თემა 11. საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების გასაჩივრება და გაპროტესტება. [მუხ. 271-281]

 


 

სარჩევი:

მუხ.271.ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების’’  გასაჩივრების უფლება, 1

ა)ვის შეუძლია გაასაჩივროს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის’’ საქმეზე მიღებული დადგენილება ან „გადაწყვეტილება’’?[272-ე მუხ. 1-ლი ნაწ] 1

) „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის’’ საქმეზე მიღებული რაიონული (საქალაქო) სასამართლოს დადგენილების გასაჩივრება სააპელაციო სასამართლოში [272-ე მე-2 ნაწ] 1

მუხლი 272 .ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე დადგენილების გასაჩივრების წესი. 1

) რა „დადგენილებები’’ „გადაწყვეტილებები’’ შეიძლება გასაჩივრდეს [მუხ. 272-ე ნაწ.1-ლი] 1

ბ)სად შეიტანებასაჩივარი’’ და სად „გადაიგზავნება’’ იგი ?[მუხ.272-ე ნაწ. მე-2] 2

)როგორ შეიტანებასაჩივარი’’ შინაგან საქმეთა სამინისტროში[272-ე მუხ. 21 ნაწ.] 3

)როგორ შეიტანებასაჩივარი’’ რაიონულ/ან საქალაქო სასამართლოში[272-ე მუხ. 22 ნაწ.] 3

)პირს,რომელსაც შეაქვსსაჩივარი’’ სახელმწიფო ბაჟი არ გადახდება.[272-ე მუხ. მე-3  ნაწ.] 3

. 3

)სასამართლოს მიერ მიღებული დადგენილებისგასაჩივრება, არ აჩერებს მის აღსრულებას.თუმცა შიძლება არსებობდეს გამონაკლისები [272-ე მუხ. მე-4  ნაწ.] 3

)რაიონული (საქალაქო) სასამართლოს დადგენილებაზესაჩივრის’’ სააპელაციო სასამართლოში დასაშვებობის შემოწმების ვადა [272-ე მუხ. მე-5  ნაწ.] 4

)„საჩივრის’’ სააპელაციო სასამართლოში დასაშვებობის წინაპირობები  [272- მუხ. მე-6  ნაწ.] 4

) „საჩივრის’’ „სააპპელაციო სასამართლოში’’ განხილვა [272- მუხ. მე-7  ნაწ.] 4

ვის ეკისრება დადგენილების/ან გამოწერილი საჯარიმო ქვითრის უკანონობის ან/და დაუსაბუთებლობის მტკიცების ტვირთი სააპელაციო სასამართლოში?[272- მუხ. მე-8  ნაწ.] 5

მუხლი 273. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების   გასაჩივრების ვადა. 5

მუხლი 274. „დადგენილების’’   აღსრულების საკითხის გადაწყვეტა. 5

მუხლი 275. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების გამო  საჩივრისა’’ და  „პროკურორის პროტესტის განხილვა. 5

1)საჩივრის ‘’ შეტანა რა სახისდადგენილებების’’ აღსრულებას შეაჩერებს ? და „რა მდენი ხნით ‘’?  და რა სახის „დადგენილებების’’ აღსრულებას ვერ შეაჩერებს?[მუხ. 275- ნაწ. 1-ლი] 5

2. კოდექსის 208- და 2082  მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების თაობაზე გამოტანილი დადგენილებების გასაჩივრებ  არ აჩერებს -აღსრულებას [მუხ. 275- ნაწ. მე-11] 6

მუხლი 276. „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების გამო საჩივარის და  პროტესტისგანხილვა. 7

მუხ.278.  საჩივრის’’ ან „პროკურორის პროტესტის განმხილველი ორგანოს (თანამდებობის პირის) გადაწყვეტილება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების გამო. 8

1.რა სახისგადაყვეტილებები ‘’ გამოაქვთსაჩივრის’’ ან პროტესტისგამნხილველორგანოებს’’[თანამდებობის პირებს] ?[მუხ. 278- ნაწ.1-ლი] 8

2.არაუფლებამოსილი ორგანოს[ანამდებობის პირის]  გადაწყვეტილება  უქმდება.[მუხ.278- ნაწ. მე-2] 8

3. ვის ეგზავნება საჩივართანანპროტესტთანდაკავშირებით გამოტანილი დადგენილების ასლი  ?  [მუხ.278- ნაწ. მე-3] 9

