კაცი,რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა ანუ აზრის თავისუფლება - გურამ დოჩანაშვილი
.jpg) 
  1.      როგორ განუსაზღვრა სოციოლოგიური გამოკვლევის  ხელმძღვანელმა ხელქვეითს მისი მომავალი ნაშრომის მიზანი ?       „ - თქვენს  მომავალ  ნაშრომში  უნდა  აისახოს  ქალაქის  ტიპის  დასახლებაში  მცხოვრებ  მუშა - მოსამსახურეთა  ყოველდღიური  საქციელის  ასპექტების  ასახვა  და  გამომჟღავნდეს  კანონზომიერებანი , რომლებიც  განსაზღვრავენ  მის  დამოკიდებულებას  ცხოვრების  პირობებისადმი . საზოგადოების  ფუნქციონირებისა  და  განვითარების  იმ  მხარეებში , რომელსაც  ამჟამად  გაცილებით  მეტი  ყურადღება  ექცევა , ვიდრე  აქამდე , პატარა  ადგილს  როდი  იჭერს  ყოფა - ცხოვრება , წარმოების  გარეთა  სფერო  ადამიანის  საქციელსა  და  მოქმედებაში . ასანთი  ხომ  არა  გაქვს ?   მე  ჩემი  ბედი ... - არა  მქონდა . “       „ ადამიანის  ცხოვრებისეულ  მოქმედებაში  წარმოების  გარეთ , მისი  საქციელი  ყოველდღიურ  საქმიანობაში  თანდათან  უფრო  მნიშვნელოვანი  ელემენტი  ხდება  მის  ყოფა - ცხოვრებაში . და  ამიტომაც  ხაზგასმული  ყურადღება  უნდა  მიექცეს  მის  თავისუფალ  დროს , რომლის  სფერ...