„ საპელაციო სამართალწარმოების’’ თავისებურებანი ადმინისტრაციულ პროცესში
სარჩევი:
1,1. „სააპელაციო’’ და „საკასაციო’’ საჩივრის- „დასაშვებობა’’[ სასკ-ის 34-ე მუხ.-1-ლი ნაწ]
1.2.1. „სააპელაციო საჩივრის’’ შეტანის წესი[სსსკ-ის 367-ე და 368-ე მუხლები]
1.2.2.„სააპელაციო საჩივრის’’ განხილვის წესი [სსსკ-ის 372-ე მუხლი]
1.2.3.
„სააპელაციო საჩივრის’’ შეტანის უფლების
მქონე სუბიექტები
1.4. „ადმინისტრაციული სამართალწარმოება’’ სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში
[ყურადღება : გამოიყენება „სამოქალაქო საპროცესო კოდექსის’’ [სსსკ-ის] დებულებები]
1.4.1„სააპელაციო საჩივრის’’ ფორმა
[სსსკ 377-ე და 177-ე
მუხ. მე-2 და მე 3 ნაწ.]
1.4.2„სააპელაციო საჩივრის“ შეტანის ადგილი[სსსკ-ის 367-ე მუხლი]
1.4.3 „სააპელაციო საჩივრის ‘’ შინაარსი[სსსკ-ის 368-ე მუხლი]
1.4.4.„სააპელაციო საჩივრის’’ შეტანის ვადა [სსსკ-ის 369-ე მუხ]
1.4.5.„სააპელაციო გასაჩივრებაზე’’ „უარის თქმის’’ შედეგი[სსსკ-იის
370-ე მუხლი]
1.4.6.„სააპელაციო საჩივრის ‘’ „დასაშვებობის’’
შემოწმება[სსსკ-ის 374-ე მუხლი]
1.4.7 „გასაჩივრების ვადის ათვლა’’ და „გასაჩივრების ერთწლიანი ვადა’’ [სასკ-ის მე-12 მუხლი]
1.4.8 „საქმის გადაგზავნა ‘’ სააპელაციო სასამართლოში[სსსკ-ის 371-ე მუხლი]
1.4.9. საქმის მომზადება „სააპელაციო სასამართლოს’’ „მთავარ სხდომაზე’’ განსახილველად[სსსკ 373-ე მუხლი]
1.4.10 „სააპელაციო საჩივრის’’ წარმებაში „მიღების’’ -შედეგები[სსსკ-ის 375-ე მუხლი]
1.4.11 საქმის „განხილვის’’ დანშვნა [სსსკ-ის 376-ე მული]
1.4.12 პირველი ინსტანციის სასამართლოს „გადაწყვეტილების შემოწმების’’ ფარგლები[სსსკ-ის 377-ე მუხ.]
1.4.13 „სააპელაციო საჩივარზე’’ უარის თქმა და მისი შედეგი[სსსკ-ის 378-ე მუხლი]
1.4.14 „შეგებებული’’ „სააპელაციო საჩივარი’[სსსკ-ის 379-ე მუხლი]
1.4.15„ახალი ფაქტები’’ და „ახალი მტკიცებულებები’’ [სსსკ-ის 380-ე მუხლი]
1.4.16„დავის საგნის’’ „შეცვლა’’ ან „გადიდება’’[სსსკ-ის 381-ე მუხლი]
1.4.17„მტკიცებულებათა გამოკვლევა’’[სსსკ-ის 382-ე მუხლი]
1.4.18 საქმის „ზეპირი ‘’ განხილვა[სსსკ-ის 383-ე მუხლი]
1.5. სააპელაციო სასამართლოს
„გადაწყვეტილება
1.5.1.პირველი ინსტანციის სასამარტლოს გადაწყვეტილების „შეცვლის’’ ფარგლები [სსსკ-ის 384-ე მუხლი]
1.5.3. სააპელაციო სასამართლოს ის „გადაწყვეტილება’’,რომელსაც თვითონ იღებს [სსსკ-ის 386-ე მუხლი]
1.5.4 „მხარეთა გამოუცხადებლობის’’ შედეგები [სსსკ-ის 387-ე მუხლი]
1.5.5 „სააპელაციო სასამართლოს’’ „გადაწყვეტილების შინაარსი [სსსკ-ის 389-ე მუხლი]
1.5.6 „სააპელაციო სასამართლოს’’ „განჩინების’’ შინაარსი [სსსკ-ის 390-ე მუხლი]
შესავალი:
·
„ადმინისტრაციული
საპროცესო კოდექსის’’ [სასკ-ი]
– 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად:
„თუ ამ კოდექსით
სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში
გამოიყენება „საქართველოს სამოქალაქო
საპროცესო კოდექსის“ [სსსკ-ის] დებულებანი. ‘’
მუხლი 1. კოდექსის მოქმედების სფერო
1. ეს[ადმინისტრაციული საპროცესო] კოდექსი განსაზღვრავს საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული საქმეების განხილვისა და გადაწყვეტის საპროცესო წესებს.
2. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
·
მათ შორის, „ადმინისტრაციულ წარმოებაში’’
გამოიყენება „სამოქალაქო საპროცესო კოდექსის’’[სსსკ-ის] დებულებები-„საჩივრის’’ შეტანის შესახებ’’
·
ანუ „ადმინისტრაციულ საქმეზე’’
გამოტანილ ი „გადაწყვეტილებების’’ და „განჩინებების’’
გასაჩივრებას როგორც “სააპელაციიო’’ ,ისე „საკასაციო’’ წესით აწესრიგებს „სამოქალაქო საპროცესო კოდექსის’’ შესაბამისად
მე-8 და მე-9 კარი ,ოღონდ იმ შეზღუდვეის
და თავისებურებების გათვალისწინებით,რაც დადგენილია „ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის’’ [სასკ-ის] – 34-ე მუხლით [ეს დაიმახსოვრე]
ხ
1,1.
„სააპელაციო’’ და „საკასაციო’’ საჩივრის- „დასაშვებობა’’[ სასკ-ის 34-ე მუხ.-1-ლი ნაწ]
·
სასკ-ის 34-ე მუხლის 1-ლი ნაწილი „დასაშვებად’’ თვლის „ადმინისტრაციულ
დავებზე’’ „სააპელაციო’’ და „საკასაციო’’ საჩივრის შეტანას,“დავის საგნის’’ „ღირებულების’’
მიუხედავად
ხ
·
„სამოქლაქო
დავებზე’’ „სააპელაციო საჩივარი’’ კი
„სააპელაციო საჩივრის’’
შეტანა „დასაშვებია’’ მხოლოდ იმ შემთხვევასი ,თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2000 ლარს
ხოლო
,„სამოქალაქო დავებზე’’ „საკასაციო
საჩივრის ღირებულება’’ განისაზღვრება იმის მიხედვით,თუ“გასაჩივრებული გადაწყვეტილების’’
რა ზომით „შეცვლაზე“ შეაქვს „საკასაციო საჩივარი’’ მხარეს’’ .
თუ
ამ “ღირებულების ოდენობა’’ ეჭვს იწვევს,“საკასაციო საჩივრის ‘’ შემტანმა
პირმა ეს „ღირებულება’’ სარწმუნოდ უნდა დაამტკიცოს.
დაიმახსოვრე: „სამოქალაქო საპროცესო კოდექსის
‘’[სსსკ--ის] არც 365-ე და არც 391-ე მუხლის მე-2 ნაწილის
ეს მოთხოვნები „ადმინისტრაციულ
სამართალწარმოებაში’’ არ გამოიყენება.
მუხლი 34.
სააპელაციო
და
საკასაციო
საჩივრების
დასაშვებობა
1. სააპელაციო და საკასაციო საჩივრები ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში დასაშვებია,
მიუხედავად სარჩელის ფასისა. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლისა და 391-ე მუხლის
მე-2 ნაწილის მოთხოვნები.
ხ
1.2. „სააპელაციო სასამართლოს’’ ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლის „ერთპიროვნულად განსახილველი’’ საქმეები.[ სასკ-ის 34-ე მუხ.-11-ლი ნაწ]
·
„სააპელაციო სასამართლოს’’ ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის
მოსამართლე
უფლებამოსილია „ერთპიროვნულად განსახილოს ’’ [ანუ არა კოლეგიალურად] შემდეგი სახის
საქმეები:
ა) სააპელაციო
საჩივრები, რომლებიც შეტანილია შემდეგ საქმეებთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებზე:
ა.ა) ამ კოდექსის[ანუ სასკ-ის] მე-6 მუხლით გათვალისწინებული დავები[ნახე
კოდექსში]
ა.ბ) საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებული დავა;
ა.გ) საჯარო რეესტრის ჩანაწერთან დაკავშირებული დავა;
ა.დ) საცხოვრებელი ბინის პრივატიზებასთან დაკავშირებული დავა;
ა.ე) ადმინისტრაციული ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავა;
ა.ვ) სამშენებლო ურთიერთობიდან გამომდინარე დავა;
ა.ზ) „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე სააღსრულებო ურთიერთობებიდან წარმოშობილი დავა;
ა.თ) ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ზიანის ანაზღაურების შესახებ დავა;
ა.ი) „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე დავა;
ბ) კერძო
საჩივრები;
გ) საჩივრები/ ან სააპელაციო საჩივრები ამ კოდექსის[სასკ-ის] VII1 და VII3−VII14 თავებით გათვალისწინებულ დავებზე;[ნახე კოდექსში]
დ) საჩივრები/ ან სააპელაციო საჩივრები ამ კოდექსის[სასკ-ის] VII18−VII21 თავებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალწარმოებებით განსაზღვრულ დავებზე.[ნახე კოდექსში]
ხ
1.2.1.
„სააპელაციო საჩივრის’’ შეტანის წესი[სსსკ-ის
367-ე და 368-ე მუხლები]
·
„სააპელაციო საჩივრის’’ საგანია/ობიექტია „პირველი ინსტანციის სასამართლოს’’- „გადაწყვეტილება’’
·
„სასამართლოსადმი „უწყებრივად დაქვემდებარებულ’’ საქმეებს „პირველი ინსტანციით’’ განიხილავენ „რაიონული[ან
საქალაქო] სასამართლოები“ და „მაგისტრატი მოსამართლეები“.
·
„წერილობით’’ ფორმით შედგენილი „სააპელაციო საჩივარი’’ შეტანილი
უნდა იქნეს იმ პირველი ინსტანციის სასამართლოში,რომელმაც „გამოიტანა
სააპელაციო წესით გასაჩივრებული გადაწყვეტილება’’[სსსკ-ის 367-ე მუხლი]
ხ
·
„სააპელაციო საჩივრის’’ სავალდებულო რეკვიზიტები განსაზღვრულია
„სამოქალაო საპროცესო კოდექსის ‘’ [სსსკ-ის] 368-ე მუხლით
·
„სააპელაციო საჩივრის’’ შეტანის შენდეგ „პირველი ინსტანციის
სასამართლო’’ „დაუყოვნებლივ გადაუგზავნის’’ მთლიან საქმეს’’ „სააპელაციო
სასამართლოს’’,ასევე, გადუგზავნის „სააპელაციო
საჩივართან’’ ერთად “დამატებით შემოსულ ‘’
ყველა მასალას
·
თუ“სააპელაციო საჩივარი’’ შეტანილია „უშულოდ სააპელაციო სასამართლოში’’,მაშინ „სააპელაციო სასამართლო ‘’ „საქმეს’’
გამოითხოვს შესაბამისი „პირველი ინსტანციის’’ სასამართლოდან.
ხ
1.2.2.„სააპელაციო საჩივრის’’ განხილვის წესი [სსსკ-ის 372-ე მუხლი]
·
„საქმის’’ განხილვა „სააპელაციო სასამართლოში’’ წარმოებს
იმ წესების დაცვით,რაც დადგენილია“პირველი
ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის’’[იხ. სსსკ-ის მუხ.
372-ე მუხ]
ხ
1.2.3. „სააპელაციო საჩივრის’’ შეტანის უფლების მქონე სუბიექტები
·
პირველი ინსტანციის სასამართლოს „გადაწყვეტილების’’
„სააპელაციო წესით’’
გასაჩივრების
უფლება აქვთ:
a.
მხარეებს პირველი ინსტანციის
ადმიმისტრაციული პროცესიდან[ მოსარჩელეს და მოპასუხეს]
b.
„მე-3 პირებს
დამოუკიდებელი სასარჩო მოტხოვნით’’, პირველი ინსტანციის ადმიმისტრაციული
პროცესში მონაწილეს
c.
მათ უფლებამონაცვლეებს
d. მათ თანამონაწილეებს[თანამოსრჩლეს ან თანამოპასუხეს],მათი
თანამონაწილეობის საფუძვლებით განსზღვრულ ფარგლებში
e.
პირებს,რომლებიც
არ მონაწილეობენ დავაში როგორც მხარეები,მაგრამ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაყვეტილებით
განისაზღვრა მათი უფლებები და მოვალეობები ერთ-ერთი მხარის მიმართ.
ხ
1.3.
