თემა 11. მოხელის სამსახურიდან გათავისუფლება (106-116 მუხლები)

 

 

სარჩევი:

მუხლი 106. მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების არსი. 1

მოხელის ხელმძღვანელი პირისთვითნებობისგან’’ „დაცვა’’[მუხ.106 ნაწ. 1-ლი] 1

სამსახურიდან გათავისუფლების  ფორმალური კანონიერების კრიტერიუმი-გადაწყვეტილების მიღება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფორმით.[მუხ. 106-  ნაწ. მე-3] 2

მუხლი 107. მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების სავალდებულო საფუძვლები. 3

კომენტარი მუხლის 1-ელ ნაწილზე: 4

) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა; 5

) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება; 5

)მოხელის მიმართ სასამართლოს საბოლოო გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა; 6

) მძიმე დისციპლინური გადაცდომის ჩადენა, თუ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად“ „ სამსახურიდან გათავისუფლება’’ განისაზღვრა; 6

) ამ კანონის 53- მუხლის მე-3 პუნქტისქვეპუნქტით გათვალისწინებული შედეგით ზედიზედ ორჯერ შეფასება; 7

) მოხელის გამოსაცდელი ვადის განმავლობაში ამ კანონის 53- მუხლის მე-3 პუნქტისქვეპუნქტით გათვალისწინებული შედეგით ორჯერ შეფასება; 7

)სახელმწიფო სამსახურში ან საჯარო სამსახურში სხვა თანამდებობაზე დანიშვნა; 7

კომენტარი მუხლის მე-2 ნაწილზე: 8

მუხლი 108. მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების სხვა საფუძვლები. 8

უხლი 109. მოხელის სამსახურიდან გათავისუფლება პირადი განცხადების საფუძველზე. 10

მუხლის 1-ლი ნაწილის კომენტარი. 11

მუხლის მე-2  ნაწილის კომენტარი. 11

თუკი მოხელე სამსახურიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს. 12

უხლი 110. მოხელის სამსახურიდან გათავისუფლება საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით.. 13

ამ მუხლის 1-ლი ნაწილის კომენტარი. 13

ამ მუხლის მე-2  ნაწილის კომენტარი. 13

მუხლი 111. მოხელის სამსახურიდან გათავისუფლება ჯანმრთელობის მდგომარეობის ან/და ხანგრძლივი შრომისუუნარობის გამო.. 14

მუხლის კომენტარი: 14

მუხლის 1-ლი ნაწილის კომენტარი. 15

მუხლის მე-2  ნაწილის კომენტარი. 15

მუხლი 112. მოხელის სამსახურიდან გათავისუფლება’’ მოხელის თანამდებობაზე დანიშვნის დროს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში. 16

მუხლის კომენტარი: 16

მუხლი 113. მოხელის სამსახურიდან გათავისუფლებასაჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებსაქართველოს კანონის მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში. 18

მუხლი 114. მოხელის გაფრთხილება სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. 20

მუხლი 115. კომპენსაცია მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში. 21

კომენტარი: 21

მუხლი 116. მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შეზღუდვა. 21

 

 

 

მუხლი 106. მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების არსი

 

1. მოხელე სამსახურიდან თავისუფლდება მხოლოდ ამ კანონით გათვალისწინებულისაფუძვლის” არსებობისას.

 

2. მოხელე სამსახურიდან თავისუფლდება შესაბამისი საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის ან საამისოდ უფლებამოსილი სხვა პირის მიერ.

 

3. მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ’ გადაწყვეტილება არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და იგი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52- და 53- მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს.

 

 

 

მოხელის ხელმძღვანელი პირისთვითნებობისგან’’ „დაცვა’’[მუხ.106 ნაწ. 1-ლი]

 

მუხლის პივე;ო ნაწილის თანახმად, მოხელის სტატუსის შეწყვეტა’’[ე..ი. სამსახურიდან გათავისუფლება], ისევე როგორც მისი მოპოვება[ე.ი. სამსახურში მიღება], ხდება მხოლოდ და მხოლოდ  ამ კანონით[კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ’’] გათვალისწინებული საფუძვლებით და ფორმით.

 

კანონის ეს შეზღუდვა ემსახურება მოხელის დაცვას საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი თანამდებობის პირის მხრიდან თვითნებური გათავისუფლებისგან

 

მოხელის ხელმძღვანელი პირის „თვითნებობისგან’’ „დაცულობა“  არის მოხელის მიერ  მმართველობითი უფლებამოსილებების დამოუკიდებლად, კანონის და საკუთარი შინაგანი რწმენის საფუძველზე განხორციელების უცილებელი წინაპირობა.

 

 მოხელის სტატუსის“[სამართლებრივი მდგომარეობის]  შინაარსს განსაზღვრავს მისი უვადოდ’’ დანიშვნა.

 საჯარო სამსახურის განხორციელების უვადობის’’ გარანტიაა მოხელის სამსახურიდან მხოლოდ ამ კანონის’’ საფუძველზე გათავისუფლების დაშვება.

 

[შენიშვნა: მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლებს ადგენს ამ კანონის’’ ის თავი, რომელიც საფუძვლებს ორ ნაწილად აჯგუფებსმოხელის სამსახურიდან გათავისუფლების  ა)სავალდებულო საფუძვლებად და ბ)„სხვა საფუძვლებად. ]

 

 

სამსახურიდან გათავისუფლების  ფორმალური კანონიერების კრიტერიუმი-გადაწყვეტილების მიღება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფორმით.[მუხ. 106-  ნაწ. მე-3]

 

 

·       მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების  კანონიერების კრიტერიუმია არა მარტო მისი მატერიალური კანონიერების ელემენტის (ე.ი. ამ კანონის 107- და 108- მუხლები) გათვალისწინება, არამედ ფორმალური კანონიერების კრიტერიუმის დაცვაგადაწყვეტილების მიღება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფორმით.

 

·       პირი მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე’’ მიიღება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის’’ გამოცემის საფუძველზე, რომელიც არის დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის სამოხელეო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის საფუძველი.

·       ამ ურთიერთობის’’ შეწყვეტა უნდა მოხდეს იმავე ფორმით, რომელი ფორმითაც ხდება მისი წარმოშობა.

·       ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის’’ საფუძველზე წარმოშობილი უფლებები და მოვალეობები არ შეიძლება შეიცვალოს ან გაუქმდეს ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის სხვა სამართლებრივი ფორმის გამოყენებით.

·        იმისათვის რომ, მოხელის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი’’ კანონიერად მივიჩნიოთ, იგი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის [სზაკ-ის]  52-[„ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის რეკვიზიტები“] და 53-[„ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთება’’]  მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს.

ყურადღება:

 

·       მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება  ასევე უნდა აკმაყოფილებდეს სზაკ-ით დადგენილ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ელემენტებს [იხ. სზაკ-ის მე-2 მუხლში მოცემული ინდაქტის ლეგალური დეფინიცია]:

 

სზაკ-ით დადგენილ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ელემენტებია:

 

 ) ადმინისტრაციული ორგანომოხელე სამსახურიდან თავისუფლდება შესაბამისი საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის ან საამისოდ უფლებამოსილი სხვა პირის მიერ; [106 მუხ. მე-2 ნაწ]

 

) ადმინისტრაციული კანონმდებლობამოხელე სამსახურიდან თავისუფლდება მხოლოდსაჯარო სამსახურის შესახებსაქართველოს კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას; [106 მუხ. 1ლი ნაწ]

 

) მოწესრიგებ’’მოხელის სამსახურიდან გათავისუფლება იწვევს სამოხელეო სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტას, რაც წარმოადგენს მოხელის უფლების შეზღუდვას;

 

)პირი ან პირთა შეზღუდული წრე მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ’ გადაწყვეტილების „მოწესრიგების ადრესატი არის ინდივიდუალურად განსაზღვრული პირი და ახდენს მისი კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგებას.

 

 მოხელის სამსახურიდან გათავისუფლება ხდება შესაბამისი საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის ან საამისოდ უფლებამოსილი სხვა პირის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, თუმცა ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს ამ კანონის 107- მუხლით განსაზღვრული მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების კანონისმიერი სავალდებულო საფუძველი’’ და 108- მუხლში მოცემული სხვა საფუძველი’’.

 

პირველ შემთხვევაში, სახეზეა მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების კანონით განსაზღვრული სავალდებულო საფუძველი, რაც საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელს არ აძლევს დისკრეციულ უფლებამოსილებას, გაათავისუფლოს თუ არა მოხელე სამსახურიდან,

ხოლო ამ კანონის 108- მუხლით დადგენილ შემთხვევებში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკუთარი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე.

 

 

მუხლი 107. მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების სავალდებულო საფუძვლები

 

1.მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების სავალდებულო საფუძვლებია:

 

) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა;

 

) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება;

 

) სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება, გარდაცვლილად გამოცხადება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;

 

) მოხელის მიმართ სასამართლოს საბოლოო გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა;

 

) მძიმე დისციპლინური გადაცდომის ჩადენა, თუ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად სამსახურიდან გათავისუფლება განისაზღვრა;

 

) ამ კანონის 53- მუხლის მე-3 პუნქტისქვეპუნქტით გათვალისწინებული შედეგით ზედიზედ ორჯერ შეფასება;

 

 ) მოხელის გამოსაცდელი ვადის განმავლობაში ამ კანონის 53- მუხლის მე-3 პუნქტისქვეპუნქტით გათვალისწინებული შედეგით ორჯერ შეფასება;

 

) სახელმწიფო სამსახურში ან საჯარო სამსახურში სხვა თანამდებობაზე დანიშვნა;

 

) პერიოდული, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შემოწმების შედეგად ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტის დადასტურება, გარდა მოხელის მიერ მისი სამკურნალო მიზნით მოხმარების შემთხვევისა, აგრეთვე ასეთი შემოწმებისთვის თავის არიდება;

 

) გარდაცვალება.

 

 2. მოხელე სამსახურიდან თავისუფლდება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი ‘’ გარემოების გამოვლენის დღიდან.[!]

 

 

 

 

კომენტარი მუხლის 1-ელ ნაწილზე:

 

·       კანონის ეს მუხლი განსაზღვრავს იმ შემთხვევებს, რომელთა არსებობაც გამორიცხავს პირის საჯარო სამსახურში მოხელის თანამდებობაზე დანიშვნას.

·       შესაბამისად, ასეთი საფუძვლების არსებობისას კანონმდებელი ადგენს მოხელის სტატუსის შეწყვეტის სავალდებულოობას.

·       ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ სუბიექტს აქვს ვალდებულება, ყოველგვარი დისკრეციული უფლებამოსილების გარეშე, შეამოწმოს ფაქტის შესაბამისობა სამართლის ნორმასთან და ნორმის უშეცდომო შეფარდების საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება.

·        ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ემსახურება კანონმდებლის მიერ განხორციელებული ზოგად-აბსტრაქტული მოწესრიგების ინდივიდუალიზაციას და კონკრეტიზაციას, კონკრეტული მოხელის მიმართ ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღებას.

·       ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა აკმაყოფილებდეს სზაკ-ით დადგენილ მოთხოვნებს, კერძოდ,  ა)აქტის გამოცემამდე უნდა მოხდეს ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება და დაინტერესებულ მხარეს უნდა მიეცეს მასში მონაწილეობის შესაძლებლობა (გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის“, „დაქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა), ბ)„გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული, გ)„უნდა შეიცავდეს მითითებას უფლების დაცვაზე და დ)„მოხდეს მისი ოფიციალური გაცნობა სზაკ-ით დადგენილი წესების დაცვით

·       . ამ მუხლში მოცემული საფუძვლების არსებობისას ავტომატურად დგება მოხელის სტატუსის შეწყვეტის წინაპირობა, კანონმდებლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, თუმცა, კანონის ამ ნორმის ინდივიდუალური ნიშნით განსაზღვრულ სუბიექტზე და კონკრეტულ შემთხვევაზე გასავრცელებლად აუცილებელია ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მისი[ე.ი. ამ „წინაპორობის“] ასახვა და ადრესატისათვის, კანონმდებლობით დადგენილი წესების დაცვით, გაცნობა.

·       კანონმდებლის მიერ დადგენილიმოხელის სტატუსის შეწყვეტისსაფუძვლებია:

 

 ) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა;

 

საქართველოს მოქალაქეობა არის პირის მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე მიღების ერთ-ერთი საფუძველი. საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტ არის მოხელის სტატუსის შეწყვეტის საფუძველი, რამდენადაც არ გვაქვს სახეზე მოხელისათვის ამ კანონის 27- მუხლით დადგენილი ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნა. მოხელის სტატუსის შეწყვეტის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დგინდება მისი ძალაში შესვლა ასეთი გარემოების გამოვლენის დღიდან.

 

 ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება;

 

ეს ის შემთხვევაა, როდესაც მოხელის უნარი არ იძლევა შესაძლებლობას. რომ მან განხორციელოს ამ თანამდებობისათვის დადგენილი უფლებამოსილებები. პირის შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება ხდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს ფაქტობრივი გარემოება დგება დასაქმებულ პირსა და დამსაქმებელ საჯარო დაწესებულებას შორის არსებული ურთიერთობის მიღმა, როგორც ობიექტური გარემოება.

) სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება, გარდაცვლილად გამოცხადება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;

 

როდესაც მოხელე, ფაქტობრივად, ვერ ასრულებს მასზე დაკისრებულ უფლებამოსილებებს, მას უნდა ჰქონდეს ამის ობიექტური საფუძველი, რაც განაპირობებს მის მიმართ საჯარო დაწესებულების მიერ მიღებული გადაწყვეტილების შინაარსს.

 

თუკი სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურებულია, რომ პირი დაიკარგა ან გარდაიცვალა, საჯარო დაწესებულებას არ აქვს ვალდებულება იყოს მოლოდინის რეჟიმში. პირს ერთმევა მოხელის სტატუსი.

 

მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შემთხვევაში კი, ეს[ე.ი. მოხელის სტატუსის შეწყვეტა] დამოკიდებულია სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.

თუ მხარდაჭერის მიმღების სტატუსი ხელს არ უშლის მმართველობითი ფუნქციის განხორციელებას, პირი ვერ განთავისუფლდება სამსახურიდან.

 

)მოხელის მიმართ სასამართლოს საბოლოო გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა;

 

 მოხელე გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან იწყებს სასჯელის მოხდას.

ეს გამორიცხავს მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ფაქტობრივ განხორციელებას’’, რაც საჯარო დაწესებულებას აძლევს შესაძლებლობას, ამ კანონის 55- მუხლით გათვალისწინებული მოხელის სტატუსის შეჩერების რეჟიმიდან გადავიდეს შეწყვეტის რეჟიმზე.

 

) მძიმე დისციპლინური გადაცდომის ჩადენა, თუ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად“ „ სამსახურიდან გათავისუფლება’’ განისაზღვრა;

 

გადაწყვეტილების მიღების ეს საფუძველი წარმოიშობა სხვა სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში.

როცა ამ კანონით დადგენილ შემთხვევაში და საფუძვლებით ხორციელდება მოხელის მიმართ დისციპლინური წარმოება.

დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად, შესაძლებელია განისაზღვროს მოხელის სამსახურიდან გათავისუფლება, თუკი ა) ჩადენილია მძიმე დისციპლინური გადაცდომა და ბ)ეს დადასტურებულია საჯარო სამსახურის შესახებსაქართველოს კანონით გათვალისწინებული დისციპლინური წარმოების ჩატარების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილებით.

დისციპლინური წარმოების’’ ფარგლებში მიღებული ეს გადაწყვეტილება წარმოშობს საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის ვალდებულებას,დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით.

 

) ამ კანონის 53- მუხლის მე-3 პუნქტისქვეპუნქტით გათვალისწინებული შედეგით ზედიზედ ორჯერ შეფასება;

 

ყველა’’  იერარქიული რანგის თანამდებობაზე მომუშავე მოხელე ექვემდებარება შეფასებას.

შეფასების’’ მიზანია შესრულებული სამუშაოს და მოხელის უნარების შემოწმება, რომლის საფუძველზეც ვლინდება ის საჭიროებები, რომელზე მუშაობის შედეგადაც უნდა გამოსწორდეს პრობლემები ან/და დაიგეგმოს მოხელის შემდგომი კარიერული განვითარება, მოტივაცია და სხვა.

 თუკი ასეთი მცდელობა არ მოგვცემს შედეგს და მოხელის შემდგომი შეფასება არადამაკმაყოფილებელი იქნება, ეს გახდება მისი სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი.

ამასთან, მოხელის მხრიდან შეფასებაში მონაწილეობაზე უარის თქმა, კანონის შესაბამისად, მიიჩნევა მძიმე დისციპლინურ გადაცდომად’’, რაც, თავის მხრივ, შესაძლებელია გახდეს მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების’’ საფუძველი.

 

) მოხელის გამოსაცდელი ვადის განმავლობაში ამ კანონის 53- მუხლის მე-3 პუნქტისქვეპუნქტით გათვალისწინებული შედეგით ორჯერ შეფასება;

 

 მოხელე გამოსაცდელ ვადაში შეფასდება ოთხჯერ, [კვარტალურად  ანუ 3 თვეში ერთხელ ].

გამოსაცდელი ვადის პერიოდში მოხელის ორი უარყოფითი შეფასება ხდება მისი გათავისუფლების საფუძველი.

ეს შეიძლება მოხდეს გამოსაცდელი ვადის პერიოდში პირველი და მეორე უარყოფითი შეფასების შემთხვევაში, ანუ  6 თვის გასვლის შემდეგ, ხოლო პირველი და მესამე ან მეორე და მესამე უარყოფითი შეფასების შემთხვევაში 9 თვის გასვლის შემდეგ და 12 თვის თავზე [პირველი და მეოთხე, მეორე და მეოთხე ან მესამე და მეოთხე უარყოფითი შეფასების შემთხვევაში].

 

)სახელმწიფო სამსახურში ან საჯარო სამსახურში სხვა თანამდებობაზე დანიშვნა;

 

სახელმწიფო სამსახურში ან საჯარო სამსახურში სხვა თანამდებობაზე’’ მუშაობა შეუთავსებელია მოხელის სტატუსთან.

მოხელეს უნდა ეკავოს მოხელის მხოლოდ ერთი თანამდებობა.

მას არა აქვს უფლება იყოს  შრომით ურთიერთობაში საჯარო ან კერძო სექტორში’’, გარდა პედაგოგიური ან სამეცნიერო საქმიანობისა;

 

) პერიოდული, შემთხვევითი შერჩევის“ პრინციპით შემოწმების შედეგად ნარკოტიკული საშუალების მოხმარების’’ ფაქტის დადასტურება,[ გარდა „მოხელის მიერ მისი სამკურნალო მიზნით მოხმარების შემთხვევისა’’], აგრეთვე ასეთი შემოწმებისთვის თავის არიდება’’;

 

პირი მოხელის თანამდებობის დაკავებამდე’’  გადის ნარკოლოგიურ შემოწმებას და წარადგენს შესაბამის ცნობას.

ასეთი ფაქტის გამოვლენა ან უარი შემოწმებაზე გამორიცხავს მის შემდგომ პროფესიულ საქმიანობას, [რამდენადაც ის საფრთხის ქვეშ აყენებს მისი უფლებამოსილებების განხორციელებას კანონიერების პრინციპის მოთხოვნების შესაბამისად. ]

ამასთან, მოხელის მიმართ შესაძლებელია“ შემთხვევითი შერჩევის’’ პრინციპით განხორციელდეს ნარკოტიკული საშუალების მოხმარებაზე შემოწმება სამსახურის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე[!] ,ორგანიზაციის მიზნებიდან გამომდინარე.

 

გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ კანონმდებლის მიერ საჯარო მოსამსახურის მხრიდან ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტის გამოვლენის“ საჯარო სამსახურიდან უპირობო გათავისუფლების საფუძვლად მიჩნევა განპირობებულია,საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილებების’’ კანონიერების პრინციპის საფუძველზე განხორციელების უზრუნველყოფის მიზნებით.

 

) გარდაცვალება

 

ეს ის შემთხვევაა, როდესაც ფაქტობრივი გარემოება გამორიცხავს მოხელის მიერ „ შრომითი საქმიანობის განხორციელებას’’

„მოხელის სამართლებრივი სტატუსი“ წყდება ასეთი ფაქტის’’ დადგომიდან, რაც აისახებაინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში“.

 

კომენტარი მუხლის მე-2 ნაწილზე:

 

კანონმდებელიმუხლის მე-2 ნაწილით  განსაზღვრავს ჩამოთვლილი საფუძვლების არსებობისას მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების ზუსტ მომენტს, კერძოდ, მოხელე თავისუფლდება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი გარემოების გამოვლენის დღიდან.

 

 აღნიშნული დათქმის მნიშვნელობას უდიდესი დანიშნულება აქვს პრაქტიკაში.

 

სწორედ, სამოხელეო სამართლებრივი ურთიერთობების შეწყვეტის ზუსტ მომენტზეა დამოკიდებული ა)გათავისუფლებულ მოხელესთან ფინანსური ანგარიშსწორების და ბ)სხვა საბუღალტრო და ადმინისტრაციული ღონისძიებების განხორციელების მართლზომიერების საკითხები.

 

 

მუხლი 108. მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების სხვა საფუძვლები

 

მოხელე შესაძლებელია სამსახურიდან გათავისუფლდეს:

 

 ) პირადი განცხადების საფუძველზე, გარდა ამ კანონის 54- მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;

 

) საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით;

 

) ჯანმრთელობის მდგომარეობის ან/და ხანგრძლივი შრომისუუნარობის გამო;

 

) ამ კანონის 112- მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ არსებობს მოხელის კანონიერი ნდობის გამომრიცხველი გარემოება;

 

) საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებსაქართველოს კანონის მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში.

 

 

 

 

კომენტარი:

 

·       ამ მუხლში მოცემული შემთხვევები ხდება საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის ან საამისოდ უფლებამოსილი სხვა პირის მიერ გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

·       აქ ჩამოთვლილი გარემოებების არსებობა ავტომატურად არ ითხოვს პირის სამსახურიდან გათავისუფლებას.

·       კანონმდებელი ადგენს ა) გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივ საფუძვლებს და ბ)ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს დისკრეციული უფლებამოსილების უშეცდომოდ განხორციელების საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება.

·       ამ მუხლში მოცემული საფუძვლები’’ მოწესრიგებულია აღნიშნული თავის 109-113- მუხლებში, შესაბამისად, ამ დებულებების ანმარტება მოცემული იქნება ამ  მუხლებში.

·       ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას ადგენს კანონმდებელი .

·       თუმცა, ცალკეული კანონის ტექსტში უშუალოდ არ არის გამოყენებული ტერმინი დისკრეციული უფლებამოსილება“, იგი გამოიხატება სიტყვებითადმინისტრაციულ ორგანოსშეუძლია“, უფლება აქვს ანუფლებამოსილია“. მთელ რიგ შემთხვევაში, ეს გამომდინარეობს ნორმის შინაარსიდან.

·        ამის საპირისპიროდ, როდესაც კანონმდებელი უთითებს, რომ ადმინისტრაციული ორგანოვალდებულია“, „უნდა განახორციელოს“, უფლება არა აქვს“, უნდა აიკრძალოსდა .. ასეთ შემთხვევებში აშკარაა კანონმდებლის ნება: ადმინისტრაციულ ორგანოს არა აქვს მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება.

·       აქედან გამომდინარე, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში აუცილებელია სამართლის ნორმის შინაარსის გარკვევა.

·        ჩვენს მიერ განსახილველ მუხლში[108-ე მუხლი], კანონმდებლის მიერ გამოყენებული ფორმულირებამოხელე შესაძლებელია სამსახურიდან გათავისუფლდეს“, საჯარო დაწესებულებას აძლევს შესაძლებლობას, მიიღოს გადაწყვეტილება საკუთარი პასუხისმგებლობით, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში.

·       ეს ემსახურება, პირველ რიგში, კონკრეტულ შემთხვევაში სამართლიანი გადაწყვეტილების მიღების მიზანს.

·       დისკრეციული უფლებამოსილების მინიჭებით, საჯარო დაწესებულებას ეძლევა შესაძლებლობა, კანონის ნორმის მიზნებისა და კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, მიიღოს კონკრეტული შემთხვევისათვის სათანადო’’ გადაწყვეტილება.

·       აქედან გამომდინარე, საჯარო დაწესებულება ვალდებულია გაიაზროს, თუ  ა)რა მიზნის მისაღწევად  აქვს მას მინიჭებული ეს უფლებამოსილება, ბ)რომელი ფაქტობრივი გარემოებები უნდა იქნეს გათვალისწინებული და მხოლოდ ამის შემდეგ  შეაფასოს შემთხვევა და მიიღოს გადაწყვეტილება.

·       დისკრეციული უფლებამოსილების ქონა არ გულისხმობს საჯარო დაწესებულებისთვის სრული თავისუფლების მინიჭებას, იგი აკისრებს მას გარკვეულ უფლებამოსილებას, რომ საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება.

·       თუკი საჯარო დაწესებულება არ გამოიყენებს კანონმდებლის მიერ მისთვის მინიჭებული მოქმედების თავისუფალ სივრცეს, ასეთ შემთხვევაში, ეს იქნება შეცდომა დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში და, შესაბამისად, გადაწყვეტილება იქნება უკანონო

 

 

 

 

მუხლი 109. მოხელის სამსახურიდან გათავისუფლება პირადი განცხადების საფუძველზე

 

1. მოხელე პირადი განცხადების’’ საფუძველზე თავისუფლდება სამსახურიდან.

 

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე განცხადების რეგისტრაციიდან 14 სამუშაო დღის გასვლის შემდეგ, [გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ა)მოხელე სამსახურიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს და ბ)“მისი გათავისუფლება საფრთხეს არ უქმნის საჯარო დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას’’]

 

 3. სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე განცხადების რეგისტრაციიდან სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე მოხელეს უფლება აქვს, მოითხოვოს განცხადების განუხილველად დატოვება. ეს მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.

 

4. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოხელე სამსახურიდან თავისუფლდება სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით ოფიციალურად გაცნობისთანავე.