4.„საჩივართან დაკავშირებით გადაწყვეტილების  მიიღება- ელექტრონულად[მუხ.278- ნაწ. მე-4] 9

მუხლი279. საქმის გადასინჯვაში მოსამართლის, შინაგან საქმეთა ორგანოს უფროსისა და შინაგან საქმეთა ზემდგომი ორგანოს უფროსის უფლებამოსილება. 9

)ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე სასამართლოს  დადგენილების’’  გაუქმება ან შეცვლა -„პროკურორის პროტესტით’’ ან მის გარეშე [მუხ. 279- ნაწ. 1-ლი] 9

)შინაგან საქმეთა ორგანოს უფროსისა  და შინაგან საქმეთაზემდგომი ორგანოსუფროსის უფლებამოსილება. 10

მუხლი  280.საჩივრის გამო მიღებული გადაწყვეტილების გაპროტესტება. 10

მუხლი 281. დადგენილების გაუქმების შედეგები ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის შეწყვეტით.. 10

ადმინისტრაციული პატიმრობის შესახებ დადგენილების გასაჩივრება. [მუხ. 2811-2813] 11

მუხლი 2811  ადმინისტრაციული პატიმრობის  შესახებ დადგენილების’’ გასაჩივრების ვადა. 11

მუხლი 2812  საჩივრის’’ - დასაშვებობა. 11

1.    სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატისათვის საჩივრით მიმართვის - „დასასვებობა’’ [მუხ.2812-ნაწ. 1-ლი ] 11

2.რა უნდა იყოს აღნიშნული სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატისათვის წარდგენილსაჩივარში’’? [მუხ.2812-ნაწ. მე-2] 11

3.სად უნდა იქნეს შეტანილი  სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატისათვის წარსადგენისაჩივარი’’ ? [მუხ.2812-ნაწ. მე-3] 12

4.რას უნდა შეიცავდეს სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის დადგენილება  საჩივრის დასაშვებობის თაობაზე[მუხ.2812-ნაწ. მე-4] 12

მუხლი 2813.საჩივრის განხილვა და გადაწყვეტილების მიღება (თავი XXII¹). 12

1.რა ვადაში განიხილავსსაჩივარს’’ სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა ?[მუხ 2813-ე ნაწ. 1-ლი] 12

2.სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაშისაჩივრის’’ განხილვის წესი [მუხ 2813-ე ნაწ. მე-2] 12

3.საჩივრისგანხილვისას’’ რას ამოწმებსსააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა ? [მუხ 2813-ე ნაწ. მე-3] 13

4..რა გადაწყვეტილებას იღებს საჩივრის  განხილვის ‘’ შემდეგ სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა ? [მუხ 2813- ნაწ. მე-4] 13

5. ვის ეგზავნებასაჩივრის’’ განხილვის შედეგად გამოტანილი სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის დადგენილების ასლები ? [მუხ 2813-ე ნაწ. მე-5] 13

 

 

 

მუხ.271.ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების’’  გასაჩივრების უფლება,

 

ა)ვის შეუძლია გაასაჩივროს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის’’ საქმეზე მიღებული დადგენილება ან „გადაწყვეტილება’’?[272-ე მუხ. 1-ლი ნაწ]

 

·        ადმინისტრაციული სამართალდარღვევის’’ საქმეზე მიღებული დადგენილება, აგრეთვე  ამ კოდექსის 234​1 მუხლით განსაზღვრული წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას’’ მიღებული გადაწყვეტილება შეუძლია გაასაჩივროს: ა) პირმა, რომლის მიმართაც არის გამოტანილი დადგენილება, ბ)დაზარალებულმა ან გ)ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემდგენმა.

) „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის’’ საქმეზე მიღებული რაიონული (საქალაქო) სასამართლოს დადგენილების გასაჩივრება სააპელაციო სასამართლოში [272-ე მე-2 ნაწ]

 

·        რაიონული (საქალაქო) სასამართლოს დადგენილება,[ გარდა ამ კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა], მხარეებმა შეიძლება ამავე კოდექსის 273-ე მუხლით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში.

 

·        საჩივარი შეტანილი უნდა იქნეს იმ რაიონული (საქალაქო)  სასამართლოში, რომელმაც მიიღო აღნიშნული დადგენილება.

 

 

მუხლი 272 .ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე დადგენილების გასაჩივრების წესი.

