Сообщения

Сообщения за ноябрь, 2021

გრიგოლ ხანძთელის სახე-გიორგი მერჩულეს მიხედვით

Изображение
  „ მადლითა სავსჱ, განსრულებული სიბრძნითა, დიდი მღდელი , კეთილად განმგებელი მოღუაწჱ , უდაბნოთა ქალაქმყოფელი, ზეცისა კაცი და ქუეყანისა ანგელოზი, სანატრელი , სულიერად მამაჲ და წინამძღუარი , მაშენებელი ხანძთისა და შატბერდისაჲ “ - თითოეული ამ ეპითეტით გრიგოლ ხანძთელს,მე-8-მე-9 საუკუნეების გამორჩეულ ქართველ მოღვაწეს,ახასიათებს გიორგი მერჩულე,ავტორი “ცხოვრებაი წმიდისა გრიგოლ ხანძთელისაი“-სი.   გრიგოლ ხანძთელი დაიბადა 759 წელს და 102 წლისა გარაიცვალა (861 წ-ს). მისი სამოღვაწეო ასპარეზი ფართო იყო. მისი მოღვაწეობის დროს ქვეყანაში რთული და დაძაბული პოლიტიკური ვითარება იყო შექმნილი. დასავლეთ საქართველოს „აფხაზეთი“ ერქვა და განაგებდა მეფე ,რომელიც ბიზანტიის ვასალი იყო. ბიზანტიის იმპერატორთა ნებართვით ინიშნებოდნენ ტაო-კლარჯეთის გამგებლებიც კურაპალატის წოდებით. ქართლი მე-8 საუკუნიდან(50-იანი წლებიდან) არაბებს ჰქონდათ დაპყრობილი. თბილისის არაბი ამირა მე-9 საუკუნეში არა მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოს განაგებდა ,არამედ სამხრეთი(ტაო-კლარჯეთი) და დასავლეთისაქართველოს ...