"უძრავ ქონებაზე" აღსრულების სახეები. “წინმსწრები აუქციონი’’ [61-63 ორი პრიმ მუხლები]
სარჩევი:
მუხ. 62 „უძრავ ქონებაზე’’ აღსრულების ქვემდებარეობა
მუხლი 63. „უძრავ ქონებაზე ‘’ „აღსრულების’’ -სახეები
მუხლი 631. „უძრავ ქონებაზე’’
ყადაღის დადება
მუხლი 632. „უძრავი ქონების’’ სხვაგვარი რეალიზაცია [ანუ „წინმსწრები აუქციონი’’
მოვალის „მოთხოვნით’’]
1.„წინმსწრები სააუქციონო მომსახურების
გაწევის ’’ „მოთხოვნა’’ მოვალის მიერ
[მუხ. 632-ე,ნაწ.1-ლი]
2.„წინმსწრები აუქციონის“ „მოთხოვნის“
„ნაკლოვანებების’’ აღმოსაფხვრელი ვადა [მუხ. 632-ე,ნაწ. მე-2 ]
„წინმსწრები აუქციონი’’
მხოლოდ „ერთხელ ტარდება“[მუხ. 632-ე,ნაწ. მე-3 ]
ვადა, რომლის განმავლობაშიც შეუძლია მოვალეს „მოითხოვოს’’„წინმსწრები აუქციონი’’ [მუხ. 632-ე,ნაწ. მე-6]
„წინმსწრები აუქციონის’’ ჩატარება
„დასაშვებია“ მხოლოდ „ერთხელ’’ [მუხ. 632-ე,ნაწ. მე-7]
მუხ. 61.“გამოყენების სფერო’’
„უძრავ ქონებაზე ‘’ „აღსრულებას’’ ექვემდებარება:
a.
მიწის ნაკვეთები,
b.
შენობა-ნაგებობები
c. საჯარო რეესტრში შეტანილ უძრავ ქონებაზე „საერთო საკუთრების“ წილი.
მუხ. 62 „უძრავ ქონებაზე’’ აღსრულების ქვემდებარეობა
· „უძრავ ქონებაზე ‘’ აღსრულებას ახორციელებს ის სააღსრულებო ბიურო, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც იმყოფება უძრავი ქონება.
·
უძრავი ქონების
„სხვადასხვა სააღსრულებო ბიუროს სამოქმედო
ტერიტორიებზე არსებობის შემთხვევაში“ ან/და „ერთი და იმავე მოვალის მიმართ ორი ან მეტი სააღსრულებო ბიუროს
მიერ აღსრულების განხორციელებისას’’ გადაწყვეტილებას „აღსრულების
ქვემდებარეობის“ შესახებ იღებს აღსრულების
ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე.
მუხლი 63. „უძრავ ქონებაზე ‘’ „აღსრულების’’ -სახეები
· „უძრავ ქონებაზე’’ აღსრულება ხდება:
a.
„იძულებითი იპოთეკის“ რეგისტრაციით,
b. „იძულებითი აუქციონით“
c. ან „ სეკვესტრით’’ (ანუ „უძრავი ქონების’’ იძულებითი მართვით).
[მუხ.
63-ე ნაწ. 1-ლი]
ხ
· კრედიტორი აღსრულების ეროვნულ ბიუროში „იძულებითი აღსრულების დაწყების თაობაზე’’ განცხადების წარდგენისას განსაზღვრავს -„აღსრულების სახეს’’.
·
კრედიტორს არ შეუძლია მოითხოვოს, რომ ერთდროულად განხორციელდეს „აღსრულების რამდენიმე სახე’’.
[მუხ. 63-ე ნაწ. მე-2]
ხ
· კრედიტორს მისი მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებამდე უფლება აქვს, რამდენჯერმე მოითხოვოს იძულებითი აღსრულების „ერთი სახის’’ „ სხვა სახით’’ შეცვლა, მათ შორის, „აღსრულების სახის“ შეცვლამდე გამოყენებული „აღსრულების სახის“ გამოყენება.