 

) რა დადგენილებები’’ „გადაწყვეტილებები’’ შეიძლება გასაჩივრდეს [მუხ. 272-ე ნაწ.1-ლი]

 

 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე შეიძლება გასაჩივრდეს:

ა)ორგანოს (თანამდებობის პირის) დადგენილება, აგრეთვე ამ კოდექსის 234​1 მუხლით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული  გადაწყვეტილება  ჯარიმის’’ სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებზემდგომ ორგანოში (ზემდგომ თანამდებობის პირთან), [რომლის გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლოში]

 

 გადაწყვეტილება სხვაგვარი ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებზემდგომ ორგანოში (ზემდგომ თანამდებობის პირთან), [რომლის გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლოში];

 

დადგენილება ძირითადი ადმინისტრაციული სახდელისა და რომელიმე დამატებითი ადმინისტრაციული სახდელის ერთდროულად დადების შესახებ მომჩივნის სურვილით, ძირითადი ადმინისტრაციული სახდელის ან დამატებითი ადმინისტრაციული სახდელის გასაჩივრებისთვის დადგენილი წესით;

 

1) ორგანოს (თანამდებობის პირის) დადგენილება ჯარიმის სახით ადმინისტრაციული სახდელის ან სხვაგვარი’’ ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ, მიღებული ამ კოდექსის 121-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 123-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 157-ე მუხლით ან 177​1 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტზე, − ზემდგომ ორგანოში (ზემდგომ თანამდებობის პირთან), [რომლის გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლოში];

 

ბ)შინაგან საქმეთა ორგანოს (თანამდებობის პირის) დადგენილება  გაფრთხილების სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ, რომელიც დაფიქსირებულია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილზე ოქმის შეუდგენლად,ზემდგომ ორგანოში (ზემდგომ თანამდებობის პირთან);

 

გ)შინაგან საქმეთა ორგანოს (თანამდებობის პირის) დადგენილება ერთი ადმინისტრაციული სახდელის სხვა ადმინისტრაციული სახდელით შეცვლის შესახებზემდგომ ორგანოში (ზემდგომ თანამდებობის პირთან),[ რომლის გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლოში];

 

დ) შინაგან საქმეთა ორგანოს (თანამდებობის პირის) დადგენილება საურავის დარიცხვის შესახებ’’ ზემდგომ ორგანოში (ზემდგომ თანამდებობის პირთან), [რომლის გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლოში];

 

ბ)სად შეიტანებასაჩივარი’’ და სად „გადაიგზავნება’’ იგი ?[მუხ.272-ე ნაწ. მე-2]

 

·        საჩივარი შეიტანება იმ ორგანოში (თანამდებობის პირთან), რომელმაც გამოიტანა დადგენილება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

·        საჩივარი 3 დღის ვადაში საქმესთან ერთად გადაეგზავნება იმ ორგანოს (თანამდებობის პირს), რომლის სახელზედაც არის შეტანილი და რომელიც ამ მუხლის შესაბამისად უფლებამოსილია განიხილოს იგი. 

)როგორ შეიტანებასაჩივარი’’ შინაგან საქმეთა სამინისტროში[272-ე მუხ. 21 ნაწ.]

 

·        ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დადგენილების/გადაწყვეტილების საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გასაჩივრების შემთხვევაში საჩივარი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიტანება უშუალოდ ან დისტანციურად, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

)როგორ შეიტანებასაჩივარი’’ რაიონულ/ან საქალაქო სასამართლოში[272-ე მუხ. 22 ნაწ.]

 

·         ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დადგენილების/გადაწყვეტილების რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში საჩივარი შეიტანება უშუალოდ რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში.

)პირს,რომელსაც შეაქვსსაჩივარი’’ სახელმწიფო ბაჟი არ გადახდება.[272-ე მუხ. მე-3  ნაწ.]

 

·        პირს, რომელმაც გაასაჩივრა დადგენილება, აგრეთვე                                                                             ამ კოდექსი 2341 მუხლით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ, სახელმწიფო ბაჟი არ გადახდება.

)სასამართლოს მიერ მიღებული დადგენილებისგასაჩივრება, არ აჩერებს მის აღსრულებას.თუმცა შიძლება არსებობდეს გამონაკლისები [272-ე მუხ. მე-4  ნაწ.]

 

·        ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში  სასამართლოს მიერ მიღებული დადგენილება აღსრულდება მისი გამოტანის მომენტიდან.

