10.4 "დისციპლინური წარმოების'' ა)"შედეგები'' ბ)"ვადები'' გ)"ზომები''დ)"ზომის შეფარდება'' ე)"სამსახურიდან გათავისუფლება''ვ)"სანსახურიდან ჩამოშორება''ზ)წარმოების "შეჩერება'' და "შეწყვეტა''[94-ე -101-ე მუხლები]
სარჩევი:
მუხლი 94. დისციპლინური წარმოების შედეგები
94-ე მუხლის 1-ლი ნაწილის კომენტარი
94-ე მუხლის მე-2 ნაწილის კომენტარი
94-ე მუხლის მე-3 ნაწილის კომენტარი
94-ე მუხლის მე-4 ნაწილის კომენტარი
94-ე მუხლის მე-5 ნაწილის კომენტარი
94-ე მუხლის მე-6 ნაწილის კომენტარი
მუხლი 95. დისციპლინური წარმოების ვადები
95-ე მუხლის 1-ლი ნაწილის კომენტარი
95-ე მუხლის მე-2 ნაწილის კომენტარი
მუხლი 96. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები
96-ე მუხლის 1-ლი ნაწილის კომენტარი
96-ე მუხლის მე-2 ნაწილის კომენტარი
მუხლი 97. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდება
97-ე მუხლის 1-ლი ნაწილის კომენტარი
97-ე მუხლის მე-2 ნაწილის კომენტარი
97-ე მუხლის მე-3 ნაწილის კომენტარი
მუხლი 98. სამსახურიდან გათავისუფლება დისციპლინური გადაცდომისათვის
მუხლი 99. დისციპლინური წარმოებისას მოხელის სამსახურისთვის ჩამოშორება
მუხლი 100. დისციპლინური წარმოების „შეჩერება’’ და „შეწყვეტა’’
მე-100 მუხლის 1-ლი ნაწილის კომენტარი
მე-100 მუხლის მე-2 ნაწილის კომენტარი
მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის კომენტარი
მე-100 მუხლის მე-4 ნაწილის კომენტარი
მუხლი 101. დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების ვადა
101-ე მუხლის 1-ლი ნაწილის კომენტარი:
მე-101 მუხლის მე-2 ნაწილის კომენტარი
მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის კომენტარი
მუხლი 94. დისციპლინური წარმოების
შედეგები
1. დისციპლინური წარმოების
განმახორციელებელი ერთეულის “დასკვნა’’
ეგზავნება დისციპლინური გადაცდომის ჩამდენ პირს (მისი არსებობის შემთხვევაში)
და საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელს ან საამისოდ უფლებამოსილ სხვა პირს.
2. საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი ან
საამისოდ უფლებამოსილი სხვა პირი „დისციპლინური წარმოების
განმახორციელებელი ერთეულის ‘’დასკვნის მიღებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში
იღებს
ერთ-ერთ შემდეგ „გადაწყვეტილებას“:
ა) მოხელისთვის |დასკვნით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის’’ ან „უფრო მსუბუქი დისციპლინური
პასუხისმგებლობის ზომის’’ შეფარდების თაობაზე;
ბ) „მსუბუქი დისციპლინური გადაცდომის შემთხვევაში“ – „მოხელის დისციპლინური პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების
თაობაზე“;
გ) „დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ერთეულისთვის“ „დასკვნის დასაბუთებული შენიშვნებით დაბრუნების თაობაზე.~
3. დისციპლინური წარმოების
განმახორციელებელი ერთეულის მიერ დასკვნის განმეორებით წარდგენის შემთხვევაში საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი ან საამისოდ უფლებამოსილი სხვა
პირი იღებს ამ
მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას.
4.
ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება
არის „ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი’’ და იგი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე და 53-ე
მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს.
5.
ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული „ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ‘’ საჩივრდება საქართველოს ადმინისტრაციული კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6.
თუ „დისციპლინური წარმოების’’ შედეგად
არ დადასტურდა „დისციპლინური
გადაცდომის“ არსებობა, საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი
ან საამისოდ უფლებამოსილი სხვა პირი „ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით’’
„წყვეტს’’ „დისციპლინურ წარმოებას’’.
94-ე
მუხლის კომენტარი:
·
აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს, თუ რა პროცედურაა გასავლელი იმისათვის, რომ დასრულდეს „დისციპლინური წარმოება“.
94-ე მუხლის 1-ლი ნაწილის კომენტარი
·
„დისციპლინური წარმოების“ შემაჯამებელ „გადაწყვეტილებას’’ იღებს საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი ან საამისოდ უფლებამოსილი სხვა პირი, რომელიც განსაზღვრულია საჯარო დაწესებულების
ხელმძღვანელის ბრძანებით.
·
შესაბამისად, „დისციპლინური წარმოების
განმახორციელებელი ერთეული ‘’ შედგენილ დასკვნას უგზავნის საჯარო
დაწესებულების ხელმძღვანელს ან საამისოდ
უფლებამოსილ სხვა პირს.
·
გარდა მითითებულისა, დასკვნა, ასევე, უნდა გადაეგზავნოს „დისციპლინური
გადაცდომის“ „ჩამდენ პირს’’ (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
94-ე მუხლის მე-2 ნაწილის კომენტარი
·
სწორედ, „დისციპლინური წარმოების
განმახორციელებელი ერთეულის’’მიერ შედგენილი „დასკვნის’’ „საფუძველზე“ იღებს
„გადაწყვეტილებას“
საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი ან
საამისოდ უფლებამოსილი სხვა პირი.
·
კანონის თანახმად, „გადაწყვეტილების მიმღებმა პირმა“ „გადაწყვეტილება’’ უნდა მიიღოს დასკვნის „მიღებიდან ‘’ 7 სამუშაო დღის ვადაში („მიღებაში“ იგულისხმება
არა
დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ერთეულის მიერ „დასკვნის“ გამოცემა, არამედ საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის ან საამისოდ უფლებამოსილი სხვა პირის მიერ გადაგზავნილი დასკვნის „მიღება’’).