„აპელაციის’’ სახეები
·
არსებობს ორი სახის „აპელაცია’’ : ა) „სრული აპელაცია’’[საფრანგეტი,იტალია]
და „არასრული აპელაცია’’[გერმანია,ავსტრია]
1.3.1
„სრული აპელაცია’’
·
„სრული აპელაცია’’ წარმოადგენს „საქმის გადასინჯვას მთლიანად’’,არა მხოლოდ
„საქმეში უკვე არსებული
მაალების საფუძველზე’’,არამედ ახლა უკვე „სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი
ნებისმიერი ახალი მტკიცებულების საფუძველზე’’.
·
საქმის მონაწილე პირებს უფლება
აქვტ,პირველ ინსტანციაში,უკვე განხილულთან ერთად,სააპელაციო სასამართლოში წარადგინონ
ახალი მტკიცებულებებიც[ასევე ახალი „ფაქტობრივი გარენოებები’’,“ახალი მოსაზრებები
და ახალი ახსნა-განმარტებები’’ და ა. შ.]
·
ასეთ შემტხვევებში, „სააპელაციო
სასამართლოს’’ უფლება აქვს „დაადგინოს’’ „ახალი’’
ფაქტები [იხ. სსსკ-ის 380-ე მუხლი]. ამიტომ „სრული აპელაციის’’
დროს მას არ აქვს უფლება „საქმედააბრუნოს ხელახლა
განსახილველად’’ პირველი ინსტანციის სასამართლოში,არამედ თვითონ უნდა გამოიტანოს გადაწყვეტილება
„არსებითად გამოკვლეული მტკიცებულებების’’ და „დადგენილი ფაქტების’’ საფუძველზე.
·
„სრული აპელაციის’’ შემთხვევაში ,სააპელაციო სასამართლო ამოწმებს არა მხოლოდ“პირველი
ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას’’ არამედ თავად „საქმესაც’’,ანუ „ხელახლა’’ განიხილავს „საქმის’’ „ფაქტობრივ’’ და „სამართლებრივ’’ მხარეებს[ასპექტებს]
·
„სრული აპელაციის’’ დროს „სააპელაციო სასამართლო’’ იკვლევს საქმის ფაქტობრივ მხარეს სრული მოცულობით,ე.ი.
ახორციელებს იმავე „საპროცესო მოქმედებებს’’ საქმის
გარემოებათა გამოსაკვლევად და მტკიცებულებების შესაფასებლად ,რასაც პირველი
ინსტანციის სასამართლო
1.3.2
„არასრული აპელაცია’’
·
„არასრული აპელაცია’’ წარმოადგენს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებათა
„გადასინჯვას’’ მხოლოდ იმ „ფატობრივი მონაცემების’’ საფუძველზე,რომლებიც პირველი ინსტანციის სასამარტლოში წარდგენილი იყო
საქმის „მონაწილეთა’’ მიერ
·
„არასრული აპელაციის’’ ზოგადი წესის მიხედვით,სააპელაციო სასამართლოში სასამარტლო
განხილვისას „ახალი ფაქტების’’ და „ახალი მტკიცებულებების’’
წარდგენა-„არ დაშვება’’[!][ეს დაიმახსოვრე]
·
მაგრამ გამონაკლის შემთხვევებში,“ახალი
მტკიცებულებების’’ და „ახალი ფაქტობრივი გარემოებების’’ წარდგენა-„დასაშვებია’’[!]
·
ამრიგად, „არასრული აპელაციის’’ შემტხვევაში,სააპელაციო სასანარტლო,საქმეს,როგორც
წესი,განიხილავს იმ მტკიცებულებათა საფუძველზე,რომლებიც უკვე იყო იყო პირველი ინსტანციის
სასამარტლოს განხილვის საგანი.
·
„არასრული აპელაციის’’ დროს სსსკ 385-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად „სააპელაციო
სასამართლოს’’ უფლება აქვს საქმე დააბრუნოს პირველი ინსტანციის სასამართლოში“ხელახლა არსებითად განსახილველად’’
და „გადაწყვეტილების ხელახლა გამოსატანად’’
ხ
·
ამრიგად, “სრული
აპელაციის ‘’ დროს სააპელაციო სასამარტლო ,პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ
მიღებულ გადაწყვეტილებას „ხელახლა განიხილავს არსებითად’’ ,ხოლო „არასრული აპელაციის’’ დროს პირველი ინსტანციის სასამართლოს
„გადაწყვეტილებას’’- მხოლოდ „შეამოწმებს’’.[და
თავად არ გამოიტანს „გადაწყვეტილებას’’] შედეგად ან „ძალაში დატოვებს
პიველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტიკებას’’ ან „საქმეს უკან დააბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოში გადაწყვეტილების ხელახლა
გამოსატანად’’-[ეს დაიმახსოვრე]
1.4.
„ადმინისტრაციული სამართალწარმოება’’ სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში
[ყურადღება : გამოიყენება „სამოქალაქო საპროცესო კოდექსის’’ [სსსკ-ის] დებულებები]
1.4.1„სააპელაციო საჩივრის’’ ფორმა [სსსკ 377-ე და 177-ე მუხ. მე-2 და მე 3 ნაწ.]
·
„სააპელაციო საჩივარი’’ შედგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით, როგორც
წესი, ნაბეჭდი სახით.
·
უნდა უპასუხებდეს ამ კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს და საქართველოს იუსტიციის
უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშს და შედგენილი უნდა იყოს ამ ნიმუშში
მითითებული წესების დაცვით. „სააპელაციო საჩივარში’’ სრულყოფილად და თანამიმდევრობით
უნდა იყოს ასახული მაპელანტის მოსაზრებები საქმის თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და
მტკიცებულებასთან დაკავშირებით.
ხ
1.4.2„სააპელაციო საჩივრის“ შეტანის ადგილი[სსსკ-ის 367-ე მუხლი]
·
სააპელაციო საჩივარი შეტანილი უნდა იქნეს იმ სასამართლოში, რომელმაც გამოიტანა
გადაწყვეტილება. [სსსკ -ის 367-ე მუხ.]
მუხლი 367. სააპელაციო საჩივრის შეტანა
+
სააპელაციო საჩივარი შეტანილი უნდა იქნეს იმ სასამართლოში, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება. სააპელაციო საჩივარი უნდა უპასუხებდეს ამ კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დადგენილ მოთხოვნებს.
ხ
1.4.3
„სააპელაციო საჩივრის ‘’ შინაარსი[სსსკ-ის 368-ე მუხლი]
·
სსსკ -ის 368-ე მუხლის 1-ლი და 11-ლი ნაწილების
თანახმად, სააპელაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს:
ა) იმ სასამართლოს დასახელებას, რომლის სახელზედაც არის შედგენილი საჩივარი;
ბ) იმ პირის დასახელებასა და მისამართს, რომელსაც შეაქვს საჩივარი;
გ) გასაჩივრებული გადაწყვეტილების ზუსტ დასახელებასა და მითითებას ამ გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოზე;
დ) მითითებას იმის თაობაზე, თუ გადაწყვეტილების რა ნაწილია გასაჩივრებული;
ე) მითითებას, თუ რაში მდგომარეობს გადაწყვეტილების უსწორობა და კონკრეტულად რას მოითხოვს სააპელაციო საჩივრის შემტანი პირი;
ვ) მითითებას გარემოებებზე, რომლებიც ასაბუთებენ სააპელაციო საჩივარს, და მტკიცებულებებზე, რომლებიც ადასტურებენ ამ გარემოებებს;
ზ) სააპელაციო საჩივარზე დართული წერილობითი მასალების ნუსხას.;
თ) მითითებას, ხომ არ სურს სააპელაციო საჩივრის წარმდგენს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა;
ი) მითითებას, ხომ არ სურს სააპელაციო საჩივრის წარმდგენს დავის სასამართლო მედიაციის გზით განხილვა.
11. სააპელაციო საჩივარი შეიძლება შეიცავდეს აგრეთვე მითითებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციისა და მისი დამატებითი ოქმების ნორმებსა და მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან შეუსაბამობის შესახებ.
·
სსსკ -ის 368-ე მუხლის მე-2 მე-3 და მე-4 ნაწილების თანახმად:
2. სააპელაციო საჩივარი, აგრეთვე დამატებით შემოსული მასალები სასამართლოს წარედგინება იმდენი ასლის დართვით, რამდენი მონაწილეც არის საქმეში.
3. სააპელაციო საჩივარს ხელს აწერს მისი შემტანი პირი ან წარმომადგენელი.
4. თუ უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთი საქმეში არ არის, წარმომადგენლის მიერ შეტანილ სააპელაციო საჩივარს უნდა დაერთოს სააპელაციო საჩივრის შეტანაზე მისი უფლებამოსილების დამადასტურებელი მინდობილობა.
·
სსსკ -ის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად:
5.
თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ზემოჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი,
რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული,
სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
ხხხხხხხხხხხ
1.4.4.„სააპელაციო საჩივრის’’ შეტანის ვადა [სსსკ-ის 369-ე მუხ]
·
სსსკ -ის 369-ე მუხლის თანახმად :
სააპელაციო
საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია
.[ეს დაიმახსოვრე]
სააპელაციო
გასაჩივრების’’ „ვადის’’ დენა იწყება მხარისათვის პირველი ინსტანციის სასამარტლოს „დასაბუთებული გადაწყვეტილების“ გადაცემის მომენტიდან.
„დასაბუთებული
გადაწყვეტილების“ გადაცემის მომენტად ითვლება „დასაბუთებული გადაწყვეტილების“ ასლის მხარისათვის ან მისი
წარმომადგენლისთვის ჩაბარების მომენტი , ან ასლის
სასამართლოში უშუალოდ ხელზე მიცემა[რაც მიმღებმა უნდა დაადასტუროს თავისი ხელმოწერით]
„გადაწყვეტილების’’
ასლის “ფოსტის მეშვეობით’’ გაგზავნის შემთხვევაში,“გასაჩივრების 14 დღიანი ვადა’’ აითვლება
„გადაწყვეტილების ასლის ფოსტისთვის ან კურიერისთვის ჩაბარების მომენტიდან;
საქმეში
აუცილებლად უნდ ჩაიდოს „ცნობა’’,რომ
„ფოსტით’’ ან „კურიერის’’’ საშუალებით გაგზავნილი
„ასლი’’ ჩაბარდა ადრესატს.[!]
ხოლო
თუ „დასაბუთებული გადაწყვეტილების’’ „გამოცხადებას’’ სასამართლო დარბაზში ესწრება
„სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი’’ მისთვის „სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა’’
იწყება’’ „გადაწყვეტილების’’ სასამართლო დარბაზში
გამოცხადების მომენტიდან
ხ
1.4.5.„სააპელაციო გასაჩივრებაზე’’ „უარის თქმის’’ შედეგი[სსსკ-იის 370-ე მუხლი]
სსსკ
-ის 370-ე მუხლის თანახმად:
თუ
„გადაწყვეტილების გამოცხადების“ შემდეგ მხარე
სამართლოს დარბაზში მოსამართლეს ან მოწინააღმდეგე მხარეს წერილობითი ფორმით განუცხადებს
„უარს სააპელაციო გასაჩივრების უფლებაზე’’,
მისი „სააპელაციო საჩივარი“
თუნდაც „გასაჩივრების 14 დღიან ვადაში’’ აღარ დაიშვება.[ეს დაიმახსოვრე]
ხ
1.4.6.„სააპელაციო საჩივრის
‘’ „დასაშვებობის’’ შემოწმება[სსსკ-ის 374-ე მუხლი]
სსსკ
-ის 374 -ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად:
სააპელაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის
განმავლობაში სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია
თუ არა სააპელაციო საჩივარი.
კერძოდ,უნდა შემოწმდეს „სააპელაციო საჩივრის’’ „დასაშვებობის’’ შემდეგი
პირობები:
a. დაცულია თუ
არა“სააპელაციო საჩივრის წარდგენის 14 დღიანი ვადა’’ [სსსკ-ის 369-ე მუხ]
b.
პასუხობს თუ არა „სააპელაციო საჩივრის’’ შინაარსისთვის დადგენილ მოთხოვნებს[სსს -ის 368-ე მუხ
1-ლი და 11-ლი ნაწილები]
c.
„სააპელაციო საჩივრის’’ შემტან პირს უარი ხონ არ აქვს
ნათქვამი“სააპელაციო გასაჩივრებაზე’’[სსსკ-ის 370-ე მუხ]
d. საქმის მასალებს
თან ერთვის თუ არა“სახელმწიფო ბაჟის ‘’ გადახდის
დამადასტურებელი ქვითარი [სსსკ-ის 368-ე მუხ მე-5 ნაწ.]