[მუხ. 63-ე ნაწ. მე-3]
მუხლი 631. „უძრავ ქონებაზე’’
ყადაღის დადება
·
„უძრავ ქონებაზე“ ყადაღის დადება ნიშნავს:
ა)“ქონების აღწერას’’ და ბ)“მესაკუთრისათვის
მისი განკარგვის – „ნებისმიერი ფორმით
გასხვისების“, „იპოთეკით’’, „უზუფრუქტით’’, „სერვიტუტით“ ან „აღნაგობით“ დატვირთვის,
მასზე „თხოვების“, „ქირავნობის’’ ან/და „იჯარის“ ხელშეკრულების
დადების – აკრძალვას’’.
ხ
·
„რეგისტრაციას დაქვემდებარებულ
ქონებაზე’’ ყადაღის დადება ხდება აღსრულების
ეროვნული ბიუროს „მიმართვის“, ხოლო „უძრავ ქონებაში განთავსებულ
მოძრავ ნივთებზე’’ ყადაღის დადება
– „ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტის’’ საფუძველზე.
ხ
· „უძრავ ქონებაზე’’ ყადაღის დადება ხდება „მოძრავ ქონებაზე“ ყადაღის დადებისათვის დადგენილი წესით.
ხ
· ყადაღის დადების ან ყადაღის გაუქმების აქტი/მიმართვა „დაუყოვნებლივ’’ ეგზავნება „შესაბამის’’ მარეგისტრირებელ ორგანოს.
ხ
·
ბათილია ყადაღადადებულ უძრავ ქონებაზე ყადაღის დადების შემდეგ დადებული ყველა გარიგება.[ანუ
ყადაღადადებულ უძრავ ქონების „ნებისმიერი ფორმით გასხვისება“,
„იპოთეკით’’, „უზუფრუქტით’’, „სერვიტუტით“ ან „აღნაგობით“ დატვირთვა, „თხოვება“, „ქირავნობა’’ ან/და „იჯარა“ -ბათილია ]
მუხლი 632. „უძრავი ქონების’’ სხვაგვარი რეალიზაცია [ანუ
„წინმსწრები
აუქციონი’’
მოვალის „მოთხოვნით’’]
1.„წინმსწრები სააუქციონო მომსახურების
გაწევის ’’ „მოთხოვნა’’ მოვალის მიერ [მუხ. 632-ე,ნაწ.1-ლი]
· მოვალეს, რომლის მიმართაც დაწყებულია სააღსრულებო წარმოება „თანხის გადახდევინებასთან’’ დაკავშირებით, უფლება აქვს, „მიმართოს“ აღმასრულებელს და „მოსთხოვოს’’ მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე -„წინმსწრები სააუქციონო მომსახურების გაწევა’’.
ხ
· „მოვალის’’ ასეთი „მოთხოვნა’’ უნდა შეიცავდეს : „სარეალიზაციო ქონების ზუსტ აღწერილობას“ და „ამ ქონების საწყის ფასს’’, [რომელსაც განსაზღვრავს თავად მესაკუთრე და რომელიც არ უნდა იყოს ა)„აღსასრულებელი მოთხოვნის’’,ბ) „აღსრულების საფასურის’’, გ)„აღსრულების ხარჯებისა“ და დ)„სააუქციონო მომსახურების საფასურის’’ ჯამზე ნაკლები.]
ხ
· აღმასრულებელი ვალდებულია შეასრულოს „წინმსწრები სააუქციონო მომსახურების გაწევის შესახებ’’ მოთხოვნა.
· ეს „მოთხოვნა’’ აღმასრულებელს წერილობით წარედგინება.
ხ
·
მოვალის წერილობით „მოთხოვნას’’
უნდა დაერთოს
„სააუქციონო მომსახურების საფასურის“, რომლის ოდენობა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის
მინისტრის ბრძანებით, გადახდის დამადასტურებელი
ქვითარი.
ხ
· „წინმსწრები სააუქციონო მომსახურების გაწევის შესახებ’’ „მოთხოვნას’’ ასევე უნდა დაერთოს ამ მოთხოვნით მიმართვამდე არაუმეტეს 2 სამუშაო დღით ადრე განახლებული „ამონაწერი საჯარო რეესტრიდან’’ სარეალიზაციო უძრავი ქონების შესახებ და ამ ქონების აღწერილობის ამსახველი მასალა (ფოტოები, ნახაზები, რეალიზაციის ხელშეწყობისათვის აუცილებელი სხვა ინფორმაცია).
