"გარემოზე ზემოქმედების ნებართვაზე''' უარი- კაზუსი

 

მოქალაქე ნატალი მაისურაძემ მიმართა სასამართლოს სარჩელით. მოქალაქე აღნიშნავდა სარჩელში, რომ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმართა "გარემოზე ზემოქმედების ნებართვის'' მიღების თხოვნით. სამინისტროს მხრიდან მას დაევალა გეოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის წარდგენა 5 დღის ვადაში, 25 სექტემბერს. ეპიდემოლოგიური მდგომარეობის გამო ნატალი მაისურაძემ ვერ მოახერხა აღნიშნული დასკვნის წარდგენა ვადაში, რადგან ის იმყოფებოდა სვანეთში, როდესაც დაწესდა საკარანტინო რეჟიმი და მოუწია სვანეთში დარჩენა 5 ოქტომბრამდე. ამის შესახებ აცნობა სამინისტროს 23 ოქტომბერს, თუმცა სამინისტრომ ეს არ გაითვალისწინა.

გთხოვთ, შეაფასოთ მოქალაქე ნატალი მაისურაძის მოთხოვნის კანონიერება და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილების მართებულობა.

ჰიპოთეზა: შესაძლოა მოქალაქე ნატალი მაისურაძის მოთხოვნა იყოს არაკანონიერი, ხოლო ადმინისტრაციულო ორგანოს გადაწყვეტილება - მართებული სზაკ-ის 94-ე მუხლის IV ნაწილის საფუძველზე.

ფაქტობრივი გარემოებები:

მოქალაქე ნატალი მაისურაძემ მიმართა სასამართლოს სარჩელით. მოქალაქე აღნიშნავდა სარჩელში, რომ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმართა გარემოზე ზემოქმედების ნებართვის მიღების თხოვნით. სამინისტროს მხრიდან მას დაევალა გეოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის წარდგენა 5 დღის ვადაში, 25 სექტემბერს. ეპიდემოლოგიური მდგომარეობის გამო ნატალი მაისურაძემ ვერ მოახერხა აღნიშნული დასკვნის წარდგენა ვადაში, რადგან ის იმყოფებოდა სვანეთში, როდესაც დაწესდა საკარანტინო რეჟიმი და მოუწია სვანეთში დარჩენა 5 ოქტომბრამდე. ამის შესახებ აცნობა სამინისტროს 23 ოქტომბერს, თუმცა სამინისტრომ ეს არ გაითვალისწინა.

ნორმა და მისი სუბსუმცია:

სზაკ-ის 83-ე მუხლი:

2. თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია.

3. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დამატებითი დოკუმენტის ან სხვა ინფორმაციის წარდგენის დაწესებული ვადა არ შეიძლება იყოს 5 დღეზე ნაკლები. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია განმცხადებლის მოთხოვნით მხოლოდ ერთხელ, მაგრამ არა უმეტეს 15 დღით, გააგრძელოს დოკუმენტის ან სხვა ინფორმაციის წარდგენის ვადა.

5. თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.

სზაკ-ის მუხლი 94-ე:

3. გაშვებული ვადა უნდა აღდგეს, თუ დაინტერესებულმა მხარემ კანონით ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილი ვადა გაუშვა არაბრალეულადდაუძლეველი ძალის, ავადმყოფობის, ადმინისტრაციული ორგანოს მიზეზით ან სხვა საპატიო მიზეზით.

4. დაინტერესებული მხარე გაშვებული ვადის აღდგენის შესახებ წერილობითი განცხადებით მიმართავს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ მუხლის მე-3 ნაწილში აღნიშნული გარემოებათა აღმოფხვრიდან არა უგვიანეს 15 დღისა. განცხადებას უნდა დაერთოს შესაბამისი დოკუმენტები და მასალები, რომლებიც ადასტურებენ ვადის გაშვების საპატიო საფუძვლის არსებობას.

 

კაზუსის ფაბულიდან იკვეთება, რომ ინდაქტის (სზაკ 2 I დ) გამოცემის თაობაზე (გარემოზე ზემოქმედების ნებართვის მიღების შესახებ) ფიზიკურმა პირმა ნატალი მაისურაძემ განცხადებით (სზაკ 2 I თ) მიმართა საჯარო ორგანიზაციული მოწყობის ადმინისტრაციულ ორგანოს (სზაკ 2 I ა), კერძოდ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს.

სამინისტროს მხრიდან მას დაევალა გეოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის წარდგენა 5 დღის ვადაში, 25 სექტემბერს.

ამრიგად, აქ დაცულია სზაკ-ის 83-ე მუხლის III ნაწილის მოთხვონა, რომ თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დამატებითი დოკუმენტის ან სხვა ინფორმაციის წარდგენის დაწესებული ვადა არ შეიძლება იყოს 5 დღეზე ნაკლები.

ეპიდემოლოგიური მდგომარეობის გამო ნატალი მაისურაძემ ვერ მოახერხა აღნიშნული დასკვნის წარდგენა ვადაში, რადგან ის იმყოფებოდა სვანეთში, როდესაც დაწესდა საკარანტინო რეჟიმი და მოუწია სვანეთში დარჩენა 5 ოქტომბრამდე.

შესაბამისად, სახეზეა სზაკ-ის 94-ე მუხლის III ნაწილით გათვალისწინებული დაუძლეველი ძალის მდგომარეობა, კერძოდ, ეპიდემოლოგიური მდგომარეობა, რის გამოც დაინტერესებულმა მხარემ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილი ვადა გაუშვა არაბრალეულად.

ამის შესახებ აცნობა სამინისტროს 23 ოქტომბერს, თუმცა სამინისტრომ ეს არ გაითვალისწინა.

კაზუსში მოცემული ფაქტობირივი გარემოებებიდან გამოჩანს, რომ მოქალაქე ნატალი მაიუსრაძემ დაარღვია სზაკ-ის 94-ე მუხლის IV ნაწილით დადგენილი 15 დღიანი ვადა საკარანტინო რეჟიმის აღმოფხვრიდან (5 ოქტომბერი) ადმინისტრაციული ორგანოსთვის წერილობითი განცხადებით მიმართვასთან დაკავშირებით გაშვებული ვადის აღდგენის თაობაზე, რამდენადაც აღნიშნული განცხადება სამინიტროში მხოლოდ 23 ოქტომბერს შეიტანა.

დასკვნა: მოქალაქე ნატალი მაისურაძის მოთხოვნა არის არაკანონიერი, ხოლო ადმინისტრაციულო ორგანოს გადაწყვეტილება - მართებული სზაკ-ის 94-ე მუხლის IV ნაწილის საფუძველზე.

 

 

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები