Сообщения

Сообщения за декабрь, 2020

ჰიპოთერმია

Изображение
  სიცივეს  კაცი  მოუკლავს ? ცნობილია, რომ ზამთრის სუსხი სხეულის გაკაჟებას, გაჯანსაღებას უწყობს ხელს. ტყუილად ხომ არ გვირჩევენ ექიმები, ზამთარში ცოტა ხნით მაინც წავიდეთ მთის კურორტზე – ინფექციების შემოსევას უფრო ადვილად გაუმკლავდებითო. მაგრამ მეტისმეტი არც სიცივე ვარგა – გადაცივება ორგანიზმისთვის ძალზე სახიფათოა, ზოგჯერ – სასიკვდილოც კი. ჰიპოთერმია – ასე ეწოდება მდგომარეობას, რომელიც შენობაში თუ მის გარეთ ტემპერატურის მკვეთრი დაცემის შედეგად ვითარდება. ის განსაკუთრებით სახიფათოა ბავშვებისა და ხანდაზმულებისთვის –, მათ თბორეგულაციის მექანიზმები რამდენადმე სუსტი აქვთ და გარემოს ტემპერატურის ნებისმიერ ცვლილებას ძნელად იტანენ. ჩვენს ორგანიზმს, სისხლძარღვების შევიწროება-გაფართოებით დაწყებული, კანკალით დამთავრებული, ოპტიმალური ტემპერატურის შენარჩუნების არაერთი საშუალება აქვს, მაგრამ ძალიან დაბალ ტემპერატურაზე კომპენსატორული მექანიზმები ნაკლებეფექტურია. შედეგად ზიანდება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოები .   სიცივით გამოცდა ჰიპოთერმია შეიძლება განუვითარდეს ყველას, ვისაც გარ...