 

 

 

მუხლის 1-ლი ნაწილის კომენტარი

 

·       მოხელეს უფლება აქვს ნებისმიერ დროს მოითხოვოს სამსახურიდან გათავისუფლება და, როგორც წესი, ის არ არის ვალდებული დაასაბუთოს მისი ეს გადაწყვეტილება.

·       შრომის თავისუფლების’’ პრინციპი მოქალაქეს აძლევს თავისუფლებას, ყოველგვარი იძულების გარეშე მიიღოს გადაწყვეტილება, სურს თუ არა შრომით ურთიერთობაში იყოს დამსაქმებელთან.

·       მოხელე, სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე განცხადების საჯარო დაწესებულებაში შეტანით, ცალმხრივად’’ გამოხატავს საჯაროსამართლებრივ ნებას.’’

·        მოხელის ეს ცალმხრივი ნების გამოხატვა საჭიროებს მეორე მხარისათვის გაცნობა.

 

·       აუცილებელია, რომ ეს „ცალმხრივი  ნება’’ პირადად, ყოველგვარი ჩარევის გარეშე, ნათლად და გასაგებად იყოს გამოხატული.

 

 

მუხლის მე-2  ნაწილის კომენტარი

 

 

·       განცხადება სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ‘’ შესაბამის საჯარო დაწესებულებას უნდა წარედგინოს წერილობითი ფორმით, სადაც ხდება მისი რეგისტრაცია, რაც გამორიცხავს დავას ასეთი ნების არსებობის შესახებ.

·       მოხელის თავისუფალი ნების გამოვლენის’’ უზრუნველყოფას ემსახურება კანონით დადგენილი დათქმა, რომ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა

სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე განცხადების რეგისტრაციიდან 14 სამუშაო დღის გასვლის შემდეგ.

 

 

·       ამ მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად მუხლის მე-2 ნაწილში აღნიშნული დროის მონაკვეთში მოხელეს აქვს შესაძლებლობა, ნებისმიერ დროს, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, წერილობით განაცხადოს უარი  საკუთარ სამსახურიდან გათავისუფლების მოთხოვნაზე. [ანუ „გადაიფიქროს’’ სამსახურის დატოვება]

·       ასეთ შემთხვევაში, განცხადება რჩება განუხილველი და მას არ ეძლევა მსვლელობა.

 

 

·       კანონმდებლის მიერ გათვალისწინებული შეზღუდვა, რომლის თანახმადაც მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე განცხადების რეგისტრაციიდან 14 სამუშაო დღის გასვლის შემდეგ, არის სიახლე საქართველოს საჯარო სამსახურის კანონმდებლობაში, რაც ემყარება სამოხელეო სამართლებრივი დავების და ადმინისტრაციული მართლმსაჯულების ერთგვაროვანი პრაქტიკის ანალიზს.

·       ქვეყანაში ბოლო წლებში გავრცელებული შემთხვევა, როდესაც მოხელეები მასობრივად, საკუთარი ნებით წერენ განცხადებას სამსახურიდან წასვლის თაობაზე და შემდგომ, თავადვე, სადავოდ ხდიან ნების ნამდვილობას, სასამართლოს აძლევს ეჭვის საფუძველს, რომ შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს დამსაქმებლის მხრიდან დასაქმებულის ნებაზე უკანონო ზეგავლენას.

·       აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ დაადგინა სტანდარტი, რომლის თანახმადაც, დამსაქმებელს დაუდგინა ვალდებულება, დაადგინოს მოხელის მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის არსებობა.

 

თუკი მოხელე სამსახურიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს

 

·       თუკი მოხელე სამსახურიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს, შესაძლებელია ასეთი მოთხოვნის დაკმაყოფილებამხოლოდ  იმ შემთხვევაში, როდესაც საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი დარწმუნდება, რომ : ა)“ეს არის მოხელის ინტერესისა და ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგი და, ბ)“იმავდროულად, მისი გათავისუფლება საფრთხეს არ უქმნის საჯარო დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას.

 

 

 მიუხედავად იმისა, რომ მოხელეს უფლება აქვს, მოითხოვოს საჯარო სამსახურში დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება’’, შესაძლებელია ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს იმ ვადებში, როგორც ამას მოხელე ითხოვს.

 

როდესაც საჯარო დაწესებულების ნორმალური ფუნქციონირების ინტერესი ამას მოითხოვს, ხდება მოხელის ამ უფლების შეზღუდვა იმ ვადით, რაც აუცილებელია ამ ინტერესის მიზნებისათვის.

ეს ვადა უნდა იყოს გონივრული, როგორც ამას საზღვარგარეთის ქვეყნების პრაქტიკა ადასტურებს არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს

 

 

 

 

 

 

 

მუხლი 110. მოხელის სამსახურიდან გათავისუფლება საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით

 

 1. მოხელე შესაძლებელია სამსახურიდან გათავისუფლდეს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებასთან’’ დაკავშირებით, თუ მოხელის ამ კანონის 52- მუხლით გათვალისწინებული მობილობა  შეუძლებელია.

 

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოხელის სამსახურიდან გათავისუფლება არ იწვევს მოხელის სტატუსის’’ შეწყვეტას მოხელეთა რეზერვში ყოფნის ვადის გასვლამდე

 

 

ამ მუხლის 1-ლი ნაწილის კომენტარი

 

·       საჯარო სამსახურის ინტერესებიდან გამომდინარე, სისტემური, ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფის მიზნით  საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის შედეგად შტატების შემცირების შემთხვევაში ხორციელდება მოხელის მობილობა.

·       ხოლო თუკი შეუძლებელია მობილობის გზით მოხელის დასაქმება საჯარო სამსახურის სისტემაში, დასაშვებია მოხელის გათავისუფლება სამსახურიდან.

ამ მუხლის მე-2  ნაწილის კომენტარი

 

·       სამსახურიდან გათავისუფლებული მოხელე ირიცხება „მოხელეთა რეზერვში და უნარჩუნდება მოხელის სტატუსი’’   მოხელეთა რეზერვში ყოფნის ვადის გასვლამდე.

·       მობილობა არის მოხელის უფლების დაცვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რაც გულისხმობს მოხელეზე ზრუნვას მისი საჯარო სამსახურის სისტემაში შენარჩუნების მიზნით. ამით პირველ რიგში, საჯარო სამსახურია დაინტერესებული, რათა არ დაკარგოს პროფესიონალი კადრები.

 

·       მობილობის შედეგები დამოკიდებულია იმაზე, ა)არის თუ არა სათანადო ვაკანსია საჯარო სამსახურის სისტემაში და ბ)თანახმაა თუ არა ვაკანტური თანამდებობის მქონე საჯარო დაწესებულება, მიიღოს ეს მოხელე ვაკანტურ თანამდებობაზე მობილობის’’ წესით.