·        დადგენილების გასაჩივრება არ აჩერებს მის აღსრულებას, თუ ამ კოდექსითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

)რაიონული (საქალაქო) სასამართლოს დადგენილებაზესაჩივრის’’ სააპელაციო სასამართლოში დასაშვებობის შემოწმების ვადა [272-ე მუხ. მე-5  ნაწ.]

 

·        თუ რაიონული (საქალაქო) სასამართლოს დადგენილება მიღებულია ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „გ“ ან „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ორგანოს (თანამდებობის პირის) დადგენილებაზე’’, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს საჩივრის დასაშვებობას საჩივრის მიღებიდან 10 დღის ვადაში. საჩივრის დასაშვებობის თაობაზე სასამართლოს გამოაქვს დადგენილება.

 

)„საჩივრის’’ სააპელაციო სასამართლოში დასაშვებობის წინაპირობები  [272- მუხ. მე-6  ნაწ.]

 

·        სააპელაციო სასამართლოში საჩივარი დასაშვებია, თუ:

 

ა) იდენტურ სამართლებრივ საკითხზე არ არსებობს შესაბამისი სააპელაციო სასამართლოს პრაქტიკა;

ბ) პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება იდენტურ სამართლებრივ საკითხზე შესაბამისი სააპელაციო სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან;

გ) ამ საჩივრის განხილვის შედეგად სავარაუდოა მოცემულ საქმეზე იდენტურ სამართლებრივ საკითხზე შესაბამისი სააპელაციო სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის“ ევროპის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

) „საჩივრის’’ „სააპპელაციო სასამართლოში’’ განხილვა [272- მუხ. მე-7  ნაწ.]

 

 

·        ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში საჩივრის’’ დასაშვებად ცნობის შემდეგ სააპელაციო სასამართლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის სააპელაციო წესით განხილვისას არ იკვლევს ამ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. სააპელაციო სასამართლო სამართლებრივად აფასებს, გამოიყენა თუ არა რაიონულმა (საქალაქო) სასამართლომ ის კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, ან/და რამდენად სწორად განმარტა მან კანონი

ვის ეკისრება დადგენილების/ან გამოწერილი საჯარიმო ქვითრის უკანონობის ან/და დაუსაბუთებლობის მტკიცების ტვირთი სააპელაციო სასამართლოში?[272- მუხ. მე-8  ნაწ.]

 

·        ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოტანილი დადგენილების/ან გამოწერილი საჯარიმო ქვითრის უკანონობის ან/და დაუსაბუთებლობის მტკიცების ტვირთი სააპელაციო სასამართლოში ეკისრება აპელანტს.

 

მუხლი 273. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების   გასაჩივრების ვადა.

 

 

·        ა)„ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილება, ან   ბ)ამ კოდექსის 234​1 მუხლით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის’’ ადგილზე განხილვისას მიღებული დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს მისი მხარისთვის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში.

·        აღნიშნული ვადის საპატიო მიზეზით გაცდენის შემთხვევაში ეს ვადა იმ პირის განცხადებით, რომლის მიმართაც მიღებულია დადგენილება, შეიძლება აღადგინოს საჩივრის განხილვის უფლებამოსილების მქონე ორგანომ (თანამდებობის პირმა).

·        ამ კოდექსის 177​16 ან 177​17 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს მისი ძალაში შესვლიდან 15 დღის ვადაში.

 

მუხლი 274. დადგენილების’’   აღსრულების საკითხის გადაწყვეტა.

 

დადგენილება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე შეიძლება გააპროტესტოს პროკურორმა.

 

მუხლი 275. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების გამო  საჩივრისა’’ და  „პროკურორის პროტესტის განხილვა.

 

1)საჩივრის ‘’ შეტანა რა სახისდადგენილებების’’ აღსრულებას შეაჩერებს ? და „რა მდენი ხნით ‘’?  და რა სახის „დადგენილებების’’ აღსრულებას ვერ შეაჩერებს?[მუხ. 275- ნაწ. 1-ლი]

 

·       დადგენილ ვადაშისაჩივრის’’ შეტანამის განხილვამდე’’[!]  შეაჩერებს[!]: ა) ადმინისტრაციული „სახდელის დადების შესახებ“,ბ) „ერთი ადმინისტრაციული სახდელის სხვა ადმინისტრაციული სახდელით შეცვლის თაობაზე და „გ)საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილებების, გრეთვე ამ კოდექსის 234​1  მუხლით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების -აღსრულებას[!].

 

[გარდა :

 

ა) ამ კოდექსის 26- და 32- მუხლებით გათვალისწინებული სახდელების გამოყენების შესახებ დადგენილებებისა,

 

ბ)ამ მუხლის 1​1  ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა,

 

აგრეთვე

 

გ)იმ შემთხვევისა, როდესაც პირს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილზე აკისრებენ ჯარიმას, რომელსაც ადგილზევე გადაახდევინებენ.]

 

2. კოდექსის 208- და 208​2  მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების თაობაზე გამოტანილი დადგენილებების გასაჩივრებ  არ აჩერებს -აღსრულებას [მუხ. 275- ნაწ. მე-11]

 

·       ამ კოდექსის 208-ე და 208​2  მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების თაობაზე გამოტანილი დადგენილებების გასაჩივრება არ აჩერებს: ა)“ ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ’’, ბ)“ერთი ადმინისტრაციული სახდელის სხვა ადმინისტრაციული სახდელით შეცვლის თაობაზე’’ და გ)“საურავის დარიცხვის შესახებ’’   დადგენილებების აღსრულებას.

 

ხოლო საჩივრის დაკმაყოფილების შემთხვევაში’’ პირს დაუბრუნდება  ჯარიმისა’’ და საურავის’’ სახით, აგრეთვე ამავე კოდექსით დადგენილი წესით ქონებრივი ზარალის ანაზღაურების მიზნით გადახდილი თანხა.

[მუხ. 275- ნაწ. მე-12]

·        ადმინისტრაციული სახდელის სახისატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების გამოყენებისას ამ მუხლის[ანუ 275-ე  მუხლის]  საფუძველზე  შეჩერებული აღსრულების ვადა   „ამ სახის“ სახდელის საერთო ვადაში არ ითვლება.

[მუხ. 275- ნაწ. მე-2]

·       პროკურორის მიერ პროტესტის შეტანა   შეაჩერებს დადგენილების აღსრულებას პროტესტის განხილვამდე’’.

მუხლი 276. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების გამო საჩივარის და  პროტესტისგანხილვა

 

·       ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების, აგრეთვე ამ კოდექსის 234​1 მუხლით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის  ადგილზე განხილვისას’’ მიღებული გადაწყვეტილების გამო საჩივარსა და პროტესტს განიხილავს საამისოდ უფლებამოსილი ორგანო (თანამდებობის პირი) მათი შესვლიდან 30 დღის ვადაში, [გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.]

·        რაიონული (საქალაქო) სასამართლოს დადგენილებაზე შეტანილი საჩივრის განხილვის ვადა, [გარდა ამ კოდექსის 281​3  მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა], არ უნდა აღემატებოდეს ერთ თვეს სააპელაციო სასამართლოში საჩივრის შესვლიდან.

·       ორგანო (თანამდებობის პირი) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე’’ მიღებული დადგენილების’’, აგრეთვე ამ                                                       კოდექსის 234​1 მუხლით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების გამო საჩივრისა და პროტესტის განხილვისას შეამოწმებს მიღებული დადგენილებისანონიერებასა და დასაბუთებულობას

·       სააპელაციო სასამართლო საქმეს განიხილავს ზეპირი მოსმენის’’ გარეშე,[ გარდა ადმინისტრაციული პატიმრობის შესახებ საქმეებისა, რომლებიც განიხილება ამ კოდექსის XXII​1 თავით დადგენილი წესით].

·       სასამართლოს შეუძლია დაადგინოს საქმის ზეპირი განხილვაც, თუ ეს საჭიროა და ხელს შეუწყობს საქმის გარემოებების გამორკვევას.

·       მხარეთა გამოუცხადებლობა არ გამოიწვევს საქმის განხილვის გადადებას.

·        სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

·       ამ კოდექსის 177​16 ან 177​17 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების გასაჩივრების შემთხვევაში ზემდგომი ორგანო (თანამდებობის პირი) საქმეს ზეპირი მოსმენის გარეშე’’ განიხილავს.

·       ამ ორგანოს (თანამდებობის პირს) შეუძლია დაადგინოს საქმის ზეპირი განხილვაც, თუ ეს საჭიროა და ხელს შეუწყობს საქმის გარემოებების გამორკვევას.

·       მხარეთა გამოუცხადებლობა არ გამოიწვევს საქმის განხილვის გადადებას.

 

 

მუხ.278.  საჩივრის’’ ან „პროკურორის პროტესტის განმხილველი ორგანოს (თანამდებობის პირის) გადაწყვეტილება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების გამო.

