Сообщения

Сообщения за сентябрь, 2020

თურე ბედი მოაღალფებს კაცსა ეგზომ არ-ღაფალსა-რუსთველის აფორიზმები კომენტარებით !

  გასტეხს ქვასაცა მაგარსა გრდემლი ტყვიისა ლბილისა .(ეს ეხება ე.წ. რბილ(არა უხეშ) ძალას ეს რბილი ძალა ნელ-ნელა უკეთეს შედეგს გამოიღებს ვიდრე მკვეთრი და უხეში ძალა ) რასაცა გასცემ შენია რაც არა დაკარგულია (როსტევანი თინათინს   აფორიზმი: სხვათა ერთგულების და ლოიალობის მოსაპოვებლად საჭიროა რაღაც ფასეულობის გაცემა) კაცმან საქმე მოაგვაროს,ვეჭვ ჭმუნვასა ესე სჯობდეს (თინათინი როსტევანს პრობლემის გადაწყვეტისკენ მოუწოდებს და არა ფუჭი განცდებისკენ ) მარგალიტი არვის მიხვდეს უსასყიდლოდ უვაჭრელად (ავთანდილი შერმადინს აფორიზმი:რაიმე პრობლემის მოგვარება,მიზნის მიღწევა   დიდ და სწორ ძალისხმევას მოითხოვს ) ავსა კარგად ვერვინ შეცვლის,თავსა ახლად ვერვინ იშობს (ავთანდილი თავის თავს მოუწოდებს შეეგუოს არსებულ სიტუაციას ,რეალობას, არ ღირს წარსულზე,დაშვებულ შეცდომაზე დარდი საჭიროა დაშვებული   შეცდომის გამოსწორება და არა ფუჭი განცდები) განგებასა ვერვინ შეცვლის,არ-საქმნელი არ იქნების (ავთანდილი თავის თავს მოუწოდებს გადაულახავ წინააღმდეგობაზე დროის და ენერგიის დაკარგვა არ ღირს.მთავარი...