პუნქტუაციის წესები
პუნტუაცია (მომდინარეობს ლათ. Punctum “ წერტილი’’ სიტყვისაგან) არის სასვენი ნიშნების დადგენილი სისტემა და ამ ნიშნების გამოყენების წესები . სასვენი ნიშნების წარმოშობა-ჩამოყალიბება უკავშირდება მწიგნობრობის განვითარების ისტორიას. პუნქტუაცია გულისხმობს ისეთი პირობითი ნიშნების არსებობას,რომელთა გამოყენებითაც შესაძლებელი ხდება ფრაზის ბუნებრივი ინტონაციურ-მოდალური დანაწევრების გამოხატვა, წარმოთქმული ფრაზის შესაფერისი წერილობითი გადმოცემა. თანამედროვე პუნქტუაცია არსებითად უნივერსალური(საერთაშორისო) სისტემაა როგორც ძირითად სასვენ ნიშანთა,ისე მათი გამოყენების ნორმების თვალსაზრისით.ეს იმას ნიშნავს,რომ სასვენ ნიშნებს არსებითად ერთგვაროვნად იყენებს მსოფლიოს ყველა ძირითადი ქვეყნის მწიგნობრობა (მცირეოდენ თავისებურებათა გათვალისწინებით). სასვენი ნიშნები და მათი ძირითადი დანიშნულება : 1. წერტილი (.) იწერება : ა) თხრობითი წინადადების ბოლოს,თუ ეს წინადადება სინტაქსურადაც და აზრობრ...