Сообщения

Сообщения за апрель, 2021

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

    საქართველოში რეალიზმი როგორც ლიტერატურული მიმდინარეობა მე-19 საუკუნის მე-2 ნახევრიდან ყალიბდება;  • კრიტიკული რეალიზმის ყველაზე მნიშვნელოვანი წარმომადგენლები საქართველოში ილია ჭავჭავაძე და აკაკი წერეთელი არიან.  • შევეცადოთ გავარკვიოთ როგორ გაიაზრეს მათ პოეტისა და პოეზიის დანიშნულება .  • ამისათვის განვიხილოთ ილია ჭავჭავაძის „ჩემო კალამო“ და „პოეტი“.  • გავაანალიზოთ ასევე აკაკი წერეთლის ლექსები „ჩანგური’’ და „პოეტი ‘’.  „ჩემო კალამო“   • 1861 წლის გაზაფხულზე, აპრილში ილია ჭავჭავაძემ დატოვა პეტერბურგის უნივერსიტეტი და საქართველოში გამოემგზავრა  • ილიამ საქართველოში ჩამოსვლის პირველ წელსვე თავის გარშემო შემოიკრიბა ახალი თაობა, ქვეყნის ცოცხალი ძალები. ამ დროს ჩაეყარა საფუძველი ილიას მოთავეობით იმ საზოგადოებრივ დაჯგუფებას, რომელიც “პირველი დასის“ სახელით არის ცნობილი.  • შორეული მგზავრობიდან დაბრუნებული და ახლად გაჩაღებულ ლიტერატურულ ბრძოლაში ჩაბმული ახალგაზრდა პოეტი ზაფხულსა და შემოდგომას მშობლიურ ყვარელში ატარებს, სადაც იგი 1861 წლის ა...