიტუციური უფლებამოსილების დარღვევის თაობაზე.

 

 · აქედან გამომდინარე, სადავო ნორმის შემოწმება შესაძლებელია კონსტიტუციის მხოლოდ იმ ნორმებთან მიმართებით, რომლებიც განსაზღვრავენ შესაბამისი ორგანოების’’ კომპეტენციებ[უფლებამოსილებებს].

 

 

საკონსტიტუციო სასამართლოს „შეზღუდვა’„დავის საგნით’’

საკონსტიტუციო სასამართლო შეზღუდულია სასარჩელო მოთხოვნით „სადავო ნორმის’’ ნაწილში.[ანუ დავის საგნის 1-ელ ნაწილში]

·საკონსტიტუციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, იმსჯელოს მთლიანად კანონის ან მთლიანად სხვა ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე, თუ მოსარჩელე ითხოვს კანონის ან სხვა ნორმატიული აქტის მხოლოდ რომელიმე ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას.

ყურადღება:

მოსარჩელე უფლებამოსილია, „შეამციროს სასარჩელო მოთხოვნის მოცულობა’’ ან „უარი თქვას მოთხოვნაზე’’, [რაც იწვევს საქმის შეწყვეტას]. ეს დისპოზიციურობის პრინციპის გამოხატულებაა.

 

 

“შემოწმების მასშტაბი’’ უფლებამოსილების შესახებ დავის’’ ფარგლებშ

·        „სადავო ნორმატიული აქტის’’ კონსტიტუციურობის „შემოწმების მასშტაბი’’ გამომდინარეობს დავის საგნიდან.

·        როგორც აღინიშნა, ნორმის გასაჩივრება შესაძლებელია კონსტიტუციურ  კომპეტენციის დამდგენ’’ ნორმებთან მიმართებით’’.

·        · აქედან გამომდინარე, „შემოწმების მასშტაბი’’, პირველ რიგში, „კონსტიტუციის ის დანაწესებია, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად განსაზღვრავს შესაბამისი სუბიექტის კომპეტენციას’’.

 ·  უფლებამოსილებას’’ მოსარჩელე შეიძლება ახორციელებდეს დამოუკიდებლად ან სხვა სუბიექტის თანამონაწილეობით.

 · ამიტომ ,რელევანტურიაკონსტიტუციის ის ნორმებიც, რომელთა დაცვა აუცილებელია იმისთვის, რომ მოსარჩელემ მოახდინოს თავისი უფლებამოსილებების რეალიზაცია’’

 

საკონსტიტუციო სასამართლო „უფლებამოსილების შესახებ დავის’’ გადაწყვეტის პროცესში ახდენს კონსტიტუციის ინტერპრეტაციას.[განმარტებას]

· ის, „ამა თუ იმ ცალკეული სუბიექტის უფლებამოსილების დაცვასთან ერთად’’, „კონსტიტუციურ წესრიგსაც’’ იცავს.

· ამ კომპლექსური ამოცანის სრულყოფილი განხორციელება შეუძლებელი იქნება, თუ „კომპეტენციის დამდგენი ნორმების’’ განხილვა მოხდება კონსტიტუციის „სხვა ნორმებისა’’ და „კონსტიტუციის პრინციპებისგან’’ იზოლირებულად.

 · აქედან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ „უფლებამოსილების შესახებ დავებზეც’’ უნდა გაავრცელოს დამკვიდრებული პრაქტიკა და „სადავო აქტის’’ კონსტიტუციურობა შეამოწმოს ერთიან კონტექსტში „არა მხოლოდ კონსტიტუციის ნორმებთან’’, არამედ, იმავდროულად,კონსტიტუციის  „ფუნდამენტურ პრინციპებთან’’ მიმართებითაც.

 

 

“შემოწმების ფორმა’’

„დავაზე უფლებამოსილების შესახებ’’ ვრცელდება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონით განსაზღვრული ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობის შემოწმებისზოგადი წესი’’.

· კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლო „ფორმალური კუთხით’’ არკვევს, დაცულია თუ არა საკანონმდებლო აქტისა და პარლამენტის დადგენილების [ანუ „სადავო ნიორმატიული აქტის’’] მიღების/გამოცემის, ხელმოწერის, გამოქვეყნებისა და ამოქმედების კონსტიტუციით დადგენილი წესები.

·მატერიალური თვალსაზრისით’’ , სასამართლო ამოწმებს „სადავო ნორმის’’ „შინაარსის’’ შესაბამისობას კონსტიტუციასთან.

შემოწმების პროცესში ის მხედველობაში იღებს ა)სადავო ნორმის არა მარტო სიტყვასიტყვით მნიშვნელობას, არამედ მასში გამოხატულ ბ)ნამდვილ აზრსა და გ)მისი გამოყენების პრაქტიკას, აგრეთვე,დ) შესაბამისი კონსტიტუციური ნორმის არსს

 

· „ფორმალური კონტროლის’’ განხორციელებისას საკონსტიტუციო სასამართლო არ უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ იმის დადგენით, თუ რამდენადაა დაცული კონსტიტუციით განსაზღვრული პროცედურა. [თუმცა, ამის შემოწმების პროცესშიც შესაძლებელია, რომ გამოიკვეთოს მოსარჩელის უფლებამოსილების ხელყოფა]. მაგალითად, პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც არ გადასცემია პრეზიდენტს ხელმოწერისა და გამოქვეყნებისთვის. მას ხელი მოაწერა და გამოაქვეყნა პარლამენტის თავმჯდომარემ. ამ დროს სახეზე იქნება არა მარტო კანონის ხელმოწერისა და გამოქვეყნების პროცედურის, არამედ ასევე, პრეზიდენტის მიერ კანონის ხელმოწერისა და გამოქვეყნების უფლებამოსილების დარღვევა.]