ხ
·
თუ შემოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ „სააპელაციო
საჩივარი“ დასაშვებია, სასამართლოს გამოაქვს განჩინება „სააპელაციო
საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ.’’[სსსკ-ის 374-ე მუხ 1-ლი ნაწ]
ხ
·
თუ სააპელაციო საჩივრის „დასაშვებობის“ ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება
„სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების
შესახებ“, რომელზედაც შეიძლება „კერძო საჩივრის“ შეტანა.[სსსკ-ის 374-ე მუხ 1-ლი ნაწ]
ხ
·
ყურადღება: ეს განჩინებები შეიძლება მიღებულ იქნეს „სააპელაციო სასამართლოს“ მიერ საქმის ზეპირი განხილვის გარეშე.[სსსკ-ის 374-ე მუხ მე-2 ნაწ]
ხ
·
თუ „სააპელაციო საჩივარი“ დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს მთლიანად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი
სახელმწიფო ბაჟი[სსსკ-ის 374-ე მუხ მე-3 ნაწ]
ხ
·
რაც შეეხება 1-ლი ნაწილის ბოლოს ნახსენებ „კერძო საჩივარს’’, [რომლის შეტანის
უფლება აქვს აპელანტს ,თუ სააპელაციო სასასამართლო მის „სააპელაციო საჩივარს’’
განუხილველად დატოვებს] ,სსსკ -ის 416-ე მუხლის თანახმად:
კერძო საჩივრის
შეტანის ვადაა 12 დღე. ამ ვადის
გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის განჩინების გადაცემის მომენტიდან ან მხარისათვის სასამართლო სხდომაზე მისი გამოცხადებიდან, თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა
კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი.
განჩინების
გადაცემის მომენტად ითვლება განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან სსსკ-ის 70-ე–78-ე
მუხლების შესაბამისად.[ფოსტა
,კურიერი]
ხხხხხხხ
1.4.7
„გასაჩივრების ვადის ათვლა’’ და „გასაჩივრების ერთწლიანი ვადა’’ [სასკ-ის მე-12 მუხლი]
„ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი’’[სასკ-ი ],“სამოქალაქო
საპროცესო კოდექსისგან’’ [სსსკ-ის 369- და 416-ე მუხლებისგან] „განსხვავებულად აწესრიგებს’’ „გასაჩივრების
ვადის’’ დინების დაწყების საკთხს.
კერძოდ, სასკ-ის
მე-12 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად: „გასაჩივრების 14 დღიანი ვადის“ დინება დაიწყება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროცესის
მონაწილე პირს სასამართლო აქტით განემარტა:
a.
გასაჩივრების
შესაძლებლობა[ანუ რომ აქვს გასაჩივრების უფლება]
b.
სასამართლო,
სადაც შეიძლება გასაჩივრება,
c.
სასამართლოს ადგილმდებარეობა,
d.
გასაჩივრების
ვადა
e.
გასაჩივრების
წესი
ხ
·
სასკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად:
სასამართლო მხარეებს ან მათ წარმომადგენლებს უგზავნის იმ გადაწყვეტილების, განჩინების ან ბრძანების
ასლს, რომელიც ექვემდებარება
გასაჩივრებას იმავე ან ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში. და რომელშიც მითითებული
იქნება: ა) ამ სასამართლო აქტების გასაჩივრების
უფლების შესახებ და ბ)სასკის მე-12 მუხლის
მე-2 ნაწილით დადგენილი წესი
·
სასკის მე-12 მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი წესის თანახმად:
თუ მხარეს არ ეცნობა სასამართლო აქტის[გადაწყვეტილების,
განჩინების ან ბრძანების] გასაჩივრების უფლების შესახებ
ან ეცნობა სასკ-ის
მე-12 მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული „რომელიმე მოთხოვნის’’ დარღვევით[, მაშინ მხარეს გასაჩივრება შეეძლება სასამართლოს აქტის
გამოტანიდან ერთი წლის განმავლობაში
·
და ამ „ერთწლიანი გასაჩივრების ვადის’’ ათვლა დაიწყება სასამართლოს მიერ „გადაყვეტილების’’ „განჩინების’’
ან „ბრძანების’’ გამოტანის მომენტიდან’’
მუხლი 12. გასაჩივრების ვადის ათვლა
+
1. გასაჩივრების ვადის დინება დაიწყება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროცესის მონაწილე პირს სასამართლო აქტით განემარტა:
ა) გასაჩივრების შესაძლებლობა, ბ)სასამართლო, სადაც შეიძლება გასაჩივრება, გ)მისი ადგილმდებარეობა, დ)გასაჩივრების[14ვ
დღიანი] ვადა და ე) წესი.
2. თუ მხარეს არ ეცნობა გასაჩივრების უფლების შესახებ ან ეცნობა ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული რომელიმე მოთხოვნის[ა.ბ.გ.დ.ე] დარღვევით, მაშინ გასაჩივრება შეიძლება სასამართლოს აქტის [ანუ გადაწყვეტილების,
ან განჩინების ან ბრძანების] გამოტანიდან ერთი წლის განმავლობაში.
ხ
1.4.8
„საქმის გადაგზავნა ‘’ სააპელაციო სასამართლოში[სსსკ-ის 371-ე მუხლი]
·
სსსკ -ის 371-ე ნუხლის თანახმად:
სააპელაციო საჩივრის შესვლის შემდეგ „პირველი ინსტანციის სასამართლო“ „დაუყოვნებლივ’’, მაგრამ არა უგვიანეს 5 დღისა, გადაუგზავნის სააპელაციო სასამართლოს „მთლიანად“ საქმეს, აგრეთვე „დამატებით შემოსულ“ ყველა მასალას
1.4.9. საქმის მომზადება „სააპელაციო სასამართლოს’’ „მთავარ სხდომაზე’’ განსახილველად[სსსკ 373-ე მუხლი]
·
საქმეს სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე განსახილველად
ამზადებს სააპელაციო სასამართლოს ერთ-ერთი მოსამართლე (მომხსენებელი მოსამართლე), რომელიც
ამოწმებს სააპელაციო საჩივრის „დასაშვებობას’’ და გამოაქვს შესაბამისი განჩინება,
·
ეს მოსამართლე გადაუგზავნის მოწინააღმდეგე მხარეს სააპელაციო საჩივრისა და მასთან თანდართული დოკუმენტების ასლებს
·
დაუნიშნავს მას ვადას წერილობითი შესაგებლის წარმოსადგენად, რომელიც
უნდა შეიცავდეს პასუხებს შემდეგ კითხვებზე:
a.
ეთანხმება თუ არა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნებს;
b.
თუ არ ეთანხმება, რა გარემოებებს ემყარება მისი შესაგებელი;
c.
ხომ არ აპირებს შეგებებული სააპელაციო საჩივრის შემოტანას,
ახალი ფაქტებისა და მტკიცებულებების წარმოდგენას და, თუ აპირებს, რა მიზეზით არ წარმოადგინა
ისინი პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას;
d. სურს თუ არა
საქმის განხილვა ზეპირი მოსმენის გარეშე.