ხ
·
„დასკვნის’’ საფუძველზე, კანონის შესაბამისად, შესაძლებელია მიღებულ იქნეს შემდეგი „გადაწყვეტილება’’: „მოხელისთვის’ “ დასკვნით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის
ზომის’’ ან „უფრო მსუბუქი დისციპლინური პასუხისმგებლობის
ზომის“ შეფარდების თაობაზე [მუხ. 94-ე ნაწ მე-2 „ ა’’]
·
ანუ კანონი
აძლევს გადაწყვეტილების მიღების
უფლებამოსილ პირს არ გაითვალისწინოს
„დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი
ერთეულის“ მოსაზრება „დისციპლინური პასუხისმგებლობის
ზომის შესახებ’’ და შეუფარდოს „უფრო მსუბუქი’’ „პასუხისმგებლობის
ზომა’’,
·
თუმცა, მნიშვნელოვანია, ყურადღება გამახვილდეს ფაქტზე, რომ კანონი იცავს
დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის
უფლებებს და აიტომ,დაუშვებლად მიიჩნევს დასკვნით რეკომენდირებულზე „უფრო მკაცრი’’ „ დისციპლინური პასუხისმგებლობის’’
შეფარდებას.
ხ
·
„მსუბუქი დისციპლინური გადაცდომის
შემთხვევაში
‘’ [მუხ. 94-ე ნაწ მე-2 „ ბ’’] – „მოხელის „დისციპლინური პასუხისმგებლობისაგან“
გათავისუფლების თაობაზე’’ –„გადაწყვეტილების“ მიღებაზე უფლებამოსილ პირს უფლება აქვს
სრულად გაათავისუფლოს „დისციპლინური
გადაცდომის ჩამდენი“ „დისციპლინური პასუხისმგებლობისაგან’’,
თუმცა მას ეს უფლებამოსილება მხოლოდ იმ შემთხვევაში გააჩნია,
თუ ჩადენილია „მსუბუქი“ „დისციპლინური გადაცდომა’’.
ხ
·
იმ შემთხვევაში, თუ „გადაწყვეტილების მიმღები პირი’’ არ ეთანხმება „დასკვნაში’’
აღწერილ „ფაქტობრივ გარემოებებს’’ ან/და „დასკვნით განსაზღვრულ’’ „პასუხისმგებლობის
ზომებს“, კანონი მას აძლევს შესაძლებლობას „დასკვნა’’ „დასაბუთებული შენიშვნებით“ დაუბრუნოს დისციპლინური წარმოების განმახორციელებელ ერთეულს.[94-ე მუხ. მე-2 ნაწ. „გ’’]
·
„დასაბუთებაში’’ უნდა მიეთითოს კონკრეტული საკითხები, რომლებსაც არ ეთანხმება „გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილი პირი’’
და ის არგუმენტები,
რატომაც მიიჩნევს იგი აღნიშნულ საკითხებს არასრულყოფილად ან/და არასწორად.
ხ
·
ამასთან, აუცილებელია აღინიშნოს, რომ უფლებამოსილი პირის მიერ ზემოაღნიშნული
„გადაწყვეტილებების’’ [ე.ი. მე-2 ნაწილის
„ა’’, ან „ბ’’ ან ‘’გ’’] მიღება ხდება დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, რომლის საფუძველსაც ქმნის კანონის 97-ე მუხლი.
ხ
94-ე მუხლის მე-3 ნაწილის კომენტარი
·
„გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილი
პირი ს„დასაბუთებული შენიშვნების’’
განხილვის შემდეგ „დისციპლინური წარმოების
განმახორციელებელი ერთეული’’ უფლებამოსილია 1)„გაითვალისწინოს ეს შენიშვნები“ ან 2)„შენიშვნების გაუთვალისწინებლად განმეორებით წარადგინოს დასკვნა გადაწყვეტილების
მიღებაზე უფლებამოსილ პირთან’.
·
მე-2 შემთხვევაში, კანონი[94-ე მუხლის მე-3 ნაწილი] იმპერატიულად მოითხოვს, საჯარო
დაწესებულების ხელმძღვანელისაგან ან საამისოდ უფლებამოსილი სხვა პირისგან მიიღოს გადაწყვეტილება აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ან „ბ“
ქვეპუნქტების შესაბამისად.
·
მსგავსი დანაწესის არსებობა კანონში უზრუნველყოფს დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ერთეულის „დამოუკიდებლობას’’ და ახდენს მასზე
„ზემოქმედების დაუშვებლობის“
პრევენციას.
94-ე მუხლის მე-4 ნაწილის კომენტარი
·
გადაწყვეტილება, რომელსაც მიიღებს საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი ან საამისოდ
უფლებამოსილი სხვა პირი, არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი და,
შესაბამისად, იგი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული
კოდექსის 52-ე და 53-ე მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს.
94-ე მუხლის მე-5 ნაწილის კომენტარი
·
ასევე, მნიშვნელოვანია სასამართლო პრაქტიკის გაცნობაც, რომელიც განსაზღვრავს
იმ კომპონენტებს, რომლებისგანაც უნდა შედგებოდეს „დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ გადაწყვეტილება.
·
„დასაქმებულის მიმართ „დისციპლინური
პასუხისმგებლობის“ „რომელიმე ზომის’’ გამოყენების (მაგალითად, „შენიშვნა“, „გაფრთხილება“, „ხელფასის დაქვითვა“ და ა.შ.)
თაობაზე დამსაქმებელმა აუცილებლად უნდა გამოსცეს შესაბამისი „აქტი’’.
