საქართველო-რუსეთის ურთიერთობები მე-16-დან - მე-19 საუკუნემდე
პირველი კონტაქტები რუსეთთან · პირველი კონტაქტები საქართველოსა და რუსეთს შორის ჯერ კიდევ ადრეულ შუა საუკუნეებში მყარდება,მაგრამ მხოლოდ ფრაგმენტული სახით.(იხ. თამარ მეფე ,გიორგი რუსი) · ქართულ სამეფოებსა და რუსეთს შორის ურთიერთობები პოლიტიკურ მნიშვნელობას მე-16 საუკუნის მე-2 ნახევრიდან იძენს(იხ. კახეთის მეფე ლევანი) · მე-16 საუკუნის მე-2 ნახევარში რუსეთის სახელმწიფომ (ივანე მრისხანემ) შეიერთა მდ. ვოლგის აუზის თათრული(მონღოლური) სახანოები(ყაზანის,ასტრახანის,ციმბირის სახანოები რომლებიც ოქროს ურდოს დაშლის შემდეგ წარმოიქმნა ) · ივანე მრისხანე შეეცადა ჩრდილოეთ კავკასიის აღმოსავლეთ ნაწილშიც გამაგრებულიყო; · 1567 წელს ივანე მე-4-მ(მრისხანემ) მდ. სუნჯის და თერგის შესართავთან ახლოს პირველი რუსული ციხე-სიმაგრე ააგებინა. · ...