 

1.რა სახისგადაყვეტილებები ‘’ გამოაქვთსაჩივრის’’ ან პროტესტისგამნხილველორგანოებს’’[თანამდებობის პირებს] ?[მუხ. 278- ნაწ.1-ლი]

 

·        საჩივრის’’ ან პროტესტის განხილვისას ორგანოს (თანამდებობის პირს) გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება:

 

·        ა) დადგენილების უცვლელად დატოვებისა და საჩივრის ან პროტესტის დაუკმაყოფილებლად დატოვების შესახებ;

ბ) დადგენილების გაუქმებისა და საქმის ხელახალი განხილვისათვის გაგზავნის შესახებ;

გ) დადგენილების გაუქმებისა და საქმის შეწყვეტის შესახებ;

ამ კოდექსის 234​1 მუხლით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული დადგენილების გაუქმებისა და პირის ადმინისტრაციული სახდელისაგან განთავისუფლების შესახებ;

ე) ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის სახდელის ზომის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფარგლებში შეცვლის შესახებ.

 

 

2.არაუფლებამოსილი ორგანოს[ანამდებობის პირის]  გადაწყვეტილება  უქმდება.[მუხ.278- ნაწ. მე-2]

 

·         თუ დადგინდება, რომ დადგენილება გამოიტანა იმ ორგანომ (თანამდებობის პირმა), რომელიც არ იყო უფლებამოსილი გადაეწყვიტა ეს საქმე, მაშინ ასეთი დადგენილება გაუქმდება და საქმე განსახილველად გაეგზავნება უფლებამოსილ ორგანოს (თანამდებობის პირს).

 

3. ვის ეგზავნება საჩივართანანპროტესტთანდაკავშირებით გამოტანილი დადგენილების ასლი  ?  [მუხ.278- ნაწ. მე-3]

 

 

·        ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების გამო საჩივართან ან პროტესტთან დაკავშირებით გამოტანილი დადგენილების ასლი 7 დღის ვადაში გაეგზავნება პირს, რომლის მიმართაც იყო გამოტანილი დადგენილება.

·        პროტესტის გამო მიღებული დადგენილების ასლი 7 დღის ვადაში გაეგზავნება აგრეთვე დაზარალებულს მისივე თხოვნით.

·        პროტესტის განხილვის შედეგი კი ეცნობება პროკურორს.

4.„საჩივართან დაკავშირებით გადაწყვეტილების  მიიღება- ელექტრონულად[მუხ.278- ნაწ. მე-4]

 

·        ამ კოდექსის 177​16 ან 177​17 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების გამო საჩივართან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღება- ელექტრონულად, მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით და განთავსდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ერთიან ელექტრონულ პორტალზემეწარმისთვის, საზღვარგარეთ რეგისტრირებული მეწარმის ფილიალისთვის მიკუთვნებულ ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე, რაც ამ გადაწყვეტილების ოფიციალურ ჩაბარებად მიიჩნევა.

 

მუხლი279. საქმის გადასინჯვაში მოსამართლის, შინაგან საქმეთა ორგანოს უფროსისა და შინაგან საქმეთა ზემდგომი ორგანოს უფროსის უფლებამოსილება.

 

)ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე სასამართლოს  დადგენილების’’  გაუქმება ან შეცვლა -პროკურორის პროტესტით’’ ან მის გარეშე [მუხ. 279- ნაწ. 1-ლი]

 

·        რაიონული (საქალაქო) სასამართლოს ან/და სააპელაციო სასამართლოს დადგენილება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე შეიძლება გაუქმდეს ან შეიცვალოს პროკურორის პროტესტით, შესაბამისად, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს ან/და სააპელაციო სასამართლოს მიერ,გრეთვე, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა პროკურორის პროტესტი, − სააპელაციო სასამართლოს მიერ.

)შინაგან საქმეთა ორგანოს უფროსისა  და შინაგან საქმეთაზემდგომი ორგანოსუფროსის უფლებამოსილება.

 

·         შინაგან საქმეთა ორგანოს უფროსის დადგენილება ამ კოდექსის 166- მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზ შეიძლება გაუქმდეს ან შეიცვალოს პროკურორის პროტესტით თვით შინაგან საქმეთა ორგანოს უფროსის მიერ,

·         აგრეთვე, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა პროკურორის პროტესტი’’,შინაგან საქმეთა ზემდგომი ორგანოს უფროსის’’ მიერ.