ხ
· მოვალის მიერ წარდგენილი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის სისწორისა და ნამდვილობისათვის პასუხისმგებელია თავად მოვალე. აღმასრულებელი პასუხისმგებელია მხოლოდ თავისი ბრალეული ქმედებით გამოწვეული ზიანისათვის.
ხ
2.„წინმსწრები აუქციონის“ „მოთხოვნის“
„ნაკლოვანებების’’ აღმოსაფხვრელი ვადა [მუხ. 632-ე,ნაწ.
მე-2 ]
· „წინმსწრები სააუქციონო მომსახურების გაწევის შესახებ“ აღმასრულებლისათვის წარდგენილი „მოთხოვნა“ კმაყოფილდება მისი წარდგენიდან 3 სამუშაო დღის ვადაში, ხოლო მომდევნო 2 სამუშაო დღის განმავლობაში დადგენილი წესით ცხადდება „წინმსწრები აუქციონი“.
ხ
· თუ „წინმსწრები აუქციონის“ „მოთხოვნა“ წარდგენილია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული „პირობების’’ დაუცველად, აღმასრულებელი ვალდებულია მოთხოვნის წარმდგენ პირს აცნობოს „ნაკლოვანების შესახებ“, ნაკლოვანების ზუსტი მითითებით, და მოსთხოვოს მისი 3 სამუშაო დღის ვადაში აღმოფხვრა.
· „ნაკლოვანების“ ამ ვადაში აღმოუფხვრელობის შემთხვევაში აღნიშნული მოთხოვნა განუხილველი რჩება, რაც იმავე პირს არ ართმევს უფლებას, „ხელმეორედ წარადგინოს’’ იგივე „მოთხოვნა“ სათანადო ვადის გათვალისწინებით.
· „ნაკლოვანების“ აღმოსაფხვრელად განსაზღვრული ვადა აითვლება ამ კანონით დადგენილი წესით მოვალისათვის წერილობითი შეტყობინების ჩაბარების დღიდან, რაც ხორციელდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე−78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
· ასეთი ვადის დაწესების შესახებ აღმასრულებლის წერილობითი გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აისახება საქმისწარმოების ელექტრონულ პროგრამაში.
· მოვალეს უფლება აქვს, „ნაკლოვანების აღმოფხვრის ვადის განმავლობაში’’ მოითხოვოს ამ ვადის არაუმეტეს 2 სამუშაო დღით გაგრძელება.
· მოვალის ეს მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.
ხ
„წინმსწრები
აუქციონი’’ მხოლოდ „ერთხელ ტარდება“[მუხ. 632-ე,ნაწ. მე-3 ]
· „წინმსწრები აუქციონი“ ტარდება „აუქციონის’’ ჩატარებისათვის ამ კანონით დადგენილი წესით.
· „უძრავი ქონების’’ საწყის ფასად განისაზღვრება მოვალის მიერ „წინმსწრები სააუქციონო მომსახურების შესახებ’’ „მოთხოვნაში’’ მითითებული ფასი.
[შენიშვნა: მოვალეს
უნდა რომ მისი უძრავი ქონება რაც შეიძლება
მაღალ ფასად გაიყიდოს,სწორედ ამიტომ ითხოვს ამ „წინმსწრებ აუქციონს’’,რადგან
იცის რომ აღმასრულებლის მიერ დანიშნულ „აუქციონზე’’ მის უძრავ ქონებას გაცილებით
„დაბალ’’ ფასად გაყიდიან- ეს დაიმახსოვრე ]
·
„წინმსწრები
აუქციონი’’ „ერთხელ ტარდება“ და მისი უშედეგოდ დასრულება არ წარმოშობს „წინმსწრები
აუქციონის’’ „ხელმეორედ ან „დამატებით’’ ჩატარების ვალდებულებას.