·
„ატში’’ უმდა იყოს შემდეგი ელემენტები:
ა)დისციპლინური
პასუხისმგებლობის გამოყენების თარიღი, ბ)დისციპლინური
პასუხისმგებლობის კონკრეტული ფაქტობრივი საფუძველი,
ანუ „ფაქტობრივი გარემოებები“, რომლებიც
ადასტურებენ დასაქმებულის მიერ შრომის დისციპლინის
დარღვევას ან შრომის ხელშეკრულებით ნაკისრი მოვალეობების შეუსრულებლობას (არაჯეროვან
შესრულებას), ასევე გ), მითითებული უნდა იყოს ის კონკრეტული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, რომელიც დამსაქმებელმა
ამ დარღვევისთვის განუსაზღვრა დასაქმებულს, დ)“აქტი“ დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ უნდა იყოს დადასტურებული უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და
ე)იგი „ჩაბარებული“ უნდა ჰქონდეს დასაქმებულს,
[რომელსაც კანონის შესაბამისად, შესაძლებლობა აქვს „დაეთანხმოს“ ან „არ დაეთანხმოს“
მის მიმართ გამოყენებულ „დისციპლინური პასუხისმგებლობის“ თაობაზე გამოცემულ „აქტს.“]
94-ე მუხლის მე-6 ნაწილის კომენტარი
· საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი ან საამისოდ
უფლებამოსილი სხვა პირის „გადაწყვეტილება“ შესაძლებელია გასაჩივრდეს
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
· თუ „დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ერთეული“ გამოიტანს დასკვნას
„დისციპლინური გადაცდომის“
არარსებობის შესახებ,
ასეთ შემთხვევაში, საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი
ან საამისოდ უფლებამოსილი პირი „ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით“ „წყვეტს“ „დისციპლინურ წარმოებას“.
· აღნიშნულ შემთხვევაშიც გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილი პირის
„სამართლებრივი აქტი“ უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე და 53-ე მუხლებით
დადგენილ მოთხოვნებს
მუხლი 95. დისციპლინური წარმოების ვადები
1.
„დისციპლინური წარმოების“ „ვადა“ არ უნდა აღემატებოდეს 1 თვეს.
2. თუ „დისციპლინური გადაცდომისათვის“ „არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დადგენისათვის“ აუცილებელია 1 თვეზე მეტი ვადა, საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი ან საამისოდ
უფლებამოსილი სხვა პირი 1-თვიანი ვადის გასვლამდე 10 სამუშაო
დღით ადრე იღებს
„გადაწყვეტილებას“
„დისციპლინური წარმოების“ „ვადის“ დამატებით არაუმეტეს 2 თვით „გაგრძელების“ თაობაზე.
95-ე მუხლის 1-ლი ნაწილის კომენტარი
·
ერთ-ერთ მნიშვნელოვან სირთულეს „ძველ“ კანონში, გარდა „დისციპლინური წარმოების
პროცედურების არარსებობისა“, წარმოადგენდა „დისციპლინური წარმოების ვადების არარსებობა“,
რაც იწვევდა პროცესის გაჭიანურებას.
·
„ახალმა’’ კანონმა, გარდა „პროცედურების დადგენისა“, ასევე „ცალკე მუხლად განსაზღვრა დისციპლინური წარმოების
ვადები“.
·
95-ე მუხლის 1-ლი ნაწილი მუხლი
მკაცრად განსაზღვრავს, თუ რა ვადაში უნდა დასრულდეს დისციპლინური წარმოება.
·
კანონის თანახმად, წარმოების ვადა არ უნდა
აღემატებოდეს 1 თვეს, რომლის ათვლაც უნდა დაიწყოს
საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის ან
საამისოდ უფლებამოსილი სხვა პირის მიერ
„დისციპლინური წარმოების
დაწყების შესახებ’’ ბრძანების „გამოცემის დღიდან.’’
95-ე მუხლის მე-2 ნაწილის კომენტარი
·
კანონი ითვალისწინებს შემთხვევებს, როდესაც „დისციპლინური გადაცდომის“ და მასთან დაკავშირებული
„ფაქტობრივი გარემოებების“ სრულყოფილად შესწავლა საჭიროებს 1 თვეზე მეტ ვადას.
·
იმისათვის, რომ გარემოებების სირთულემ და ვადის სიმცირემ პრაქტიკაში მნიშვნელოვანი
პრობლემები არ შექმნას, კანონის თანახმად, საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი
ან საამისოდ უფლებამოსილი სხვა პირი „დისციპლინური წარმოებისათვი“ს
კანონით განსაზღვრული 1 თვიანი ვადის ამოწურვამდე 10 სამუშაო დღით ადრე უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება
დისციპლინური წარმოების 2 თვით გაგრძელების თაობაზე.
·
ამდენად, „რთული დისციპლინური
წარმოების’’ შემთხვევაში დისციპლინური წარმოების
ვადა შესაძლებელია იყოს 3 თვე.
·
აღნიშნული წარმოადგენს საქართველოს
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ანალოგიას, რომლის მე-100 მუხლის
მე-3 ნაწილის თანახმადაც, „ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის „საერთო ვადა“ არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს’’.
·
თუმცა ზოგადი ადმინისტრაციული
კოდექსისაგან განსხვავებით, რომლის შესაბამისადაც,
„თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დადგენისათვის აუცილებელია
„ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის“ გამოსაცემად კანონმდებლობით
გათვალისწინებულზე მეტი ვადა, ადმინისტრაციულ ორგანოს „ადმინისტრაციული წარმოების’’ დაწყებისას გამოაქვს გადაწყვეტილება „ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტის“ გამოცემის „ვადის
განსაზღვრის’’ შესახებ.’’
„საჯარო სამსახურის შესახებ“
საქართველოს კანონი ითვალისწინებს „ვადის გაგრძელებას“
და „არა წარმოების დაწყებისთანავე 3 თვიანი
ვადის განსაზღვრას“.
·
შესაბამისად, საჯარო დაწესებულების
ხელმძღვანელი ან საამისოდ უფლებამოსილი სხვა პირი ვალდებულია მკაცრად დაიცვას
„ვადის გაგრძელების“ პირობები.
·
კერძოდ, არ გადააცილოს კანონით განსაზღვრული
1 თვიანი ვადის ამოწურვამდე 10 სამუშაო დღით ადრე ვადის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების
მიღება.
·
წინააღმდეგ შემთხვევაში მას აღარ ექნება უფლებამოსილება, გააგრძელოს „დისციპლინარული
წარმოების’’ ვადა.
·
ამიტომაც მნიშვნელოვანია, „დისციპლინური წარმოების განმახორციელებელმა ერთეულმა
‘’ საჯარო დაწესებულების
ხელმძღვანელს ან საამისოდ უფლებამოსილ სხვა პირს დროულად
მიაწოდოს ინფორმაცია „დისციპლინარული წარმოების’’ მოცულობასთან დაკავშირებით, რათა საჭიროების შემთხვევაში მათ მიერ მოხდეს „ვადის გაგრძელება’’.
მუხლი 96. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები
1. „დისციპლინური პასუხისმგებლობის“
ზომებია:
ა) გაფრთხილება;
ბ) საყვედური;
გ) თანამდებობრივი სარგოს 10 პროცენტიდან
50 პროცენტამდე დაკავება 1-დან 6 თვემდე ვადით;
დ) სამსახურიდან გათავისუფლება.
2. მოხელის მიერ ერთდროულად რამდენიმე დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში მას
დისციპლინური პასუხისმგებლობა ეკისრება უფრო
მძიმე დისციპლინური გადაცდომისათვის, „ერთი’’ „დისციპლინური პასუხისმგებლობის
ზომის;; შეფარდებით.
96-ე მუხლის 1-ლი ნაწილის კომენტარი
·
“ძველი’’ კანონისაგან განსხვავებით, რომლის შესაბამისადაც
დისციპლინური პასუხისმგებლობის 6 ზომა იყო, მოქმედმა კანონმა მათი რაოდენობა ოთხამდე დაიყვანა.
·
კერძოდ, მოქმედი კანონი აღარ იცნობს დისციპლინური პასუხისმგებლობის ისეთ
ზომებს, როგორებიცაა: 1)“სამსახურებრივი
მოვალეობის შესრულებისაგან ჩამოშორება ხელფასის გაცემის
შეჩერებით – არაუმეტეს ათი სამუშაო დღისა” და
2) “ უფრო დაბალი თანრიგის
თანამდებობრივ სარგოზე გადაყვანა – არაუმეტეს
ერთი წლისა”.
·
აღნიშნული განპირობებულია იმ ლოგიკით, რომ პირველ შემთხვევაში, პროფესიული საჯარო მოხელე არ შეიძლება ჩამოშორდეს მის ფუნქციებს და ეს
არ შეიძლება იყოს გამოყენებული, როგორც „დისციპლინური
პასუხისმგებლობის“ ზომა.
·
ფაქტობრივად, აღნიშნული „ზომა’’ ისედაც არის „შრომის ანაზღაურების,
გარკვეულწილად, დაკავება“, უბრალოდ, ამას, ასევე, ემატება „სამსახურებრივი მოვალეობის
შესრულებისგან ჩამოშორება“, რისი მიზნობრიობაც აზრს მოკლებულია.
·
ხოლო, მეორე შემთხვევაში „უფრო დაბალი თანრიგის თანამდებობრივ სარგოზე
გადაყვანა“ ისეთივე
„მატერიალური პასუხისმგებლობაა“, როგორიც „თანამდებობრივი სარგოს 10 პროცენტიდან 50 პროცენტამდე დაკავება 1-დან 6 თვემდე
ვადით“, შესაბამისად, მიზანშეუწონლად იქნა მიჩნეული არსებობდეს „დამატებითი დისციპლინური
პასუხისმგებლობის ზომა“, რომლის
შედეგადაც ა) პირი იქნება კონკრეტულ თანამდებობაზე, ბ)შეასრულებს აღნიშნული
თანამდებობისათვის გათვალისწინებულ ფუნქციებს და გ)მიიღებს განსხვავებული რანგისათვის
გათვალისწინებულ თანამდებობრივ სარგოს.
ხ
·
მნიშვნელოვანია ყურადღება გამახვილდეს 96-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებულ“დისციპლინარული პასუხისმგებლობის ზომაზე’’.
·
პასუხისმგებლობის ამ ზომის გამოყენების
დროს „თანხის
დაკავება’’ ხდება მხოლოდ „თანამდებობრივი სარგოდან“
და „არა ერთიანი შრომის
ანაზღაურებიდან“, რომელსაც, კანონის
თანახმად, შეადგენს ა)“თანამდებობრივი
სარგო“ და ბ)“საქართველოს შესაბამისი
კანონით გათვალისწინებული „დანამატი’’.
·
შესაბამისად, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა -„დაკავება’’ [96-ე მუხ. 1-ლი ნაწ . „გ’’] არ ეხება „დანამატს“ და იგი მხოლოდ „თანამდებობრივ
სარგოზე“ ვრცელდება.
96-ე მუხლის მე-2 ნაწილის კომენტარი
·
96-ე მუხლის მეორე პუნქტი კი არეგულირებს
ისეთ შემთხვევებს, როდესაც ჩადენილია ერთდროულად რამდენიმე „დისციპლინური გადაცდომა’’
·
ასეთ შემთხვევაში, კანონის თანახმად პირი უნდა დაისაჯოს მხოლოდ ერთი, ყველაზე მძიმე გადაცდომისათვის და უნდა დაეკისროს დისციპლინური პასუხისმგებლობის
მხოლოდ „ერთი’’ ზომა.
·
შესაბამისად, მოქმედი კანონი არ იცნობს „გადაცდომათა ერთობლიობას’’
და, შესაბამისად, „ერთობლივი დისციპლინური სახდელების დაკისრებას“
თითოეული გადაცდომისათვის ცალ-ცალკე.
·
მსგავსი რეგულაცია „ძველ“ კანონში არ არსებობდა.
მუხლი 97. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდება
1. „დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა“ „დისციპლინური გადაცდომის“ „თანაზომიერი“ უნდა იყოს.
2. მოხელისთვის „დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის“ შეფარდებისას გათვალისწინებული უნდა
იყოს:
ა) დისციპლინური გადაცდომა ჩადენილია განზრახ თუ გაუფრთხილებლობით;
ბ) დისციპლინური გადაცდომის ჩადენით დამდგარი შედეგის სიმძიმე;
გ) მოქმედებს თუ არა დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობა;
დ) დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის შეფასების შედეგები;
ე) სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობის მიზეზი;
ვ) დისციპლინური გადაცდომის ჩადენით დამდგარი შედეგის თავიდან აცილების შესაძლებლობა;
ზ) დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის მცდელობა, თავიდან აეცილებინა ან შეემცირებინა დისციპლინური გადაცდომის ჩადენით დამდგარი შედეგი;
თ) „სხვა გარემოება’’, რომელიც გავლენას ახდენს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის განსაზღვრაზე.
3.
დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების მიუხედავად, მოხელე ვალდებულია
აანაზღაუროს ის მატერიალური
ზიანი, რომელიც მისი „დისციპლინური
გადაცდომის: შედეგად მიადგა „საჯარო დაწესებულებას’’,
თუ ეს „დისციპლინარული გადაცდომა’’ მან „განზრახ’’ ან „უხეში გაუფრთხილებლობით“
ჩაიდინა.
97-ე მუხლის 1-ლი ნაწილის კომენტარი
·
კანონი „დისციპლინური გადაცდომისათვის“ შესაბამისი
„პასუხისმგებლობის ზომის განსაზღვრისას’’ ავალდებულებს „დისციპლინური წარმოების განმახორციელებელ ერთეულსა“ და
„გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელ პირს“, გაითვალისწინონ და იხელმძღვანელონ „თანაზომიერების პრინციპით“.
·
შესაბამისად, 97-ე მუხლის პირველი პუნქტიც სწორედ ამ პრინციპის განუხრელ
დაცვას მოითხოვს.
·
ეს მოთხოვნა, ასევე, გამომდინარეობს
სასამართლო პრაქტიკიდან, რომლის თანახმადაც: „დისციპლინური
პასუხისმგებლობის ზომის გამოყენებისას მხედველობაში უნდა ყოფილიყო მიღებული „ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის სიმძიმე“,
„მისი
ჩადენის გარემოებები’’, „დასაქმებულის წინანდელი შრომითი საქმიანობა და ყოფაქცევა“,
„დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შესაბამისობა ჩადენილი გადაცდომის სიმძიმესთან.“
·
ამდენად, „თანაზომიერების პრინციპის’’ დაცვა უაღრესად
მნიშვნელოვანია, იმისათვის, რომ დაკისრებული „პასუხისმგებლობის ზომა’’ იყოს
სამართლიანი და კანონიერი.
97-ე მუხლის მე-2 ნაწილის კომენტარი
·
კანონი დეტალურად განსაზღვრავს იმ „მნიშვნელოვან ფაქტორებს“, რომელთა
გათვალისწინებაც აუცილებელია „პასუხისმგებლობის ზომის’’ შეფარდებისას.
·
შესაბამისად, კანონის[მუხ.97-ე ნა. მე-2] თანახმად, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ უშუალოდ „დისციპლინური გადაცდომის’’
„ჩადენის გარემოებები’’, არამედ „ჩამდენი პირის’’ „გამოცდილებაც’’ და „პიროვნებაც“
·
უშუალოდ „დისციპლინურ გადაცდომასთან“
დაკავშირებული
„გასათვალისწინებელი“
გარემოებებია: ა)დისციპლინური გადაცდომა ჩადენილია განზრახ თუ გაუფრთხილებლობით;
ბ) დისციპლინური გადაცდომის ჩადენით დამდგარი შედეგის სიმძიმე; გ)სამსახურებრივ მოვალეობათა
შეუსრულებლობის მიზეზი; დ) დისციპლინური გადაცდომის ჩადენით დამდგარი შედეგის თავიდან
აცილების შესაძლებლობა; ე) დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის მცდელობა, თავიდან
აეცილებინა ან შეემცირებინა დისციპლინური გადაცდომის ჩადენით დამდგარი შედეგი.
·
თითოეული ამ გარემოების შესწავლა შესაძლებელს ხდის, განისაზღვროს: 1)„დისციპლინური
გადაცდომის ხარისხი და სიმძიმე“, 2)„დამდგარი ზიანის
სერიოზულობა და მნიშვნელობა“ და 3)„თავად დისციპლინური
გადაცდომის ჩამდენი პირის დამოკიდებულება გადაცდომის შედეგად დამდგარ ზიანთან“.
ხ
·
გადაცდომის „ჩამდენი პირის მახასიათებლებთან“
დაკავშირებული „გასათვალისწინებელი“ გარემოებებია:
ა)მოქმედებს
თუ არა დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობა; ბ)დისციპლინური
გადაცდომის ჩამდენი პირის შეფასების შედეგები.
·
„ჩამდენი პირის მახასიათებლებთან“
დაკავშირებული გარემოებების
შესწავლა ეხმარება დისციპლინური პასუხისმგებლობის დამდგენ უფლებამოსილ პირს „დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის“ განსაზღვრისას გაითვალისწინოს ჩამდენის პიროვნება
·
სწორედ ეს წარმოადგენს უფლებამოსილ
პირის [საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის ] „დისკრეციული უფლებამოსილების“ ფარგლებს.
ხ
·
ამასთან, აუცილებელია აღინიშნოს, რომ „დასკვნის“ მომზადების პროცესში თავად „წარმოების განმახორციელებელ ერთეულს’’
არ გააჩნია ის „დისკრეციული უფლებამოსილება“, რაც
97-ე მუხლით არის ფორმულირებული და რაც საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელს აქვს.
·
აღნიშნული დისკრეცია არის მხოლოდ
გადაწყვეტილების მიმღები პირის (ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემელი პირის ) უფლებამოსილება.
ხ
·
ყურადღება: ზოგი „გარემოება’’
შესაძლებელია დადებითად მოქმედებდეს ჩამდენი პიროვნების შეფასებაზე
და, ზოგიც უარყოფითად.
·
სწორედ ამ „გარემოებების’’ სწორი
შეფასება მისცემს შესაძლებლობას გადაწყვეტილების
მიმღებ უფლებამოსილ პირს/ ან ორგანოს დისციპლინური გადაცდომის ჩამდენს დააკისროს „დისციპლინური პასუხისმგებლობის“ თანაზომიერი ზომა.
97-ე მუხლის მე-3 ნაწილის კომენტარი
·
კანონის მიერ, ასევე, განსაზღვრულია დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის
მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება.
·
„მიუხედავად დაკისრებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომისა’’, დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირი ვალდებულია,
სრულად აანაზღაუროს ის მატერიალური ზიანი, რომელიც მიადგა გადაცდომის შედეგად საჯარო დაწესებულებას.
ხ
·
„მატერიალური ზიანის ოდენობა’’
განისაზღვრება
თავად „დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ერთეულის“ მიერ „დისციპლინური
წარმოებისას“
ხ
·
„დისციპლინური გადაცდომის“ ჩადენით
„დამდგარი ზიანი “, წარმოადგენს იმ „გარემოებას’’,
რომელიც უნდა გაითვალისწინონ „პასუხისმგებლობის ზომის ‘’ შეფარდებისას.
·
კანონის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება „მხოლოდ მატერიალური ზიანი’’, რაც განპირობებულია
იმ ფაქტით, რომ „მატერიალური
ზიანის’’ დადგენა და გაანგარიშება სავსებით შესაძლებელია „დისციპლინური
წარმოების“ დროს „დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ერთეულის“ მიერ.
·
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ უნდა ანაზღაურდეს „მხოლოდ’’ ისეთი დისციპლინური გადაცდომით მიყენებული მატერიალური ზიანი, რომელიც
ჩადენილია „განზრახ“
ან „უხეში გაუფრთხილებლობით“.
·
„განზრახვის“ შემთხვევაში საკითხი ნათელია და თუ დადგინდა, რომ პირმა დისციპლინური გადაცდომა
ჩაიდინა „გააზრებულად’’ შესაბამისად, იგი ვალდებულია, აანაზღაუროს მატერიალური ზიანი, თუ ასეთი
დადგება.
·
რაც შეეხება „უხეშ გაუფრთხილებლობას’’, აქ უნდა ვიგულისხმოთ შემთხვევები,
როდესაც ა) პირმა იცოდა წინდახედულობის ნორმის არსებობის შესახებ
და ბ)გაცნობიერებული ჰქონდა შედეგი, თუმცა გ) ზერელედ და ზედაპირულად მოეკიდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას,
რაც გახდა „დისციპლინური გადაცდომის“ ჩადენის მიზეზი.
მუხლი 98. სამსახურიდან გათავისუფლება დისციპლინური გადაცდომისათვის
„სამსახურიდან
გათავისუფლება’’ შეიძლება მხოლოდ „მძიმე’’ „დისციპლინური გადაცდომის“ ჩადენის შემთხვევაში.
98-ე მუხლის კომენტარი:
·
კანონი[98-ე მუხლი] „დამატებით დაცვის მექანიზმს’'
ქმნის პროფესიული საჯარო მოხელეთათვის
და იმპერატიულად აწესებს, რომ პირის დისციპლინური გადაცდომის გამო სამსახურიდან გათავისუფლება
დასაშვებია მხოლოდ
მძიმე გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში.
·
ასეთი „გარანტიის’’ შემოღების მიზეზი, ასევე,
არის ხანგრძლივი სასამართლო პრაქტიკა,
რომლის შესაბამისადაც „პირის სამსახურიდან
დათხოვნა’’, როგორც დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, არის ყველაზე მკაცრი და მისი შეფარდებისათვის
ძალიან მნიშვნელოვანი საფუძვლებია საჭირო.
·
აღნიშნულთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომლის თანახმადაც: „შრომითსამართლებრივი
ურთიერთობის შენარჩუნებას აქვს პრიორიტეტი მის რღვევასთან შედარებით. შესაბამისად,
მართალია, შრომის კოდექსის 37-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველი მუშაკის
მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და
შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევაცაა, თუმცა, ნიშანდობლივია, „დასაქმებულთა შრომის უფლებების
დაცვის“კონსტიტუციური პრინციპი,
რომლის შესაბამისად, „დასაქმებულის მიერ ჩადენილი ყოველი დარღვევა შეფასებულ უნდა იქნეს
მისი ჩადენის სიხშირის, სიმძიმის და რაც მთავარია, შედეგობრივი თვალსაზრისით“.
შესაბამისად, შრომის სამართალში “Ultima
Ratio”-ს პრინციპი ითხოვს დამსაქმებლის მხრიდან დასაქმებულის სამსახურიდან დათხოვნამდე მისი ქმედების შეფასებას მიზეზ-შედეგობრივი თვალსაზრისით, დარღვევას
(გადაცდომას) და გათავისუფლებას შორის ზომიერი ბალანსის დაცულობას. ნიშანდობლივია,
რომ ამავე პრინციპის შესაბამისად, დამსაქმებლის
მიერ დარღვევის (გადაცდომის) ჩადენისას
გამოყენებულ უნდა იქნეს ისეთი ზომები, რომელიც არსებულ
ვითარებას გამოასწორებს, გააუმჯობესებს, დასაქმებულ მუშაკს უკეთესს გახდის, კვალიფიკაციას
აუმაღლებს, უფრო წინდახედულად და გულისხმიერად მოქცევას აიძულებს. შესაბამისად,
მიზანშეწონილობის კუთხით, გადაცდომის დროს
არჩეულ უნდა იქნეს პროპორციული დასჯის მექანიზმი, რაც, შედეგობრივად, გარდა იმისა, რომ დამრღვევს დასჯის,
მას და სხვა დასაქმებულებს უფრო ეფექტური შრომის მოტივაციას შეუქმნის.“
ხ
·
მსგავსი გარანტია ძველ კანონშიც არსებობდა, თუმცა დაზუსტება აკლდა.
·
ძველი კანონის 99-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად: „სამსახურებრივ მოვალეობათა დარღვევისათვის მოხელე
შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან, თუ მის მიმართ უკვე მოქმედებს დისციპლინური პასუხიმგებლობის
ნებისმიერი სხვა ზომა.“
·
თუმცა, იმავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად: „მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან დისციპლინური პასუხისმგებლობის
მოქმედების გარეშეც, თუ იგი „უხეშად დაარღვევს’’ სამსახურებრივ
მოვალეობებს.“
·
შესაბამისად, „უხეში დარღვევის’’ ცნების განმარტების არარსებობა განაპირობებდა იმ პრაქტიკას, რომ ხშირად ხდებოდა სუბიექტური შეფასებების გაკეთება გადაწყვეტილების მიმღებთა
მხრიდან, რაც შემდგომში იწვევდა მოხელის გათავისუფლებას
და მისი უფლებების არსებით დარღვევას.