1.4.10 „სააპელაციო საჩივრის’’ წარმებაში „მიღების’’ -შედეგები[სსსკ-ის 375-ე მუხლი]
·
თუ არსებობს სააპელაციო
საჩივრის „დაშვების’’
ყველა წინაპირობა და იგი „მიღებულია’’[დაშვებულია’’] სააპელაციო სასამართლოს მიერ,მაშინ პირველი ინსტანციის სასამართლოს
„გასაჩივრებული გადაწყვეტილების’’ კანონიერ ძალაში შესვლა „შეჩერდება“ მხოლოდ იმ ნაწილში, რომელიც გასაჩივრებულია
„სააპელაციო საჩივრით’’ .[სსსკ-ის 375-ე მუხ. 1-ლი ნაწილი][ეს დაიმახსოვრე]
·
ამასთან „შეჩერდება’’ „სააპელაციო სასამართლოს’’ გადაწყვეტილების
გამოტანამდე.
ხ
·
ხოლო თუ გასაჩივრებულია პირველი ინსტანციის სასამართლოს ისეთი
გადაწყვეტილება, რომელიც „დაუყოვნებლივ
უნდა აღსრულდეს“, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია „დროებით შეაჩეროს „დაუყონებლივი ‘’აღსრულება“ ან „გააუქმოს“
„დაუყონებლივ’’ აღსრულებასთან დაკავშირებული ღონისძიებები..[სსსკ-ის 375-ე მუხ.
მე-2 ნაწილი][ეს დაიმახსოვრე]
ამასთან, განჩინება
ამის თაობაზე შეიძლება გამოტანილ იქნეს საქმის ზეპირი განხილვის გარეშე.[ანუ
სასამართლოს მტავარი სხდომის გარეშე]
ხ
·
სსსკ-ის 375-ე მუხ.
მე-2 ნაწილი თანახმად: სააპელაციო
სასამართლოს ასევე შეუძლია
პირველი ინსტანციის სასამართლოს
„გასაჩივრებული გადაწყვეტილების’’:
a.
აღსრულების
შეჩერება,
b.
აღსრულების ღონისძიებების გაუქმება,
c.
აგრეთვე აღსრულების გაგრძელება [გადავადება]„უზრუნველყოფის შესაბამისი გარანტიების
გამოყენებით“.
[ყურადღება:
აქ უკვე საუბარია არა „დაუყონებლივი აღსრულების
შეჩერებაზე ,არამედ ზოგადად „აღსრულების შეჩერებაზე’’]
1.4.11 საქმის „განხილვის’’ დანშვნა [სსსკ-ის 376-ე მული]
·
„სააპელაციო
საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ“ განჩინებით სასამართლო
განსაზღვრავს საქმის ზეპირი განხილვის დროს[ანუ თარიღს
და დროს], რის შესახებაც მხარეებს ატყობინებს ამ განჩინების მიღებიდან 3 დღის განმავლობაში.
·
სააპელაციო
სასამართლო იღებს კანონით გათვალისწინებულ ყველა ზომას, რათა „სააპელაციო საჩივარი“
განხილულ იქნეს განჩინებით დადგენილ ვადაში.
1.4.12 პირველი ინსტანციის სასამართლოს „გადაწყვეტილების შემოწმების’’ ფარგლები[სსსკ-ის 377-ე მუხ.]
·
„სააპელაციო სასამართლო’’ წარმოადგენს მე-2 ინსტანციის სასამართლოს,რომელიც
ამოწმებს „პირველი ინსტანციის სასამართლოს’’ მიერ მიღებულ „გადაწყვეტილებას’’ ხელმეორედ,ამასთან ამოწმებს მხოლოდ
„სააპელაციო საჩივრის’’ ფარგლებში[!][და არა მთლიან „გადაწყვეტილებას’’]
·
შემოწმება „სააპელაციო საჩივრის’’ ფარგლებში ხდება ,როგორც „ფაქტობრივი’’
,ისე „სამართლებრივი’’ თვალსაზრისით
მუხლი 377. გადაწყვეტილების შემოწმების ფარგლები
1.
სააპელაციო სასამართლო ამოწმებს ‘გადაწყვეტილებას’’ სააპელაციო საჩივრის
ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით.
ხ
·
„სააპელაციო სასამართლოს“ „განხილვის საგანი’’ შეიძლება იყოს აგრეთვე
პირველი ინსტანციის სასამართლოს ის განჩინებები, რომლებიც წინ უსწრებდა პირველი ინსტამციის სასამართლოს „გადაწყვეტილების’’
გამოტანას[მუხ. 377-მე-3 ნაწილი]
ხ
·
რაც სეეხება, პირველი ინსტანციის სასამართლოს განსჯადობას
„ სააპელაციო სასამართლო“ შეამოწმებს მას , მხოლოდ
მოპასუხის მოთხოვნით.[მუხ. 377-მე-5 ნაწილი]
·
ამასთან, პირველი ინსტანციის სასამართლოს
„განსჯადობის’’ შემოწმების მოთხოვნა „სააპელაციო საამართლოში’’დასაშვებია, მხოლოდ მაშინ ა)თუ იგი ჯერ კიდევ საქმის პირველ ინსტანციაში განხილვისას იყო წამოყენებული
მოპასუხის მიერ[და პირველი იმსტანციის სასამართლომ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა],
ან ბ)თუ არსებობს საპატიო მიზეზი,
რის გამოც ასეთი მოთხოვნა ვერ იქნა წინა ინსტანციაში წამოყენებული.[მუხ. 377-მე-5 ნაწილი]
1.4.13
„სააპელაციო საჩივარზე’’ უარის თქმა და მისი შედეგი[სსსკ-ის 378-ე მუხლი]
·
მნიშვნელოვანია საკითხი,რომელიც ეხება „სააპელაციო საჩივარზე“ „უარის თქმას’’
·
სამოქააქო საპროცესო კანონმდებლობით “სააპელახიო საჩივარზე’’ აპელანტის მიერ „უარის თქმა’’ დასაშვებია[შესაძლებელია] მხოლოდ “სააპელაციო
სასამართლოს’’ „გადაწყვეტილების გამოტანამდე’’[!]
·
„სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის
შემტხვევასი’’ სააპელაციო სასამართლო „შეწყვეტს’’ „სააპელაციო საჩივრის’’ განხილვას[საქმისწარმოებას],რის შედეგადაც აპელანტს ერთმევა უფლება,კვლავაც გაასაჩივროს პირველი ინსტანციის
სასამართლოს იგივე გადაწყვეტილება“სააპელაციო წესით’’
მუხლი 378. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა
+
1. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე.
2. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით.
1.4.14 „შეგებებული’’ „სააპელაციო საჩივარი’[სსსკ-ის 379-ე მუხლი]
·
აპელანტის მოწინააღმდეგე მხარეს შეუძლია მისთვის სააპელაციო საჩივრის გადაცემიდან 10 დღის ვადაში წარადგინოს შეგებებული სააპელაციო საჩივარი,
[მიუხედავად იმისა, განცხადებული აქვს თუ არა თავად უარი სააპელაციო
საჩივრის შეტანაზე].