 

·       ასეთი შესაძლებლობის ან ნების არარსებობისას პირი კარგავს სამსახურს, მაგრამ ჯერ კიდევ არ კარგავს“მოხელის სტატუსს’’ და აქვს შესაძლებლობა, რეზერვში ყოფნის ვადებში, კონკურსის წესით , შემობრუნდეს საჯარო სამსახურის სისტემაში.

 

 

 

მუხლი 111. მოხელის სამსახურიდან გათავისუფლება ჯანმრთელობის მდგომარეობის ან/და ხანგრძლივი შრომისუუნარობის გამო

 

 1. მოხელე შეიძლება სამსახურიდან გათავისუფლდეს  შესაბამისი სამედიცინო დასკვნით დადასტურებული ხანგრძლივი შრომისუუნარობის გამო სამსახურში ზედიზედ 4 თვის ან კალენდარული წლის განმავლობაში 6 თვის გამოუცხადებლობის შემთხვევაში.

 

 2. მოხელე სამსახურიდან თავისუფლდება ასევე იმ შემთხვევაში, თუ  ა)“მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, სამედიცინო დასკვნის საფუძველზე, არ იძლევა დაკავებულ თანამდებობაზე მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობას  და ბ)“შეუძლებელია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამის თანამდებობაზე გადაყვანა ამ კანონით დადგენილი წესით.’’

 

 

მუხლის კომენტარი:

 

·       მოხელის შრომისუუნარობის შემთხვევაში შესაძლებელია მოხელის სამსახურიდან გათავისუფლება, მხოლოდ ამ 111-ე მუხლით განსაზღვრულ შემთხვევებში.

·       ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შედეგად ექიმთან არაგეგმიური ვიზიტის და, შესაბამისი, მოკლევადიანი მკურნალობის მიზნებიდან გამომდინარე, მოხელეს უფლება აქვს არ გამოცხადდეს სამსახურში.

·       გამოუცხადებლობის მიზეზი ა) უნდა ეცნობოს დამსაქმებელს და ბ)დადასტურდეს სამედიცინო დაწესებულების/ექიმის მიერ გაცემული ცნობით.

·       აღნიშნული ცალკეული შემთხვევა ვერ გახდება მოხელის მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყების ან მისი სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი.

·       აგრეთვე, როდესაც მოხელის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იძლევა დაკავებულ თანამდებობაზე მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობას, რაც უნდა დადასტურდეს სამედიცინო დასკვნის საფუძველზე, მას უფლება აქვს მოითხოვოს იმავე საჯარო დაწესებულებაში’’ ან მის სისტემაში’’  მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამის თანამდებობაზე გადაყვანა

·       ასეთ შემთხვევაში მოხელის გადაყვანა ხდება ამ კანონის 47- მუხლის მე-2 პუნქტისქვეპუნქტის შესაბამისად

·       იმისათვის, რომ განხორციელდეს „მოხელის გადაყვანა’’   საჯარო დაწესებულების სისტემაში, უნდა არსებობდეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის და კომპეტენციის შესაბამისი თანამდებობა.

·       ასეთის არარსებობის შემთხვევაში, პირი თავისუფლდება სამსახურიდან საჯარო დაწესებულების უფლებამოსილი პირის დასაბუთებული გადაწყვეტილებით.

 

მუხლის 1-ლი ნაწილის კომენტარი

·       111-ე მუხლის პირველ პუნქტში მოცემულია შემთხვევა, როდესაც შესაძლებელია მოხელე ხანგრძლივი შრომისუუნარობის გამო გათავისუფლდეს სამსახურიდან.

·       კანონმდებელი, საჯარო დაწესებულების ფუნქციონირების ინტერესების გათვალისწინებით, ამ მუხლის მიზნებისთვის ხანგრძლივ შრომისუუნარობად მიიჩნევს სამსახურში ზედიზედ 4 თვის ან კალენდარული წლის 6 თვის განმავლობაში გამოუცხადებლობის შემთხვევას.

·       ასეთ შემთხვევაში, საჯარო დაწესებულების ფუნქციონირების ინტერესი დგება წინა პლანზე და კანონი უშვებს დასაქმებულის შრომითი უფლების შეზღუდვას.

 

·       მაგრამ იმისათვის, რომ საჯარო დაწესებულებამ გამოიყენოს ეს[ანუ მოხელის გატავისუფლების] შესაძლებლობა, მოხელის შრომისუუნარობა დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი სამედიცინო დასკვნით.

 

·       თუ აღნიშნული სამედიცინო დასკვნით დასტურდება, რომ მიმდინარე წელს, მოხელე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო  ზედიზედ 4 თვე ან წლის განმავლობაში 6 თვე არ გამოცხადდა სამსახურში, მაგრამ იგივე დასკვნა ადასტურებს, რომ გარემოება აღმოფხვრილია და არ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ მომავალ წელს იგივე გამეორდება, მოხელე არ შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან.

 

 

მუხლის მე-2  ნაწილის კომენტარი

 

·       ოხელე სამსახურიდან თავისუფლდება  მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ა)„მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იძლევა დაკავებულ თანამდებობაზე მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობას და ბ)“ შეუძლებელია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამის თანამდებობაზე გადაყვანა ამ კანონით დადგენილი წესით’’.

·       ასეთი სამედიცინო დასკვნა შესაძლებელია გახდეს მოხელის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველი, ამ მუხლის პირველ პუნქტში მოცემული საფუძვლის ხანგრძლივი შრომისუუნარობის არსებობის გარეშეც, თუკი სამედიცინო დასკვნის საფუძველზე დასტურდება, რომ მომავალში ის ვერ განახორციელებს მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს.

·       სამედიცინო დასკვნაში არ არის ინფორმაცია მოხელის შემდგომი საქმიანობის შეუძლებლობაზე, არამედ ის ადგენს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას, რის საფუძველზეც გადაწყვეტილება მიიღება საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ.

 

ხხ

 

მუხლი 112. მოხელის სამსახურიდან გათავისუფლება’’ მოხელის თანამდებობაზე დანიშვნის დროს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაშ

 

1. მოხელე შესაძლებელია სამსახურიდან გათავისუფლდეს, თუ:

 

ა)დარღვეულია საჯარო სამსახურში მიღების ამ კანონით დადგენილი წესი

ან  

ბ)“მოხელის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის რეკვიზიტები -არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს;

 

 ) მოხელის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია არაუფლებამოსილი პირის მიერ.

 

 2. ამ მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტით გათვალისწინებული დარღვევის შემთხვევაში მოხელე სამსახურიდან თავისუფლდება, თუ მას[ე.ი. ამ დარღვევას] საფუძვლად უდევს ამ მოხელის უკანონო ქმედება.

 

3. მოხელის თანამდებობაზე დანიშვნის დროს ამ მუხლით გათვალისწინებული დარღვევის აღმოფხვრის შემდეგ დაუშვებელია ამ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლება.