 

„ფორმალური კონსტიტუციურობის’’ სხვა კომპონენტის - „სადავო აქტის ფორმის დაუცველობამაც’შეიძლება, გამოიწვიოს უფლებამოსილების დარღვევა. მაგალითად, საგანგებო მდგომარეობის დროს მთავრობამ გამოსცა „დადგენილება’’, რომლითაც საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდისთვის შეიზღუდა რამდენიმე ძირითადი უფლება. ამავდროულად, პრეზიდენტის დეკრეტი უფლებების შეზღუდვის შესახებ არ გამოცემულა.

 

· ამ შემთხვევაში, პრეზიდენტის, [რომელიც გამოსცემს შესაბამის დეკრეტს] და პარლამენტის, [რომელიც ამტკიცებს მას], უფლებამოსილებები გარდა, ირღვევა „კონსტიტუციის მოთხოვნა ფორმასთან დაკავშირებით’’, რადგანაც „საგანგებო მდგომარეობის დროს’’ ძირითადი უფლებები შეზღუდა არა „პრეზიდენტის დეკრეტმა’’, არამედ სხვა სახის ნორმატიულმა აქტმა - „მთავრობის დადგენილებამ’’.

 

 · ზემოაღნიშნული მაგალითებიც მეტყველებს, რომ „ფორმალური კონტროლის’’ მთავარი კომპონენტი „უფლებამოსილებაა’’, რადგანაც დავა სწორედ მის დარღვევას შეეხება.

 

 · აქედან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლოს მთავარი ამოცანაა, შეამოწმოს, „რამდენად მოქმედებდა მოპასუხე თავისი კომპეტენციის ფარგლებში’’ და „ხომ არ მიითვისა მან მოსარჩელის რომელიმე კონსტიტუციური უფლებამოსილება’’

 

 

შემოწმების შინაარსი’’

·        უფლებამოსილების შესახებ დავის’’ არსიდან გამომდინარე, „სადავო ნორმის“ შემოწმებისას წამყვანი „ფორმალური კონტროლია’’, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლოს გაუჭირდება შესაბამისი დასკვნების გამოტანა „სადავო ნორმის’’ მატერიალური შინაარსის’’ სათანადო გაანალიზებისა და შეფასების გარეშე.

· ამ თვალსაზრისითგანსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება იმის გარკვევას,

რამდენადაა დაცული განსაზღვრულობის პრინციპი’’ და „ხომ არ არის გამოწვეული მოსარჩელის კონსტიტუციური უფლებამოსილების დარღვევა ნორმის ბუნდოვანებითა და ორაზროვნებით’’.

 

 

კონსტიტუციური სარჩელის’’ დაკმაყოფილების შედეგებ

·        საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის შესაბამისად, „უფლებამოსილების შესახებ დავაზე’’ კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილება იწვევს „კომპეტენციის დამრღვევი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად ცნობას მისი ამოქმედებიდან’’ (ex tunc).

 

ყურადღება:

 

·        ეს წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციასთან, რომელიც ადგენს „არაკონსტიტუციურად ცნობილი აქტის ან მისი ნაწილის ძალის დაკარგვის’’ სხვა მომენტს -„საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების „გამოქვეყნებას’, [თუ ამ გადაწყვეტილებით დადგენილი არ არის აქტის ან მისი ნაწილის ძალის დაკარგვის სხვა, „გვიანდელი’’ ვადა.]

 

·        აღსანიშნავია, რომ ანალოგიურ ფორმულირებას „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონიც შეიცავს

 

·         ამდენად, კოლიზია ორგანული კანონის ნორმებს შორისაც არის.

 

·         სადავო ნორმის „ძალადაკარგულად ცნობა მისი ამოქმედებიდან’’ სამართლებრივი უსაფრთხოების კუთხითაც შესაძლოა, გახდეს პრობლემური.

 

·        შეიძლება, უფლებამოსილების დამრღვევი ნორმის სამართლებრივი შედეგები არ იყოს ისეთი მასშტაბისა და შინაარსის, რომ მათმა რევიზიამ „სამართლებრივი უსაფრთხოება და სტაბილურობა’’ სერიოზულად დააზიანოს. თუმცა, ეს ვარაუდი, კონკრეტული შემთხვევების სპეციფიკიდან გამომდინარე, ყოველთვის არ გამართლდება.

 

·        აქედან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლოს ამ კომპეტენციის ფარგლებშიც უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ შეაფასოს ვითარება და თავად გადაწყვიტოს, თუ რა მომენტიდან დაკარგავს ძალას არაკონსტიტუციური ნორმა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები