Сообщения

Показаны сообщения с ярлыком "ფსიქოლოგია"

აბეზარი ბუზი[აკვიატებული აზრი]

  აკვიატებული აზრების საფუძველი ჩვენივე შიშია . ვიღაცას საყვარელი ადამიანის დაკარგვის ეშინია , ზოგიერთს – მარტო დარჩენის ან სამუშაოს დაკარგვის , ვიღაცას სიკვდილი აშინებს , ზოგს კი – ავადმყოფობა თუ უფულობა . ყველა ეს შიში დროთა განმავლობაში სულ უფრო საგრძნობი ხდება და მშვიდად ცხოვრებაში ხელს გვიშლის . მათ ფონზე შესაძლოა , გაჩნდეს „ განგაშის გრძნობა “ ან „ დეპრესია “ . ანდა ავიღოთ ბანალური სიტუაცია , რაც ადრე თუ გვიან თითქმის ყოველი ჩვენგანის წინაშე დგება . სულ უფრო მეტად გვაღელვებს უკვე მოზრდილი ვაჟისა და ქალიშვილის ყოველდღიური ცხოვრება . მათზე გამუდმებით ვფიქრობთ : „ ახლა სად არის , ვისთან ერთად , სად ატარებს დროს ?“ ეს ფიქრები მოსვენებას არ გვაძლევს , აკვიატებულ აზრებად იქცევა და აი , ჩვენც ვკარგავთ ძილსა და მოსვენებას . რაღაც ამის მსგავსს განვიცდით მაშინაც , როდესაც სამსახურში გვიხდება უსიამოვნების გადატანა . აზრობრივად გამუდმებით ვესაუბრებით შეფს ან კოლეგებს , ვუმტკიცებთ , ვეკამათები...