·
მოქმედი კანონის თანახმად კი მკაცრად
არის განსაზღვრული „მძიმე დისციპლინური გადაცდომების“
ჩამონათვალი და, შესაბამისად, პირის მიმართ
„დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად’’ ‘’სამსახურიდან გათავისუფლება’’
შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მხოლოდ იმ
შემთხვევაში, თუ „დისციპლინური წარმოების
განმახორციელებელი ერთეული“ დაადგენს
მოხელის „ქმედებაში“ კანონით განსაზღვრული, რომელიმე „მძიმე გადაცდომის“
არსებობას.
მუხლი 99. დისციპლინური წარმოებისას მოხელის სამსახურისთვის ჩამოშორება
საჯარო დაწესებულების
ხელმძღვანელი ან საამისოდ
უფლებამოსილი სხვა პირი უფლებამოსილია „დისციპლინური წარმოებისას“ „დისციპლინური გადაცდომის
სავარაუდო ჩამდენი პირი“ ჩამოაშოროს სამსახურს.
99-ე მუხლის კომენტარი:
·
დისციპლინური წარმოების ობიექტურად წარსამართავად და, ასევე, იმისათვის,
რომ „დისციპლინური
გადაცდომის“ სავარაუდო ჩამდენმა პირმა ა)გავლენა არ მოახდინოს წარმოებაზე, ბ)კვლავ
არ ჩაიდინოს ახალი დისციპლინური გადაცდომა ან/და გ)არ გადამალოს და ე)არ გაანადგუროს მტკიცებულებები და დოკუმენტაცია, რომელიც სამსახურებრივად შესაძლებელია
მასთან ინახებოდეს, საჯარო დაწესებულების
ხელმძღვანელმა ან საამისოდ უფლებამოსილმა სხვა პირმა, თავისი „გადაწყვეტილებით’’, შესაძლებელია „დისციპლინური
წარმოების განმავლობაში’’ ჩამოაშოროს
იგი სამსახურს.
ხ
·
აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, პირი სრულად ჩამოშორდება თავის სამსახურებრივი
ფუნქციების განხორციელებას დისციპლინური წარმოების დასრულებამდე.
·
იდენტური რეგულაცია იყო ძველ კანონშიც პირის დისციპლინური წარმოების პერიოდში
ჩამოშორებასთან დაკავშირებით. თუმცა, ძველ კანონში იმავე მუხლში დამატებით იყო განსაზღვრული,
რომ სამსახურს ჩამოშორებულ პირს უნარჩუნდებოდა შრომითი გასამრჯელო. მოქმედი კანონით, მსგავსი რეგულაცია გაწერილია „მოხელის
სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების“ მუხლში (მუხლი 55), სადაც მითითებულია,
რომ „სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების
პერიოდში“ მოხელეს უნარჩუნდება თანამდებობრივი სარგო და საკლასო დანამატი.
მუხლი 100. დისციპლინური წარმოების „შეჩერება’’ და „შეწყვეტა’’
1.
„დისციპლინური წარმოება’’ „ჩერდება“, თუ დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩამდენი პირის მიმართ
„იმავე ქმედების გამო’’ დაწყებულია
სისხლის სამართლის საქმის ან/და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის
წარმოება.
2.
სასამართლოს მიერ „შესაბამის სისხლის სამართლის საქმეზე’’ ან/და „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის
საქმეზე’’ გამამართლებელი გადაწყვეტილების გამოტანა არ გამორიცხავს „დისციპლინური გადაცდომის’’ „ფაქტის’’ არსებობის გამო
„დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის’’ შეფარდების შესაძლებლობას.
3.
სასამართლოს მიერ „შესაბამისი’’ „გამამტყუნებელი
გადაწყვეტილების გამოტანა’’ გამორიცხავს „დისციპლინური გადაცდომის’’ „ფაქტის’’ არსებობის გამო
„დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის“ შეფარდების შესაძლებლობას.
4.
„დისციპლინური წარმოება’’ „წყდება“, თუ აღარ არსებობს
„დისციპლინური წარმოების’’ „ობიექტური საფუძველი’’,
რის შესახებაც გამოიცემა „ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი’’.
მე-100 მუხლის 1-ლი ნაწილის კომენტარი
·
„საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი ითვალისწინებს „დისციპლინური
წარმოების’’ „შეჩერებისა’’ და „შეწყვეტის“ რეგულაციებს.
·
დისციპლინური წარმოების „შეჩერების’’ საფუძველს, კანონის
თანახმად, წარმოადგენს „იმავე ქმედებაზე’’, რომელზეც მიმდინარეობს“დისციპლინარული
წარმოება’’, „სისხლის სამართლის’’ საქმის ან/და ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის საქმის „წარმოება’’.
·
აღნიშნულის მიზანია, არ მოხდეს ერთსა და იმავე ქმედებაზე პირის ორჯერ
პასუხისგებაში მიცემა და დაცულ იქნეს Non bis in idem-ის პრინციპი.
·
შესაბამისად, საჯარო დაწესებულება
„შეაჩერებს’’ „დისციპლინურ წარმოებას’’ სისხლის სამართლის საქმეზე
ან/და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების
მიღებამდე.
მე-100 მუხლის მე-2
ნაწილის კომენტარი
·
იმის მიხედვით,
თუ რა გადაწყვეტილება იქნება გამოტანილი სისხლის სამართლის ან/და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე, ხდება „დისციპლინარული წარმოების’’ პროცედურის განახლება და გადაწყვეტილების მიღება.
·
იმ შემთხვევაში, თუ სასამართლომ შესაბამის
სისხლის სამართლის
საქმეზე ან/ და ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის საქმეზე გამოიტანა „გამამართლებელი გადაწყვეტილება’’, შესაძლებელია, „განახლდეს“
„ დისციპლინური წარმოება“ და „გადაცდომის სავარაუდო
ჩამდენ პირს“ შეეფარდოს „საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის’’ მიერ „დისციპლინური პასუხისმგებლობაის
,რომელიმე ზომა
მე-100 მუხლის მე-3
ნაწილის კომენტარი
·
სასამართლოს მიერ „გამამტყუნებელი გადაწყვეტილების გამოტანა’’
გამორიცხავს „დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის’’ შეფარდების
შესაძლებლობას,
·
თუმცა, აღნიშნულ შემთხვევაში,
საჯარო დაწესებულება, ასევე, უფლებამოსილია განაახლოს დისციპლინური წარმოება
და გამოიტანოს დასკვნა „დისციპლინური გადაცდომის
არსებობისა“ და „პირისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის შესაბამისი ზომის შეფარდების
შეუძლებლობის შესახებ“.
მე-100 მუხლის მე-4
ნაწილის კომენტარი
·
განხილული მუხლის შესაბამისად, „დისციპლინური წარმოება’’ „წყდება’’, თუ
არ არსებობს „დისციპლინარული
წარმოების’’ „ობიექტური საფუძველი“.
·
წარმოების „ობიექტური საფუძვლის“ არარსებობა შეიძლება იყოს :– ა)შეიცვალა ეთიკის ან/და კანონისა თუ შინაგანაწესის ის ნორმები, რომლის დარღვევის გამოც პირის მიმართ მიმდინარეობს დისციპლინური წარმოება,ბ)გარდაიცვალა პირი, რომლის მიმართაც მიმდინარეობდა დისციპლინური წარმოება, გ)სხვა ობიექტური გარემოებები.
მუხლი 101. დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების ვადა
1. პირი “დისციპლინური პასუხისმგებლობის“ „მქონედ’’ ითვლება მისთვის „დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის’’ შეფარდებიდან
1 წლის
განმავლობაში.
2. საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელს ან საამისოდ უფლებამოსილ სხვა პირს უფლება აქვს, „მსუბუქი დისციპლინური გადაცდომის ჩამდენ პირს’’ ვადაზე ადრე მოუხსნას „დისციპლინური პასუხისმგებლობა’’, თუ: ა)მას არ ჩაუდენია „ახალი დისციპლინური გადაცდომა“ და ბ) თავი გამოიჩინა, როგორც „კეთილსინდისიერმა მოხელემ“.
3. ა)„დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის“
შეფარდების, ბ)„დისციპლინური პასუხისმგებლობის“ მოქმედების ვადის გასვლის და
გ)დისციპლინური პასუხისმგებლობის“ ვადაზე ადრე მოხსნის შესახებ ინფორმაციები
აისახება „საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსების მართვის ერთიან ელექტრონულ სისტემაში’’.
101-ე მუხლის 1-ლი ნაწილის კომენტარი:
·
მსგავსად „ძველი’’ კანონის რეგულაციისა, მოქმედი კანონითაც განსაზღვრულია „დისციპლინური პასუხისმგებლობის“ მოქმედების ვადა, რომელიც შეადგენს ერთ წელს.
·
პირის მიმართ „დისციპლინური პასუხისმგებლობა“ მოქმედებს მისი დადების მომენტიდან ერთი წლის განმავლობაში,
·
შესაბამისად, ერთი წლის განმავლობაში მის მიერ „ახალი დისციპლინური გადაცდომის ჩადენა“ ავტომატურად ნიშნავს, რომ მის მიერ ჩადენილია „მძიმე დისციპლინური გადაცდომა“.
·
აღნიშნულის გარდა, ასევე, ყურადღება უნდა გამახვილდეს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ „დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად“ გამოყენებულია „სამსახურიდან გათავისუფლება“, პირის მიმართ „აღნიშნული პასუხისმგებლობა“[„სამსახურიდან გათავისუფლება’’] მაინც მოქმედებს გათავისუფლებიდან ერთი წლის განმავლობაში, რაზეც მიანიშნებს „საჯარო
სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი.
·
მითითებული
ნორმის თანახმად, პირი მოხელედ არ მიიღება, თუ ა)საჯარო სამსახურიდან გათავისუფლდა „დისციპლინური გადაცდომისათვის“ და ბ)“დისციპლინური გადაცდომისათვის“ გათავისუფლებიდან 1 წელი არ არის გასული.
მე-101 მუხლის მე-2
ნაწილის კომენტარი
·
კანონი ითვალისწინებს „დისციპლინური პასუხისმგებლობის“ „ვადამდე მოხსნას“, თუმცა ამისათვის აუცილებელია დაკმაყოფილდეს რამდენიმე პირობა. ესენია:
a. ჩადენილი უნდა იყოს მსუბუქი დისციპლინური გადაცდომა;
b. არ უნდა იყოს პირის მიერ ახალი გადაცდომა ჩადენილი და წარმოება დაწყებული;
c. პირმა თავი უნდა გამოიჩინოს, როგორც კეთილსინდისიერმა მოხელემ.
·
აღნიშნული ნორმა არ მოითხოვს
გარკვეული პერიოდის გასვლას დისციპლინური პასუხისმგებლობის ვადაზე ადრე მოხსნისათვის.
·
საკმარისია, დაკმაყოფილდეს ზემოთ მოყვანილი მოთხოვნები, რომ საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელს ან საამისოდ უფლებამოსილ სხვა პირს მიეცეს შესაძლებლობა, ვადაზე ადრე
მოხსნას“ დისციპლინური პასუხისმგებლობა’’.
·
„კეთილსინდისიერ მოხელედ’’ თავის გამოჩენის საფუძველი, ასევე, შესაძლებელია გახდეს „მოხელის ყოველწლიური შეფასების შედეგები’’.
მე-100 მუხლის მე-3
ნაწილის კომენტარი
a. „დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის“ შეფარდების
b. დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების ვადის გასვლის
c. და დისციპლინური პასუხისმგებლობის ვადაზე ადრე მოხსნის
შესახებ ინფორმაციები აისახება „საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსების მართვის ერთიან ელექტრონულ სისტემაში.’’
აღნიშნულის მიზანია საჯარო სამსახურში ერთიანი სტატისტიკური მონაცემების შეგროვება და
ეფექტური ადმინისტრირება
Комментарии
Отправить комментарий