 

 4. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოხელის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმება არ იწვევს

 

 ა)“ამ მოხელის მიერ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების უკანონოდ ცნობას

და

ბ)ამ მოხელის მიერ მიღებული შრომითი გასამრჯელოს საჯარო დაწესებულებისთვის დაბრუნებას.

 

მუხლის კომენტარი:

 

·       112-ე მუხლის 1-ლი ნაწილი ითვალისწინებს მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების ორ საფუძველს:

 

პირველ შემთხვევაში, მოხელის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ორგანო ბათილად ცნობს მის მიერ გამოცემულ აქტს, რამდენადაც სახეზეა აქტის ბათილად ცნობის სზაკის მე-601 მუხლით დადგენილი საფუძველი.

 

ეს ის შემთხვევაა, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემისთანავე არის უკანონო, [რამდენადაც ის ეწინააღმდეგება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს], რაც, განსახილველ შემთხვევაში, გამოიხატება იმაში, რომ: ან დარღვეულია საჯარო სამსახურში მიღებისათვის ამ კანონით დადგენილი წესი, [112-ე მუხ. 1-ლი ნაწ. „ა’’ ] ან მოხელის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის რეკვიზიტები არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.[112-ე მუხ. 1-ლი ნაწ „ბ’’]

 

მეორე შემთხვევაში, სახეზეა ინდივიდუალური ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, სზაკ-ის მე-60 მუხლის თანახმად, არარა აქტად ცნობის საფუძველიმოხელის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია არაუფლებამოსილი პირის მიერ.“[112-ე მუხ. ნაწ. 1-ლი „გ’’]

 

 

სზაკ-ის მე-601 მუხლი მე-4 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ.

 

შესაბამისად, მოხელის სამსახურში დანიშვნის შესახებ ინდივიდუალური ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ამ მუხლით დადგენილი საფუძვლებით კანონთან შეუსაბამობა ვერ გახდება მისი გაუქმების საფუძველი, რამდენადაც მოხელის კანონიერი ნდობის პრინციპს აქვს უპირატესი ძალა და კანონიერების პრინციპი გადადის უკანა პლანზე.

 

სზაკ-ის მე-601 მუხლი მე-5 ნაწილის თანახმად, კანონიერი ნდობა არ არსებობს, თუ მას საფუძვლად უდევს დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს აძლევს შესაძლებლობას, კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად ცნოს.

 

განსახილველ შემთხვევაში, 112-ე  მუხლის მეორე პუნქტი უშვებს მოხელის სამსახურიდან გათავისუფლებას, თუკი ამ მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტით გათვალისწინებული დარღვევა გამოწვეულია მოხელის უკანონო ქმედებით, [რაც შეიძლება გამოიხატოს ყალბი დოკუმენტების და ინფორმაციის წარდგენაში, ან ქრთამის მიცემაში, ან იძულების და შანტაჟის გამოყენებაში.]

 

მოხელის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არაუფლებამოსილი პირის მიერ გამოცემის შემთხვევაში ის, როგორც წესი, არ იძენს შესასრულებლად სავალდებულო ძალას.

თუმცა, რამდენადაც ასეთი  აქტი არის ღმჭურველი, შესაძლებელია, რომ ის გახდეს მთელი რიგი იურიდიული მნიშვნელობის მქონე მოქმედების განხორციელების საფუძველი.

 

აღნიშნული გარემოების[ე.ი. აქტის არაუფლებამოსილი პირის მიერ გამოცემის]  გამოვლენის შემთხვევაში, საჯარო დაწესებულებას ნებისმიერ დროს შეუძლია სცნოს აქტი არარად და მოხელე გაათავისუფლოს დაკავებული თანამდებობიდან,

 

რამდენადაც ასეთი აქტის მიმართ არ შეიძლება არსებობდეს კანონიერი ნდობა, შესაბამისად, არ გვჭირდება მისი[ანუ კანონიერი ნდობის] არსებობის ან მისი გამომრიცხველი გარემოებების შემოწმება.

თუ მოხელის თანამდებობაზე დანიშვნის დროს გამოვლინდება ამ მუხლის პირველი პუნქტისდაქვეპუნქტებით გათვალისწინებული დარღვევები და მოხდება მათი აღმოფხვრა, ეს გამორიცხავს ამ საფუძვლებით ამ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლებას.[112-ე მუხ. მე-3 ნაწ]

ამ მუხლის პირველი პუნქტისდაქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან არარად აღიარების საფუძვლებით მოხელის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმება არ იწვევს : ა)ამ მოხელის მიერ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების უკანონოდ ცნობას და ბ)მიღებული შრომითი გასამრჯელოს დაბრუნებას.

 

ეს იმიტომ ,რომ „საჯარო სამსახურის ფუნქციონირების და მმართველობითი გადაწყვეტილებების მიმართ მოქალაქეების კანონიერი ნდობის გათვალისწინებით, მოხელის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ  გადაწყვეტილება “ „გაუქმებისას’’ ძალას კარგავს არა მოხელის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ ინდაქტის გამოცემის დღიდან, არამედ ამ ინდაქტის  ბათილად ცნობის ან არარად აღიარების დღიდან.

 

 

 

 

მუხლი 113. მოხელის სამსახურიდან გათავისუფლებასაჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებსაქართველოს კანონის მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში

 

 

1. საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებსაქართველოს კანონის მოთხოვნების დარღვევა შესაძლებელია გახდეს მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი.

 

 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გადაწყვეტილებას საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი პროცედურის დაცვით იღებს საამისოდ უფლებამოსილი პირი.

 

 

 

კომენტარი:

 

·       ეს მუხლი ადგენს მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესაძლებლობას, რომლის მატერიალურსამართლებრივი საფუძვლები მოცემულია კანონშისაჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ, ხოლო პროცედურული ნორმები განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით.

·       კანონისაჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ ადგენს  ა)“საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის თავიდან აცილების, გამოვლენისა და აღკვეთის და კორუფციული სამართალდარღვევის ჩამდენ პირთა პასუხისმგებლობის ძირითად პრინციპებს, ბ)სამართლებრივი რეგლამენტაციის საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე გ)არეგულირებს თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების წარდგენის, წარდგენილი დეკლარაციების მონიტორინგის პირობებსა და მექანიზმს, აგრეთვე დ)მამხილებელთა დაცვის,  ე)ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების   -ძირითად საფუძვლებს.

·       საჯარო მოსამსახურეს, რომელმაც დაარღვიასაჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებკანონით გათვალისწინებული მოთხოვნა, ამ ქმედებისათვის შესაძლებელია შეეფარდოს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომათანამდებობიდან განთავისუფლება.