ხხხხხხხხხხხხხხხხხხხ
· „წინმსწრებ აუქციონზე“ მოვალის უძრავი ქონების რეალიზაციის შემთხვევაში „შემძენის სასარგებლოდ“ გაიცემა „განკარგულება“ ამ კანონით დადგენილი წესით.
· „წინმსწრებ აუქციონში გამარჯვებულს“ წარმოეშობა ამავე კანონით გათვალისწინებული ვალდებულებები.[მუხ. 632-ე,ნაწ. მე-4]
ხ
„წინმსწრებ აუქციონზე’’ სარეალიზაციო ქონების საწყისი ფასისადმი წაყენებული პირობა[მუხ. 632-ე,ნაწ.
მე-5]
· თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული „მოთხოვნის“ წარდგენის დღისათვის იმავე პუნქტში აღნიშნული მოვალის მიმართ დაწყებულია და მიმდინარეობს „სხვა სააღსრულებო წარმოება’’, აუქციონზე სარეალიზაციო ქონების საწყისი ფასი არ უნდა იყოს: ა)“ ყველა ასეთი აღსასრულებელი მოთხოვნის“, ბ)“აღსრულების საფასურის’’, გ)“აღსრულების ხარჯისა’’ და დ)“სააუქციონო მომსახურების საფასურის’’ ჯამზე ნაკლები.
ხ
ვადა, რომლის განმავლობაშიც შეუძლია მოვალეს „მოითხოვოს’’„წინმსწრები აუქციონი’’ [მუხ. 632-ე,ნაწ. მე-6]
· ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული “ მოთხოვნის’’ წარდგენა „დასაშვებია“ „აღსრულების დაწყების შესახებ მოვალის დადგენილი წესით ინფორმირების დღიდან“ მომდევნო 15 კალენდარული დღის განმავლობაში.
· ამ ვადის გასვლის[გაშვების] შემდეგ ამავე მუხლით განსაზღვრული წესით „წინმსწრები აუქციონის“ ჩატარება დასაშვებია მხოლოდ კრედიტორის წინასწარი წერილობითი თანხმობით.
ხ
„წინმსწრები აუქციონის’’ ჩატარება
„დასაშვებია“ მხოლოდ „ერთხელ’’ [მუხ. 632-ე,ნაწ.
მე-7]
· ამ მუხლით განსაზღვრული წესით „წინმსწრები აუქციონის’’ ჩატარება „დასაშვებია“ „ერთი სააღსრულებო წარმოების“ ფარგლებში მხოლოდ ერთხელ.
· ამ უფლების ყოველი შემდგომი გამოყენება დასაშვებია მხოლოდ კრედიტორის წერილობითი თანხმობით.
ხ
„სხვა სააღსრულებო წარმოებაში
„წინმსწრები
აუქციონის’’ ჩატარების „მოთხოვნის’’
ვადის გაშვების „შედეგი’’
[მუხ. 632-ე,ნაწ.
მე-7]
·
632-ე მუხლით განსაზღვრული წესით „წინმსწრები აუქციონის’’
ჩატარების „მოთხოვნა’’ არ დაკმაყოფილდება, თუ
მოვალემ „სხვა სააღსრულებო წარმოებაში’’ გაუშვა ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი ვადა’’ და „ეს სააღსრულებო წარმოება დასრულებული არ არის’’
ხ
„აუქციონის’’ საჯაროდ გამოცხადებამდე“კრედიტორისა’’ და „მოვალის’’ შეთანხმება „ყადაღადადებული უძრავი ქონების’’ რეალიზაციის „აქციონისგან’’ განსხვავებულ წესზე [მუხ. 632-ე,ნაწ. მე-8]
·
.“კრედიტორისა’’ და „მოვალის’’
შეთანხმების შემთხვევაში,
მათი „განცხადების’’ საფუძველზე, „აუქციონის’’ საჯაროდ გამოცხადებამდე აღსრულების ეროვნულ ბიუროს შეუძლია დაადგინოს,
რომ „ყადაღადადებული უძრავი ქონება’’ რეალიზებული იქნება ამ „კანონით განსაზღვრულისგან განსხვავებული წესით’’.
Комментарии
Отправить комментарий