ხ
·
ხოლო აპელანტის მიერ თავისივე სააპელაციო საჩივარზე
უარის თქმის ან აპელანტის „სააპელაციო საჩივრის’’ „სააპელაციო სასამართლოს’’ მიერ „განუხილველად დატოვების’’
შემთხვევაში აპელანტის
„მოწინაარმდეგე მხარის’’ „შეგებებული სააპელაციო საჩივარი“
აღარ განიხილება.
მუხლი 379. შეგებებული სააპელაციო საჩივარი
+
მოწინააღმდეგე მხარეს შეუძლია სააპელაციო საჩივრის გადაცემიდან 10
დღის ვადაში წარადგინოს შეგებებული სააპელაციო საჩივარი, მიუხედავად იმისა, განცხადებული აქვს თუ არა უარი სააპელაციო საჩივრის შეტანაზე.
სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის ან მისი განუხილველად დატოვების შემთხვევაში შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ განიხილება.
1.4.15„ახალი ფაქტები’’ და „ახალი მტკიცებულებები’’ [სსსკ-ის 380-ე მუხლი]
·
სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას გამოიყენება ის წესები,რაც
დადგენილია პირველიინსტანციით საქმეთა განხილვისთვის.
·
სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას შეიძლება წარმოდგეილ იქნეს „ახალი ფაქტები’’ და ახალი მტკიცებულებები’’
[სსსკ-ის 380-ე მუხლი 1-ლი ნაწილი]
·
მაგრამ ,
სააპელაციო სასამართლო
არ მიიღებს ახალ ფაქტებსა
და ახალ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეს შეეძლო წარედგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში
საქმის განხილვისას, მაგრამ არასაპატიო მიზეზით არ წარადგინა.[სსსკ-ის 380-ე მუხლი მე-2 ნაწილი]
1.4.16„დავის საგნის’’ „შეცვლა’’ ან „გადიდება’’[სსსკ-ის 381-ე მუხლი]
·
ყურადღება: „სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობისგან’’ განსხვავებით,“ადმინისტრაციულ
პროცესში’’ „ადმინისტრაციული საქმის განხილველი სასამართლო უფლებამოსილია,“ინკვიზიციურობის პრინციპის’’ საფუძველზე
,“საჯარო ინტერესებიდან’’ გამომდინარე,საკუთარი
ინიციატივით უზრუნველყოს ადმინისტრაციული დავის განსახილველად საჭირო ფაქტებისა და მტკიცებულებების მოპოვება.
·
„დავის საგნის ‘’ ან „შეცვლა’’ ან „გადიდება’’ ანდა „
შეგებებული სარჩელის’’ შეტანა
„სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში - „დაუშვებელია’’ [სსსკ-ის 381-ე მუხლი]
მუხლი 381. დავის საგნის შეცვლა და გადიდება
დავის საგნის შეცვლა ან გადიდება, აგრეთვე შეგებებული სარჩელის შეტანა სააპელაციო სასამართლოში დაუშვებელია.
1.4.17„მტკიცებულებათა გამოკვლევა’’[სსსკ-ის 382-ე მუხლი]
·
„სააპელაციო სასამართლოს’’ შეუძლია,მიიღოს
ახლადწამოდგენილი „მტკიცებულებები’’,თუ მათ მნიშვნელობა
აქვთ საქმისთვის
·
ასევე შეუძლია გაიზიაროს[დაეთანხმოს] „პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ’’ ჩატარებული
„მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგები’’ „მთლიანად’’ ან „ნაწილობრივ’’
მუხლი 382. მტკიცებულებათა გამოკვლევა
1. სააპელაციო სასამართლო მიიღებს ახლად წარმოდგენილ მტკიცებულებებს, თუ მათ მნიშვნელობა აქვთ საქმისათვის, 380-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით.
2. სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ.
1.4.18 საქმის „ზეპირი ‘’ განხილვა[სსსკ-ის 383-ე მუხლი]
·
საქმისწარმოება „სააპელაციო სასამართლოში იწყება „ზეპირი’’ განხილვით,რომლის
დროსაც მოხსენებით გამოდის „სასამართლოს ერთ-ერთი
წევრი’’ და წარმოადგენს: ა)“საქმის გარემოებებს’’, ბ)“პირველი ინსტანციის სასამართლოს’’
„გადაწყვეტილების’’ „სარეზოლუციო ნაწილს’’
·
ამის შემდეგ“მხარეებს’’ ეძლევათ სიტყვა თავისი „შუამდგომლობების’’ წამოსაყენებლად და მათ „დასასაბუთებლად’’
·
შემდეგ იწყება „მხარეთა მოსაზრებების’’
მოსმენა
·
თუ საქმის „ზეპირი მოსმენისას’’ „დაშვებული
‘’ იქნება“ახალი მტკიცებულებები’[რომელთა „დაშვებაც’’
არ გამოიწვევს „საქმის განხილვის ‘’ გადადებას],საამარტლო მოწინააღმდეგე მხარეს განუსაზღვრავს „გონივრულ
ვადას’’ მისი მოსაზრებების წარმოსადგენად ამ
ახალ მტკიცებულებებზე .
·
სასამარტლო უფლებამოსილია,“საკუტარი ინიციატივით’’,ან „მხარის შუამდგომლობით’’
„შეამოწმოს’’ „სადავო მტკიცებულებები’’
1.5.
სააპელაციო სასამართლოს „გადაწყვეტილება’’
1.5.1.პირველი ინსტანციის სასამარტლოს გადაწყვეტილების „შეცვლის’’ ფარგლები [სსსკ-ის 384-ე მუხლი]
·
სააპელაციო ინსტანციის სასამართლო უფლებამოსილია შეცვალოს
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება
მხოლოდ იმ ფარგლებში, რასაც მხარეები მოითხოვენ.[სსსკ-ის
384-ე მუხლი]
1.5.2პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების „გაუქმება’’ და საქმის „უკან დაბრუნება’’ [სსსკ-ის 385-ე მუხლი]
სსსკ-ის 385-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით :
სააპელაციო სასამართლო აუქმებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ:
ბ) „გასაჩივრებული სასამართლო გადაწყვეტილებით“ არასწორად ეთქვა უარი „დაუსწრებელი გადაწყვეტილების“ თაობაზე შეტანილი საჩივრის დაშვებაზე;
გ) „გასაჩივრებული გადაწყვეტილება“ შეეხება მხოლოდ „სარჩელის დასაშვებობას“;
დ) „გასაჩივრებული გადაწყვეტილება“ არასწორად გამოტანილი განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილებაა.
ა) ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს :
მუხლი 394. გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები
გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ:
ა) საქმე განიხილა სასამართლოს არაკანონიერმა შემადგენლობამ;
ბ) სასამართლომ საქმე განიხილა ერთ-ერთი მხარის დაუსწრებლად, რომელსაც არ მიუღია შეტყობინება კანონით დადგენილი წესით ან მისი კანონიერი წარმომადგენლის გარეშე, თუ ასეთი წარმომადგენლობა კანონით იყო გათვალისწინებული, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი კანონიერი წარმომადგენელი ცნობს სასამართლო პროცესის წარმართვის მართლზომიერებას;
გ) გადაწყვეტილება გამოტანილია საქმეზე, რომელიც სასამართლოს უწყებრივად არ ექვემდებარება;
დ) გადაწყვეტილება მიღებულია საქმის ზეპირი განხილვის საფუძველზე, რომლის დროსაც დარღვეულია პროცესის საჯაროობის წესები;
ე) გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული;
ე1) გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია;
ვ) გადაწყვეტილებას ხელს არ აწერენ ის მოსამართლეები, რომლებიც გადაწყვეტილებაში არიან აღნიშნულნი;
ზ) გადაწყვეტილება გამოტანილია იმ მოსამართლეების მიერ, რომლებიც ამ საქმის განხილვაში ადრე მონაწილეობდნენ;
თ) საქმეში არ არის სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმი.
ხ
ყურადღება:
·
სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან
და თვითონ გადაწყვიტოს იგი.[სსსკ-ის 385-ე მუხლი მე-2 ნაწილი]
1.5.3.
სააპელაციო სასამართლოს ის „გადაწყვეტილება’’,რომელსაც თვითონ იღებს [სსსკ-ის 386-ე მუხლი]
·
თუ ა)სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და ბ)საქმე პირველი
ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო
თვითონ იღებს გადაწყვეტილებას
საქმეზე.
·
სააპელაციო სასამართლო თავისი
განჩინებით ან „უარს ამბობს სააპელაციო
საჩივრის დაკმაყოფილებაზე’’ ან „გასაჩივრებული გადაწყვეტილების
შეცვლით
იღებს ახალ გადაწყვეტილებას“
საქმეზე [სსსკ-ის 386-ე მუხლი]
ხ
1.5.4
„მხარეთა გამოუცხადებლობის’’ შედეგები [სსსკ-ის 387-ე მუხლი]
·
თუ სააპელაციო
საჩივრის აღმძვრელი პირი არ
გამოცხადდება საქმის „ზეპირ“ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის „შუამდგომლობით’’ სააპელაციო სასამართლო გამოიტანს „დაუსწრებელ გადაწყვეტილებას’’ „სააპელაციო
საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.’’ [სსსკ-ის 387-ე მუხლი ნაწ.
1-ლი]
ხ
·
თუ საქმის განხილვაზე აპელანტის მოწინააღმდეგე
მხარე არ გამოცხადდება,
სააპელაციო საჩივრის შემტანი პირის „შუამდგომლობით’’
სააპელაციო
სასამართლო გამოიტანს „დაუსწრებელ გადაწყვეტილებას“, რომელიც შეიძლება დაემყაროს მომჩივნის ახსნა-განმარტებას.[სსსკ-ის
387-ე მუხლი ნაწ. მე-2][ანუ შეიძლება დააკმაყოფილოს
აპელანტის „სააპელაციო საჩივარი]
ხ
·
ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება სსსკ-ში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში „დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის
შესახებ’’. [სსსკ-ის 387-ე მუხლი ნაწ. მე-3]
ხ
1.5.5 „სააპელაციო სასამართლოს’’ „გადაწყვეტილების შინაარსი [სსსკ-ის 389-ე მუხლი]
1.სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესავალ ნაწილში უნდა მიეთითოს:
ა) გადაწყვეტილების გამოტანის დრო და ადგილი;
ბ) სასამართლოს დასახელება და შემადგენლობა;
გ) სააპელაციო საჩივრის შემომტანი პირის დასახელება;
დ) გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
ხ
2.სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს:
ა) სააპელაციო საჩივრის შემომტანი პირის მოთხოვნას;
ბ) საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით;
გ) გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთებას.
თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს ცალკეულ შეფასებებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, დასაბუთება მათზე მითითებით იცვლება.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში შეიძლება მიეთითოს აგრეთვე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციისა და მისი დამატებითი ოქმების ნორმები და მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტები, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა.
ხ
·
გადაწყვეტილების
სარეზოლუციო ნაწილი უნდა შეიცავდეს :
ა)სასამართლოს დასკვნას სააპელაციო საჩივრის „მთლიანად’’ ან „ნაწილობრივ“
დაკმაყოფილების შესახებ,
და
ბ)მითითებას „ სასამართლო ხარჯების განაწილების“,
აგრეთვე „გადაწყვეტილების’’ გასაჩივრების ვადისა
და გასაჩივრების საკასაციო წესის თაობაზე.[სსსკ-ის
389-ე მუხლი მე-3 ნაწილი]
ხ
1.5.6 „სააპელაციო სასამართლოს’’ „განჩინების’’ შინაარსი [სსსკ-ის 390-ე მუხლი]
მუხლი 390. სააპელაციო სასამართლოს განჩინების შინაარსი
+
1. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით.
2. სააპელაციო სასამართლოს განჩინების შესავალ ნაწილში უნდა მიეთითოს:
ა) განჩინების გამოტანის დრო და ადგილი;
ბ) სასამართლოს დასახელება და შემადგენლობა;
გ) სააპელაციო საჩივრის ან კერძო საჩივრის (საჩივრის) შემომტანი პირის დასახელება;
დ) გასაჩივრებული გადაწყვეტილება (განჩინება).
ხ
3. სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს:
ა) სააპელაციო საჩივრის ან კერძო საჩივრის (საჩივრის) შემომტანი პირის მოთხოვნას;
ბ) საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას;
გ) გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების მოკლე დასაბუთებას.
თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, დასაბუთება მათზე მითითებით იცვლება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაში შეიძლება მიეთითოს აგრეთვე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციისა და მისი დამატებითი ოქმების ნორმები და მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტები, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა.
4. განჩინების სარეზოლუციო ნაწილი უნდა შეიცავდეს ა)სასამართლოს დასკვნას სააპელაციო საჩივრის ან კერძო საჩივრის (საჩივრის) მთლიანად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ, ბ) მითითებას „სასამართლო ხარჯების განაწილების“, აგრეთვე განჩინების „გასაჩივრების ვადისა“ და „გასაჩივრების
საკასაციო წესის“ თაობაზე.
Комментарии
Отправить комментарий