·       ხოლო , იმ შემთხვევაში, როდესაც საჯარო მოსამსახურის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად არ არის გამოყენებული თანამდებობიდან განთავისუფლება, მაგრამ 3 წლის განმავლობაში ჩაიდენს „ახალ, ამ კანონით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას, იგი ექვემდებარება სამსახურიდან სავალდებულო გათავისუფლებას’’.

·       მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების სამართლებრივ საფუძვლებს ქმნის ის სამართლის ნორმები, რომლის საფუძველზეც ხდება იმის დადგენა, დარღვეულია თუ არა საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებსაქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნები.

·       შესაბამისად, კონკრეტული დარღვევის მიმართ გამოსაყენებელი პროცედურები დამოკიდებულია დარღვევის სამართლებრივ ბუნებაზე.

·       თუ დადგინდებ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლები, საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი იწყებს ადმინისტრაციულ წარმოებას მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე ‘’ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მიზნით.

 

 

 

 

 

 

მუხლი 114. მოხელის გაფრთხილება სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ

 

1. ამ კანონის 108- მუხლისანქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ მოხელეს წერილობით უნდა ეცნობოს გათავისუფლებამდე 1 თვით ადრე.

 

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის დარღვევის შემთხვევაში მოხელეს, ამ კანონით გათვალისწინებული კუთვნილი კომპენსაციი გარდა, 1 თვის თანამდებობრივი სარგო ეძლევა.

 

 

კომენტარი:

 

·       „საჯარო სამსახურის შესახებ’’ კანონის 108- მუხლისანქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში [) საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით; ) ჯანმრთელობის მდგომარეობის ან/და ხანგრძლივი შრომისუუნარობის გამო] მოხელეს წერილობით უნდა ეცნობოს მისი „გათავისუფლების შესახებ გათავისუფლებამდე 1 თვით ადრე.

·       ეს 1 თვიანი ვადა ემსახურება მოხელის უფლების დაცვას.

·       პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, რომ მოხელე მოულოდნელად არ აღმოჩნდეს სამუშაო ადგილს მიღმა.

·       მას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები, რომლებიც აუცილებელია მისი არსებობის უზრუნველსაყოფად.

·        ეს ვადა, ასევე, შესაძლებელია გამოყენებული იქნეს უფლების სასამართლოსადმი მიმართვის გზით დასაცავად.

·       თუკი მოხელეს მიაჩნია, რომ მისი გათავისუფლება იქნებოდა უკანონო, შეუძლია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს, ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისაგან თავის შეკავება სასკ-ის 24- მუხლის საფუძველზე.

·       საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით მოხელ სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში ეძლევა კომპენსაცია 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით,

·        ხოლო ჯანმრთელობის მდგომარეობის ან/და ხანგრძლივი შრომისუუნარობის გამო სამსახურიდან გათავისუფლებულ მოხელეს ეძლევა კომპენსაცია 1 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.

·       თუ მოხელეს სამსახურიდან გათავისუფლების| შესახებ წერილობით არ ეცნობა გათავისუფლებამდე 1 თვით ადრე, მას, აღნიშნული კუთვნილი კომპენსაციის გარდა, დამატებით ეძლევა კომპენსაცია 1 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით და ამით ხდება ამ მოულოდნელობით გამოწვეული საფრთხის (ზიანის) კომპენსირება

 

 

მუხლი 115. კომპენსაცია მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში

 

 ამ კანონის 108- მუხლისქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში[ე.ი. ჯანმრთელობის მდგომარეობის ან/და ხანგრძლივი შრომისუუნარობის გამო]

 სამსახურიდან გათავისუფლებულ მოხელეს ეძლევა კომპენსაცია 1 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.

 

 

კომენტარი:

 

· ჯანმრთელობის მდგომარეობის ან/და ხანგრძლივი შრომისუუნარობის გამო სამსახურიდან გათავისუფლებულ მოხელეს ეძლევა კომპენსაცია 1 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით,

· მაშინ როდესაც საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში მას კომპენსაცია 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით ეძლევა.

 

 ეს გამოწვეულია იმით, რომ საჯარო დაწესებულებაში შტატების შემცირება მისგან[მოხელისგან] დამოუკიდებელი მიზეზებით ხდებ, ხოლო ავადმყოფობის შემთხვევაში ეს წინაპირობა საჯარო დაწესებულების ნებისა და ქცევის  საწინააღმდეგოდ დგება.

 

 

 

მუხლი 116. მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შეზღუდვა

 

მოხელე ქალი არ შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან ორსულობის ან ბავშვის 3 წლის ასაკამდე აღზრდის პერიოდში საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის ან მოხელის შეფასების შედეგების გამო.

 

 

 კომენტარი:

 

·       აღნიშნული შეზღუდვა ემსახურება მოხელე ქალის უფლების დაცვის სისტემის განმტკიცებას.

·       იმის გათვალისწინებით, რომ საყოველთაოდ ცნობილ პრობლემას წარმოადგენს (არა მარტო საქართველოში, არამედ ევროპის განვითარებულ სახელმწიფოებშიც კი) ქალების დასაქმების საკითხი, დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული ოჯახის, ბავშვის აღზრდისა და პროფესიული კარიერის ერთმანეთთან შეთავსების გამო.

·       სახელმწიფოები ცდილობენ სხვადასხვა საკანონმდებლო ინსტრუმენტებით ხელი შეუწყონ ამ პრობლემის გადაწყვეტას.

·       აღნიშნული ნორმის მიზანია, დაიცვას ორსული და 3 წლამდე ბავშვის აღზრდის პროცესში ჩართული დედის ინტერესები და ადგენს იმპერატიულად, რომ დაუშვებელია მათი სამსახურიდან გათავისუფლება რეორგანიზაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის ან მოხელის შეფასების შედეგების გამო.

·       ნორმას საფუძვლად უდევს მოსაზრება, რომ თუკი ქალი აღნიშნულ მდგომარეობაში აღმოჩნდება სამუშაო ადგილს მიღმა, მაღალია ალბათობა იმისი, რომ ის ვერ შეძლებს შემობრუნებას დასაქმების ბაზარზე.

·       ეს საფრთხეს შეუქმნის არა მარტო მოხელე ქალის, არამედ მისი შვილის ინტერესებს.

·        აღნიშნული საფრთხის’’ შიში მოხელე ქალებს დაუკარგავს სურვილს, კარიერულ განვითარებაზე ზრუნვის პარალელურად იფიქროს ოჯახის შექმნასა და შვილის გაზრდაზე.

·       კანონმდებელს უნდა თავიდან აიცილოს კონფლიქტი მოხელე ქალის კარიერულ განვითარებასა და ოჯახზე ზრუნვის ინტერესს შორის.

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები