ვაჟა-ფშაველა -" სტუმარ-მასპინძელი" განხილვა
  თავი  1   1.       რამ აუმღვრია გული მდინარეს ?    ჯავრმა- არაბ.  ჯავრ «უსამართლობა», «ძალადობა» ,   დარდი, საწუხარი, საფიქრალი.   „ ბნელს  ხევზე  მოჰყეფს  მდინარე , გულამღვრეული  ჯავრითა “ .       2.       რას ვერ იგუებენ მთები ?       მთები მათ კალთებზე დაღვრილ სისხლს ვერ ეგუებიან,ცდილობენ ჩამოიბანონ:   გადმოხრილიყვნენ  მთანიცა ,   ხელ - პირს  იბანდენ  წყალზედა ;   ბევრი  მომკვდარა  მათს  მკერდზე ,   სისხლს  ვერ  იხდენენ  ტანზედა ;           3.       რა ჩვევა ჰქონია ნისლს ?       ნისლი ცოტახნით სტუმრობს არეს,შემდეგ კი სახეტილოდ მიდის,სადაც მივა ყველაფერს უხილავად ხდის ,სანადიროდ წასულ მონადირეებს დიდ სირთულეებს უქმნის და გზა-კვალს ურევს;   სოფლის  თავს  სძინავს  შავს  ნისლსა    დაფიქრებულის  სახითა .   ყურს  უგდებს  არე - მარესა ,   გულ - ლაღობს  სანახავითა .   სტუმარი  ცოტა  ხანისა    ხვალ  სხვაგან  წავა  აქითა .   წავა , გადივლის  გორებსა ,   ქედებსა  ყინულიანსა ...