 

მუხლი  280.საჩივრის გამო მიღებული გადაწყვეტილების გაპროტესტება.

 

·        გადაწყვეტილება[ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე’’ მიღებულ დადგენილებასთან დაკავშირებული საჩივრის გამო’’ ] შეიძლება გააპროტესტოს პროკურორმა

·        საჩივრის’’ გამო მიღებულ გადაწყვეტილებაზე პროკურორის პროტესტი შეიტანება იმ ორგანოში (თანამდებობის პირთან), რომელიც საჩივრის გამო გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს (თანამდებობის პირის) ზემდგომია.

 

მუხლი 281. დადგენილების გაუქმების შედეგები ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის შეწყვეტით

 

·        ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების გაუქმება „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის- შეწყვეტით’’ გამოიწვევს: ა)გადახდევინებული ფულადი თანხების, ბ)სასყიდლით ჩამორთმეული ან გ)კონფისკაციაქმნილი საგნების დაბრუნებას, აგრეთვე ადრე მიღებულ დადგენილებასთან დაკავშირებული შეზღუდვების გაუქმებას.

·        თუ საგნის დაბრუნება’’ შეუძლებელია, ანაზღაურდება მათი ღირებულება.

·        პატიმრობის’’ ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის უკანონოდ დაკისრებით  მოქალაქისათვის მიყენებული ზარალის ანაზღაურება წარმოებს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

 

 

ადმინისტრაციული პატიმრობის შესახებ დადგენილების გასაჩივრება. [მუხ. 2811-2813]

 

მუხლი 2811  ადმინისტრაციული პატიმრობის  შესახებ დადგენილების’’ გასაჩივრების ვადა.

 

·        ადმინისტრაციული პატიმრობის’’ შესახებ რაიონული (საქალაქო) სასამართლოს დადგენილება გამოტანიდან 48 საათში შეიძლება ერთჯერადად გაასაჩივროს  ა)“პირმა, რომელსაც შეეფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა, ან ბ)“მისმა ადვოკატმა’’ (კანონიერმა წარმომადგენელმა), აგრეთვე გ)“ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის’’ შემდგენმა ორგანომ (თანამდებობის პირმა)- სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში’’.

 

მუხლი 2812  საჩივრის’’ - დასაშვებობა.

1.     სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატისათვის საჩივრით მიმართვის - „დასასვებობა’’ [მუხ.2812-ნაწ. 1-ლი ]

 

·        ადვოკატის (კანონიერი წარმომადგენლის) მიერ სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატისათვის საჩივრით მიმართვა დასაშვებია მხოლოდ მისი დაცვის ქვეშ მყოფის თანხმობით,[ გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მას აქვს შესაძლებლობის იმგვარი შეზღუდვა, რომელიც შეუძლებელს ხდის მისგან თანხმობის მიღებას].

2.რა უნდა იყოს აღნიშნული სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატისათვის წარდგენილსაჩივარში’’? [მუხ.2812-ნაწ. მე-2]

 

·        მხარეთა მიერ წარმოდგენილ საჩივარში აღნიშნული უნდა იყოს, თუ რა მოთხოვნები დაირღვა გასაჩივრებული დადგენილების გამოტანისას, რით გამოიხატება გასაჩივრებული დადგენილების დებულებათა მცდარობა.

·        საჩივარში ასევე მითითებული უნდა იყოს, თუ რა არსებითი მნიშვნელობის მქონე საკითხები და მტკიცებულებები არ გამოიკვლია რაიონულმა (საქალაქო) სასამართლომ, რომლებსაც შეეძლო ზეგავლენა მოეხდინა პირისათვის ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების მართლზომიერებაზე.

·        საჩივარს უნდა ერთოდეს მომჩივნის პოზიციის დამადასტურებელი მტკიცებულებანი (მასალები) იმ ახალ გარემოებათა შესახებ, რომლებიც უცნობი იყო რაიონული (საქალაქო) სასამართლოსათვის.

3.სად უნდა იქნეს შეტანილი  სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატისათვის წარსადგენისაჩივარი’’ ? [მუხ.2812-ნაწ. მე-3]

 

·        მხარეებს საჩივარი შეაქვთ დადგენილების გამომტან სასამართლოში, რომელიც ამ საჩივარსა და საქმის მასალებს დაუყოვნებლივ უგზავნის შესაბამის სასამართლოს განსჯადობის მიხედვით.

·        გასაჩივრება’’ არ აჩერებს დადგენილების აღსრულებას.

4.რას უნდა შეიცავდეს სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის დადგენილება  საჩივრის დასაშვებობის თაობაზე[მუხ.2812-ნაწ. მე-4]

 

·         სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა საქმის მასალების მიღებიდან 24 საათში, ზეპირი მოსმენის გარეშე, წყვეტს ადმინისტრაციულ პატიმრობასთან დაკავშირებული საჩივრის დასაშვებობის საკითხს, კერძოდ, აკმაყოფილებს თუ არა საჩივარი ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მოთხოვნებს.

·        საჩივრის დასაშვებობის თაობაზე [სააპელაციო] სასამართლოს გამოაქვს დადგენილება

·        საჩივრის დასაშვებად ცნობის შემთხვევაში ტარდება ზეპირი მოსმენა ამ კოდექსით დადგენილ ვადაში და დადგენილი წესით.

 

მუხლი 2813.საჩივრის განხილვა და გადაწყვეტილების მიღება (თავი XXII¹).

 

1.რა ვადაში განიხილავსსაჩივარს’’ სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა ?[მუხ 2813-ე ნაწ. 1-ლი]

 

·        სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა საჩივარს განიხილავს საჩივრის დასაშვებად ცნობის შესახებ დადგენილების გამოტანიდან 48 საათში

2.სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაშისაჩივრის’’ განხილვის წესი [მუხ 2813-ე ნაწ. მე-2]

 

·        სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში საჩივარი განიხილება ზეპირი მოსმენით, მხარეთა მონაწილეობით.

·        მხარეთა გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს საჩივრის განხილვას.

·        საჩივრის განხილვაში მონაწილეობის უფლება აქვთ: ა)“ პირს, რომელსაც შეეფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა’’, ბ)“მის ადვოკატს (კანონიერ წარმომადგენელს), აგრეთვე გ)“ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემდგენ ორგანოს (თანამდებობის პირს).

·        სასამართლოს უფლება აქვს, ა)გამოიძახოს და დაკითხოს პირი, რომლის ჩვენებასაც არსებითი მნიშვნელობა აქვს საჩივრის გადაწყვეტისათვის,ბ) წინადადება მისცეს მხარეებს, წარმოადგინონ საჩივრის დასაბუთებულობის შემოწმებისათვის საჭირო დოკუმენტები და სხვა მტკიცებულებანი.

·        სხდომის თავმჯდომარე ხსნის სასამართლო სხდომას, აცხადებს, რა საჩივარი განიხილება, და ასახელებს მხარეებს.

·        თუ სასამართლო სხდომაში მონაწილეობენ მხარეები, მათ შესაძლებლობა ეძლევათ, განმარტებანი მისცენ სასამართლოს და ჩამოაყალიბონ თავიანთი მოსაზრებანი.

3.საჩივრისგანხილვისას’’ რას ამოწმებსსააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა ? [მუხ 2813-ე ნაწ. მე-3]

 

·         საჩივრის’’ განხილვისას სააპელაციო სასამართლო ამოწმებს, ადმინისტრაციული პატიმრობის შესახებ ‘’ დადგენილების გამოტანისას დაიცვა თუ არა რაიონულმა (საქალაქო) სასამართლომ ამ კოდექსის 32-ე მუხლის მოთხოვნები.

4..რა გადაწყვეტილებას იღებს საჩივრის  განხილვის ‘’ შემდეგ სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა ? [მუხ 2813- ნაწ. მე-4]

 

·        საჩივრის განხილვის შემდეგ სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

 

ა) გასაჩივრებული დადგენილების ძალაში დატოვების და საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;

ბ) გასაჩივრებული დადგენილების გაუქმების (ან შეცვლის) და შესაბამისად  საჩივრის სრულად (ან ნაწილობრივ) დაკმაყოფილების შესახებ

5. ვის ეგზავნებასაჩივრის’’ განხილვის შედეგად გამოტანილი სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის დადგენილების ასლები ? [მუხ 2813-ე ნაწ. მე-5]

 

·        საჩივრის’’ განხილვის შედეგად გამოტანილი დადგენილების ასლები გადაეცემა ა)მხარეებს, ბ)ეგზავნება დადგენილების გამომტან მოსამართლეს და გ)ამ გადაწყვეტილების აღმსრულებელ ორგანოს.

·        საჩივრის განხილვის შედეგად გამოტანილი დადგენილება საბოლოოა და არ საჩივრდება.


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები